Home ახალი ამბები საქართველო USAID საქართველოში პროგრამისთვის “მომავლის თაობა” 14 მილიონ დოლარამდე გამოყოფს

USAID საქართველოში პროგრამისთვის “მომავლის თაობა” 14 მილიონ დოლარამდე გამოყოფს

87
USAID საქართველოში პროგრამისთვის

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) „მომავლის თაობის“ პროგრამის ფარგლებში აპირებს საქართველოში ზოგადი განათლების სისტემის ხარისხის გაუმჯობესებას. დოკუმენტს RT გაეცნო.

“აქტივობები მიზნად ისახავს საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას მასწავლებელთა გადამზადების პროგრამების ხარისხის გაუმჯობესებაში, სკოლის ადმინისტრაციის წევრების, როგორც სასწავლო პროცესის ლიდერების შესაძლებლობების განვითარებაში, ასევე დეცენტრალიზაციის პოლიტიკის განხორციელების ეფექტურობის გაუმჯობესებაში”, – ნათქვამია დოკუმენტის ტექსტში.

USAID-ის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ საქართველო განათლების ხარისხის თვალსაზრისით უფრო დაბლაა, ვიდრე რეგიონის სხვა საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნები.

გარდა ამისა, საქართველოს ზოგადი განათლების სისტემაში ჭარბობს “გენდერული სტერეოტიპები”, – აღნიშნავს ამერიკული სააგენტო.

მონაცემების მიხედვით, გოგონები უკეთეს საგანმანათლებლო შედეგებს აღწევენ დაწყებით კლასებში, მაგრამ „გენდერულად მიკერძოებული საგანმანათლებლო მასალები“ და მასწავლებლების მაღალი მოლოდინები ბიჭების მიმართ განაპირობებს „ნეგატიური გენდერული ნორმების“ შენარჩუნებას.

ამერიკული სააგენტო ამ პროგრამის განსახორციელებლად 14 მილიონ დოლარამდე გამოყოფას გეგმავს.

ადრე USAID-მა უკვე დააფინანსა საქართველოში სკოლის პედაგოგების გადამზადების პროგრამა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here