Home ახალი ამბები მსოფლიო RCI: ტრამპის სახლი გაჩხრიკა იმ ჯგუფმა, რომელმაც შეთხზა “რუსული საქმე”

RCI: ტრამპის სახლი გაჩხრიკა იმ ჯგუფმა, რომელმაც შეთხზა “რუსული საქმე”

ჯგუფის მთავარი ანალიტიკოსი ჰანტერ ბაიდენის მამხილებელ მტკიცებულებებს მალავდა

87

გამოძიების ფედერალური ბიუროს (გფბ) აგენტების ჯგუფი, რომელმაც გაჩხრიკა ტრამპის მამული ფლორიდაში, შედის ბიუროს კონტრდაზვერვის ქვედანაყოფში  და 2016-2018 წლებში დაკავებული იყო .. რუსული საქმით, რომელიც, როგორც გაირკვა, სრულიად ფალსიფიცირებული იყო, _ წერს Russian Washington.

საქმის ერთ-ერთი ინიციატორი, ხელმძღვანელი ანტიტრამპული ოპერაციისა “ქარიშხალივით ჯვარედინი ცეცხლი” _ პიტერ სტროკი “რუსული საქმის” გამოძიებისას ჩადენილი უამრავი დარღვევის გამო სამსახურიდან დაითხოვეს. მას მიაყოლეს რამდენიმე სხვა აგენტიც, მაგრამ “ქარიშხალის” ბევრი მონაწილე დღესაც გფბ-ში რჩება, მიუხედავად იმისა, რომ მათ წინააღმდეგ პროფესიული პასუხისმგებლის ოფისი გამოძიებას აწარმოებს. ეს მოსმენებზე აღიარა გფბ-ის დირექტორმა კრისტოფერ რეიმ. მეტიც, დაზვერვის უფროსი ანალიტიკოსი ბრაიან ოტენი, რომელსაც აქამდე ამოწმებენ, პოლიტიკურად მგრძნობიარე საქმეების გამოძიებაში მონაწილეობს. კერძოდ, ის კურატორობდა (შესაძლოა, დღესაც კურატორობს) ჰანტერ ბაიდენის ნოუთბუქის საქმეს. ეს ნოუთბუქი სკანდალური ფოტოებით ერთ-ერთ სახელოსნოში აღმოაჩინეს. გამოცემა Real Clear Investigations (RCI)-ის წყაროების ინფორმაციის თანახმად, პრეზიდენტ ბაიდენის შვილის ნოუთბუქზე ნებისმიერი ცნობის მიმართ სწორედ ოტენის ხელშეწყობით იყენებდნენ ტერმინს “რუსული დეზინფორმაციული კამპანია”.

RCI-ის წყაროს ცნობით, ჯეი ბრაიტი, კონტრდაზვერვის მაღალჩინოსანი იუსტიციის სამინისტროს უშიშროების განყოფილებაში, რომელიც, როგორც გაირკვა, დემოკრატიული პარტიის ეროვნული კომიტეტის დონორია, კოორდინაციას უწევდა გამოძიებას ტრამპის მამულ მარ-ა-ლაგოში. ივნისში ის იმყოფებოდა მამულში, შეხვდა ტრამპსა და მის ადვოკატებს, გფბ-ის 3 აგენტთან ერთად დაათვალიერა სათავსო, რომელშიც ინახებოდა დოკუმენტები. მას უფლება მისცეს, გაეხსნა კოლოფები და გადაეღო ზოგიერთი დოკუმენტისა და ფოტოს ასლები. უფრო მეტიც ბრაიტს გადასცეს მამულში არსებული უსაფრთხოების კამერების რამდენიმესაათიანი ჩანაწერი. და აი, აგვისტოში დადგეს ტრამპის მამულის ჩხრეკის “იუმორისტული შოუ”.

გამომძიებელ ჟურნალისტთა შორის გავრცელებულია თვალსაზრისი, რომ ყოფილი პრეზიდენტის მამულიდან დოკუმენტაციის ამოღების ერთ-ერთი მიზანი იმ დოკუმენტების მოძიება იყო, რომლებიც “რუსული საქმის” ფალსიფიკატორებს ამხელს.

ლუკა მაისურაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here