Home ახალი ამბები მსოფლიო ტრამპი: გერმანელები ქვეყნის გარეშე დარჩებიან

ტრამპი: გერმანელები ქვეყნის გარეშე დარჩებიან

231

აშშის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთიდან ბუნებრივი აირის შემცირების გამო გერმანელები შეიძლება ქვეყნის გარეშე დარჩნენ. ტრამპმა აღნიშნა, რომ გფრის ექსკანცლერ ანგელა მერკელს თეთრი დროშაც კი აჩუქა კაპიტულაციისთვის, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი სრულ ემბარგოს დააწესებს ნავთობზე, ბუნებრივ აირსა და ქვანახშირზე, _  წერს svpressa.ru.

“მე მას გავუგზავნე დროშა. “დონალდ, დონალდ რატომ გამომიგზავნე ეს დროშა?!” ვუთხარი, რომ, თუ თქვენ ენერგომატარებლების 72%-ს რუსეთიდან იღებთ, მაშინ აი თეთრი დროშა, რადგან მალე მოგიწევთ დანებება-მეთქი. ვინ იფიქრებდა, რომ ეს ასე მალე მოხდებოდა”, _ განაცხადა ტრამპმა ოჰაიოში გამართულ მიტინგზე. პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ გერმანელები ახლა აღარ იცინიან, ქვეყანა კი მათ, როგორც ჩანს, აღარ ექნებათ.

მანამდე აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კონგრესის არჩევნების შემდეგ ბენზინის ფასმა აშშ-ში შეიძლება მკვეთრად მოიმატოს.

გიორგი გაჩეჩილაძე

https://svpressa.ru/politic/news/346261/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here