Home რუბრიკები საზოგადოება ვნებანი ყანდურისანი

ვნებანი ყანდურისანი

უწინ ბაზრის ქურდი იყო. მერე ვადა მოიხადა. ყინწვისის მონასტერში ბერად აღიკვეცა, მერე ბერული ჩოხა გაიხადა, როგორღაც მღვდლად ეკურთხა და ახლა აქა წირავს”. მკითხველი უთუოდ მიხვდებოდა, რომ წერილის საწყისად გამოვიყენე მეუფე ყანდურისადმი მიძღვნილი პასაჟი ჭაბუა ამირეჯიბისდათა თუთაშხიადან”. ქვემოთ კი, მწერლის გამოგონილზე კი არა, ნამდვილ, ხორცშესხმულ ყანდურზე, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ მეუფე გრიგოლზე გვექნება საუბარი.

მკითხველს შევახსენებ, რომ რამდენიმე წლის წინათ სწორედ მე, თქვენმა მონა-მორჩილმა, ვუწოდე მეუფე გრიგოლს ეს ლიტერატურული მეტსახელი, როდესაც გაზეთ “საქართველო და მსოფლიოში” გამოვაქვეყნე კრიტიკული წერილი “მეუფე ყანდური”.

არა, ოდესღაც ჩემი თანაკლასელი ბაზრის ქურდი არ ყოფილა, მხოლოდ სხვისი ნაქურდალის რეალიზაციით იყო დაკავებული, რისთვისაც 4 წელი ახეხინეს “ნარები” რუსეთში. სხვაფრივ კი ყველაფერი რიგზეა _ ერისკაცობაში გურამ ბერბიჭაშვილმა პატიმრობის ვადა მოიხადა, მერე როგორღაც მღვდლად ეკურთხა და ახლა, მღვდლობას ვიღა ჩივის, მიტროპოლიტად აღზევებული მეუფე გრიგოლი ფოთისა და ხობის ეპარქიაში სწირავს.

ახლა, ვითომ რაო _ ერთხელ ხომ “მოვთხარე” პრესაში და მეტი რაღა მინდა?

რა და, თუკი მაშინ იმიტომ მოვთხარე, რომ ქართველთა სისხლსა და ცრემლში მოვასვასე სააკაშვილის უზარმაზარი ბანერი ფოთის ტაძრის ეზოში ჰქონდა დაბრძანებული და მრევლს ფაშისტი მიშნაცების ერთგულებას უქადაგებდა, ახლა წინამდებარე წერილის დაწერის მიზეზი გახდა მისი მორიგი ყანდურული ვნებანი, რომელიც მან 10 ივნისს გამართულ წმინდა სინოდის სხდომაზე განაცხადა.

თუმცა ჯერ სინოდის სტენოგრამიდან ამონარიდები ვნახოთ:

* “2016 წლის 10 ივნისს საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა.

წმინდა სინოდის წევრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქმა ილია II, რომელმაც ზოგადად მიმოიხილა წმინდა და დიდი კრების ჩატარებასთან დაკავშირებული ბოლო დროს შექმნილი რთული მდგომარეობა.

ბულგარეთის ეკლესიამ განაცხადა უარი კრებაში მონაწილეობაზე და წარმოადგინა საკუთარი პოზიცია რიგი თემების მიმართ;

სერბეთის ეკლესიაც კრებაში მონაწილეობას პრობლემურად მიიჩნევს და ითხოვს მის გადადებას უკეთ მომზადების მიზნით.

მიუხედავად 2014 წლის წინამძღოლთა დადგენილებისა და წმინდა და დიდი კრების რეგლამენტის მე-8 მუხლის მკაფიო მოთხოვნისა, რომ კრებაზე მხოლოდ ერთხმად მიღებული თემები განიხილება, დღის წესრიგში შესულია დოკუმენტიქორწინების შესახებ”, რომელზეც ჩვენს დელეგაციას, დოგმატური ცდომილებების გამო, ხელი არ აქვს მოწერილი; ამ ტექსტს ხელი არ მოაწერა ანტიოქიის ეკლესიამაც.

ტექსტიმართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსთანიმთავითვე მიუღებელი იყო საქართველოს ეკლესიისთვის და ჩვენი დელეგაციის მხრიდან ხელი მხოლოდ მას შემდეგ მოეწერა, როცა მას დაემატა შენიშვნასაქართველოსა და ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიები გამოვიდნენ ეკლესიათა მსოფლიო საბჭოდან, პირველი _ 1997, ხოლო მეორე – 1998 წელს, რადგან მათ საკუთარი განსხვავებული აზრი გააჩნიათ ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს საქმიანობის შესახებ, რის გამოც ისინი არ მონაწილეობენ ხსენებული საბჭოს და სხვა ქრისტიანთა შორისი ორგანიზაციების ღონისძიებებში”.

.. 25 მაისს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა დაადგინა, რომ აღნიშნული დოკუმენტი შეიცავს დიდ ეკლესიოლოგიურ და ტერმინოლოგიურ ცდომილებებს და სერიოზულ გადამუშავებას საჭიროებს; ხოლო, თუ ამ სახის ცვლილებები არ განხორციელდება, საქართველოს ეკლესია ტექსტს ხელს ვერ მოაწერს. გარკვეულ ცვლილებებს საჭიროებს, ასევე, დოკუმენტიმართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე მსოფლიოში”.

წმინდა სინოდმა ერთსულოვნად დაადგინა:

) საქართველოს ეკლესიის დელეგაცია ამა წლის 17-26 ივნისს კუნძულ კრეტაზე დაგეგმილ წმინდა და დიდ კრებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს;

) 2016 წლის 10 ივნისის წმინდა სინოდის დადგენილება დაეგზავნოს ყველა ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიებს.

მიუხედავად ამისა, აი რას აცხადებს ეს ახალი იოანე ოქროპირი, გიორგი მთაწმინდელი _ მეუფე ყანდური:

კრებაზე არწასვლით კი ჩვენ გავაძლიერებთ საზოგადოებაში ისედაც არსებულ ეჭვებს, რომ საქართველოს ეკლესია რუსეთის ეკლესიის ორბიტაზე რჩება და ამას ჩვენი ქვეყნისთვის, ეკლესიისთვის, სავარაუდოდ, ექნება შესაბამისი შედეგებიც, რაც არ იქნება კარგი. სამწუხაროდ, ჩვენ დღემდე აღგვიქვამენ, როგორც რუსული სააზროვნო სივრცის წარმომადგენლებს და შესაბამისადროგორც რუსეთის ეკლესიის სატელიტს. ამ მდგომარეობიდან თავის დაღწევა ჩვენი ეკლესიისთვის მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს”.

სრულიად მართლმადიდებელთა დიდი და წმინდა კრება, რომელიც, 1000 წელიწადია, არ გამართულა, კუნძულ კრეტაზე უნდა ჩატარებულიყო ა.წ. 16-27 ივნისს, მაგრამ თეოლოგიურ საკითხებში შეუთანხმებლობების გამო კრებაში მონაწილეობაზე უარი თქვეს ან მისი გადადება ითხოვეს სერბეთის, ბულგარეთის, საქართველოს, ანტიოქიისა და რუსეთის ეკლესიებმა.

მსოფლიოს პატრიარქი ბართლომე (კონსტანტინოპოლის პატრიარქი), რომლის ინიციატივაც არის მსოფლიო კრების მოწვევა, კი ატარებს ამ ტიტულს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მსოფლიო პატრიარქს ემორჩილება ადმინისტრაციულად ყველა მართლმადიდებელი ეკლესია. ასე მხოლოდ რომის პაპის შემთხვევაშია, როდესაც ვატიკანს უსიტყვოდ ემორჩილება მთელი კათოლიკური სამყარო _ ბართლომე კი პირველია თანასწორთა შორის, მას მოიხსენიებენ ლოცვებში პირველად და ეს არის სულ კონსტანტინოპოლის პრივილეგიები!

