სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინი აშშ–ის განცხადებას გამოეხმაურა.
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ გმობს რუსეთის ავიაციის დარტყმებს უკრაინაში კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე.
და რა გააკეთა ვაშინგტონმა დონბასის მშვიდობიანი მოქალაქეების დასაცავად, რომლებიც უკრაინელთა დაბომბვების გამო შიშში, წყლისა და ელექტროენერგიის გარეშე 8 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ?
რას აკეთებს ახლა ვაშინგტონი უკრაინელთა მხრიდან ზაპოროჟიეს აეს–ის დაბომბვის შესაჩერებლად?
მხოლოდ განაგრძობს კიევის ნაცისტური რეჟიმის მილიტარიზაციას და მას ახალ-ახალი დანაშაულების ჩადენისკენ უბიძგებს.
ყველამ უნდა შეიგნოს, სპეციალური სამხედრო ოპერაციის დასახული მიზნები აუცილებლად მიიღწევა. კიევის რეჟიმი დაემხობა, ხოლო დასავლეთიდან დახმარება განადგურებელი იქნება.
და, თუ ვაშინგტონი, რომელიც განაგრძობს უკანასკნელ უკრაინელამდე ბრძოლას, ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი მას არ შეეხება, ძალიან ცდება.
ლუკა მაისურაძე