Home ახალი ამბები საქართველო თბილისში, პარკირების საშვის შეძენისა და ჯარიმების გადახდის წესი იცვლება

თბილისში, პარკირების საშვის შეძენისა და ჯარიმების გადახდის წესი იცვლება

1803
პარკირება

თბილისში, პარკირების საშვის შეძენისა და ჯარიმების გადახდის წესი იცვლება”, _ აცხადებენ დედაქალაქის მერიაში. მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად, თბილისის სატრანსპორტო კომპანია 5 ივნისიდან ცვლის პარკირების საშვის შეძენისა და ჯარიმების გადახდის სისტემას, რომლის მიხედვით, ტექპასპორტის ნომრის ნაცვლად, შესაბამის ველებში უნდა ჩაიწეროს მანქანის სახელმწიფო ნომერი და მფლობელის პირადი ნომერი.

მათი ინფორმაციით, მომხმარებელმა პარკინგის საშვის შესაძენად ან ჯარიმების გადასახდელად შესაბამის ველებში უნდა მიუთითოს: კერძო ავტომობილებისთვის _ სახელმწიფო ნომერი და მფლობელის პირადი ნომერი; ორგანიზაციების ავტომობილებისთვის _ სახელმწიფო ნომერი და კომპანიის საიდენტიფიკაციო კოდი; ტრანზიტული ან უცხოური ქვეყნის ნომრებით მოძრავი ავტომობილებისთვის _ მხოლოდ სახელმწიფო ნომერი.

ჯარიმების ნახვა ან გადახდა დამატებით შესაძლებელია ავტომობილის სახელმწიფო ნომრისა და საჯარიმო ქვითრის ნომრის მითითებით.

როგორც მერიაში განმარტავენ, მომხმარებელი ახალი, შეცვლილი სისტემით ისარგებლებს თბილისის პარკინგის ვებგვერდზე და სწრაფი გადახდის აპარატებში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here