ხსენებული თეოლოგიურ-დოგმატურ საკითხთა გარდა, კრებაში მონაწილეობაზე უარი იმიტომაც თქვეს ქვეყნებმა, რომ ბართლომეოსი აპირებდა, კრების სხდომების უცვლელი თავმჯდომარე ყოფილიყო ისე, როგორც ამას რომის პაპი გააკეთებდა და, აქედან გამომდინარე, იმედი ჰქონდა, ადმინისტრაციულადაც დაიქვემდებარებდა მართლმადიდებელ ავტოკეფალურ ეკლესიებს.

კონსტანტინოპოლის ეკლესია ყველაზე პატარაა მართლმადიდებელ სამყაროში. მას მაჰმადიანურ თურქეთში პრაქტიკულად არ ჰყავს მრევლი და, ძირითადად, აშშზეა ორიენტირებული, სადაც 500-მდე ეკლესია ემორჩილება.

უფრო მეტიც, სასულიერო სემინარიის პედაგოგ პავლე კუზენკოვის ცნობით, “ვიკილიქსის” ვებგვერდზე დევს ბართლომეოსისა და ერთი ამერიკელი სენატორის საუბარი, ბართლომეოსი ღიად სთხოვს დახმარებას აშშ-ს იმის სანაცვლოდ, რომ კონსტანტინოპოლი ყოველმხრივ შეეწინააღმდეგება რუსული ეკლესიის გავლენის შეუქცევად მატებას მართლმადიდებელ სამყაროში.

ჰოდა, ამერიკელებიც, ათეული წლებია, ეხმარებიან ბართლომეს მატერიალურადაც და პოლიტიკურადაც _ თურქეთი პერმანენტულად აშანტაჟებს კონსტანტინოპოლის ეკლესიას და ნატოს წევრი თურქეთიდან გაძევებით ემუქრება. აშშ კი, როგორც ნატოს მმბრძანებელი, ამ შანტაჟისგან იცავს.

სტამბოლის საპატრიარქო აშშის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ფილიალია, გნებავთ _ ტროას ცხენი მართლმადიდებელ სამყაროში, ხოლო მართლმადიდებელი სამყარო გლობალიზაციის, აგრესიული ნეოლიბერალიზმისთვის ჯერჯერობით დაუძლეველი წინაღობაა მსოფლიოს ლგბტზაციის გზაზე და ამ წინაღობის მთავარი სუბიექტი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია და მისი საერო ხელისუფლება რომ არის, არაერთხელ გვითქვამს.

რუსეთის ეკლესიამ ამას წინათ ყველანაირი კავშირი გაწყვიტა საფრანგეთისა და შოტლანდიის პროტესტანტულ ეკლესიებთან, რადგან ტაძრებში ერთნაირსქესიანი წყვილების ჯვრისწერა დაიწყეს…

აქედან გამომდინარე, მინდა, მეუფე ყანდურს ვკითხო: ვის ორბიტაზე ყოფნა სჯობს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის _ აშშის, რომელსაც მთავარ საგარეო პრიორიტეტად ურცხვად აქვს გაცხადებული მთელი ქრისტიანული სამყაროს (და არა მხოლოდ) გარყვნაგათახსირება ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებით, თუ ერთმორწმუნე რუსეთის, რომლის ეკლესია უძლიერესი ციტადელია მართლმადიდებლობისა, ხოლო საერო ხელისუფლება კანონმდებლობით კრძალავს გეიპროპაგანდას რუსეთის უზარმაზარ ტერიტორიაზე?..

სამწუხაროდ, მეუფე ყანდური ერთადერთი არ არის _ ჩვენს დედაეკლესიაში ყანდურიზმი მთავარი პრობლემაა!

ყანდურებს ვუწოდებ ჭყონდიდის მიტროპოლიტ მეუფე პეტრეს და ქუთათელგაენათელ მეუფე კალისტრატეს, რომლებიცჩემი ყანდურისთანამოაზრენი არიან წმინდა სინოდში და რომლებსაც, მეუფე გრიგოლის მსგავსად, მიშა სააკაშვილისხატები ესვენათეკლესიებში და, უფლის მაგივრად, ამ სატანას უგალობდნენ 9 წლის განმავლობაში ოსანას.

