პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდას განცხადებით, არამართებულად მიიჩნევს გერმანიის აწ უკვე ყოფილი კანცლერის, ანგელა მერკელის, მრავალწლიან მხარდაჭერას პროექტ “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ის მიმართ, რომელიც დღესაც არ არის სერტიფიცირებული. დუდამ თავისი თვალსაზრისი გამოხატა გერმანულ გაზეთ Frankfurter Algemaine zeitung–ისთვის მიცემულ ინტერვიუში, _ იუწყება news.mail.ru.
ბუნებრივი აირის პროექტი სახელწოდებით “ჩრდილოეთის ნაკადი” _ ეს ჩემი დიდი საყვედურია გერმანიისთვის. ჩვენ ყოველთვის გვესმოდა, რომ Nord Stream-ი სუფთა ეკონომიკური პროექტია, რომელსაც არასდროს ვიზიარებდი. 2021 წელს პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ანგელა მერკელს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის მიხედვით ვაშინგტონი უარს ამბობდა “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ის საწინააღმდეგო ქმედებებზე, და იმავე საღამოს მერკელმა დაურეკა პრეზიდენტ პუტინს, გავოგნდი. ეს აღიქმებოდა არა მხოლოდ გულგრილობად, არამედ, როგორც მტრული აქტი ევროპის ჩვენი ნაწილის მიმართ”, _ განაცხადა დუდამ.
“ჩრდილოეთის ნაკადი-2” დასრულებულია, მაგრამ არ ამუშავებულა, რადგან მისი სერტიფიკაცია 2022 წლის 22 თებერვალს კანცლერ ოლაფ შოლცის გადაწყვეტილებით შეჩერდა.
ანგელა მერკელს ხშირად საყვედურობდნენ, რომ ის ბოლომდე უჭერდა მხარს “ჩრდილოეთის ნაკადი 2”-ს და 2008 წელს გამართულ ნატოს სამიტზე ალიანსში უკრაინის მიღების წინააღმდეგ გამოვიდა.
გიორგი გაჩეჩილაძე