აბა, ამ ყანდურებისა და მიშას ნაცბანდის ურთიერთობას ერქვა თუ ერქვა კოაბიტაცია, ამიტომ ეს ვაჟბატონებიც თანამონაწილენი არიან იმ საშინელებებისა, რომლებიც თავს დაგვატეხეს ამ სატანისტებმა ქართველ ერს.

ყანდურებს, შეუძლებელია, არ სცოდნოდათ ის, რაც ციხეებსა თუ სამეგრელოს ტყეებში ხდებოდა, მაგრამ დუმდნენ.

ახლა ვიცი, ისეთებიც გამოჩნდებიან, რომლებიც დამამუნათებენ _ არ შეიძლება სასულიერო პირებზე ასე საუბარი, მათზე სულიწმინდის მადლია გადმოსული და ცოდვააო. ასეთებს კონსტანტინე გამსახურდიას სიტყვების პერიფრაზით ვუპასუხებ და ამით დავასრულებ წერილს:

მე მრავალი ცოდვა მიმიძღვის ამქვეყნად, ისე, როგორც კაცს, როგორც მამას, შვილს და ა.შ., მაგრამ ჩემი ქვეყნისთვის არასოდეს მიღალატნია და ჯანდაბას, ამ ცოდვასაც (თუ ეს მართლა ცოდვაა) ვიტვირთებ, რომელზეც მხოლოდ “იქ” და “იმისგან” მომეკითხება…

დავით მხეიძე

7 COMMENTS

  1. შენ გაგიმარჯოს ღმერთმა სიმართლეს რომ ამბობ დავით მხეიძევ.უდიდესი წმინდადების შთამომავალი გვარის კაცი ხარ.დიდი დავით და კონსტანტინე მხეიძეებისა და დიდი ბეთანიელი ბერის წმინდა მამა გაბრიელის მოძღვრის წმინდა გიორგი მხეიძისა და გაგაძლიეროს ღმერთმა სიკეთეში.ყველამ იცის ამ ბანდიტი მეუფეების ამბები.ხალხს რამეს გამოაპარებ?? მოვითხოვ საქართველოს ეკლესიაში მოხდეს გაწმენდა.გაიწმინდოს საქართველოს ეკლესია შავი ჭირისაგან და კიბოს მეტასტაზებისგან.მამათმავლებისგან.

  2. უღრმესი მადლობა, ბატონო დავით, სიმართლის მსახურებისთვის, სამშობლოს ერთგულებისთვის!

  3. ისე წასვლით რა დაშავდებოდა? ბართოლომეოსისთვის შეგვეგნებინებინა, რომ მართალი
    არ არის და მისი ვნებებისთვის ფარდა რომ აგვეხადა?

  4. Gana rusul eklesias ram kavshiri qonda protestantultan, rom kavshiric gauckvetia? Martlm.eklesiebs ar aqvt kavshiri sxva konfesiebtan,. An stambulis sapatriarqo ra aris, martla asrebobs aseti?

  5. ”დღესაც მტერმა პირველ რიგში ჩვენს ეკლესიას დაუმიზნა, შემოგზავნა სამღვდელოების რიგებში მართლმადიდებლობის მტრები, ცხვრის ქურქში გახვეული მგლები, რომელთაც დააკნინეს და თითქმის გაანადგურეს მართლმადიდებლური რწმენა. მტრის სადაზვერვო სამსახურების აგენტების ადგილი ეკლესიაში არ არის. ჩვენი ეკლესია უნდა განიწმინდოს მათგან, რათა ერი არ დაიღუპოს. აუცილებელია ახალი რუის-ურბნისი…\\\” ~
    ~ ზვიად გამსახურდია! ~

  6. ,,იმით,რაც პეტრემ თქვა პავლეზეო, პეტრეზე უფრო მეტი გავიგეო’.” სუფთა სინდისის ქონა დღეს დიდი ფუფუნებაა.. კალამს კი ყველა ნაძირალა ხმარობს დღეს სათავისოდ.

გაიარეთ ავტორიზაცია კომენტარის დასამატებლად: ზურა Cancel reply

Please enter your comment!
Please enter your name here