Home რუბრიკები ეკონომიკა ნიკოლაი სტარიკოვი კრიზი$ი: როგორ კეთდება?

ნიკოლაი სტარიკოვი კრიზი$ი: როგორ კეთდება?

889

ლენინმა, რომელსაც სძულდა ტროცკი და მასიუდუშკასეძახდა, მშვენივრად იცოდა, ვის ინტერესებს წარმოადგენდა ლევ დავითის ძე. ამხანაგ ლეიბ ბრონშტეინის მიმართ სიძულვილი ილიას ძეს წამში გაუქრა: ტროცკი და მისი მომხრეები 1917 წლის ივლისში შედიან ბოლშევიკურ პარტიაში. ვლადიმერ ილიას ძე კი არ ეწინააღმდეგება, პირიქითთანახმაა. ტროცკის გუნდიდან ბევრმა, როგორც კი ბოლშევიკები გახდნენ, დაუყოვნებლივ მიიღო საპასუხისმგებლო პოსტი. საიდან ჩამოვიდნენ რევოლუციის რაინდები რუსეთში? _ ეს ახალგაზრდები აშშიდან ჩამოვიდნენ.

ანტონოვ-ოვსეენკო, რომელმაც დროებითი მთავრობა დააპატიმრა, სწორედ ამ დასტიდან იყო.

ისევე, როგორც პეტერბურგის ხიდთან სპილენძში ჩამოსხმული მოისეი ვოლოდარსკი…

ისევე, როგორც პეტერბურგის ჩეკა-ს მეთაური ურიცკი, რომლის მკვლელობის “აღსანიშნავადაც” დაიწყება “წითელი ტერორი”…

ისინი ბოლშევიკები იყვნენ, მაგრამ პარტიაში წითელ ოქტომბრამდე სამი თვით ადრე გაწევრდნენ და დაუყოვნებლივ მიიღეს თავბრუდამხვევი თანამდებობები. მათ ჩამოსვლამდე აშშ-დან ბოლშევიკების პარტიაში სიცარიელე იყო? არ იყვნენ ღირსეული ადამიანები? თუ ეს თამამი ბიჭები, რომლებიც ასე წარმატებით შეერწყნენ ლენინელთა რიგებს, რაიმე მიზეზით რომ ვერ ჩამოსულიყვნენ რუსეთში, რევოლუცია არ მოხდებოდა?

კაპიტალისტური სამყაროს საქმოსნებსა და ცეცხლოვან რევოლუციონერებს შორის ახლო ურთიერთობის დაჯერება საკმაოდ რთულია. ერთი შეხედვით, ბურჟუების საქციელი ყველანაირ ლოგიკას მოკლებულია და კოლექტიურ თვითმკვლელობას ჰგავს: ბანკირები და მილიარდერები ზრდიან თავიანთმესაფლავეებს”, დიდსულოვნად აფინანსებენ ანტიკაპიტალისტურ პარტიებს. ეს ყველაფერი უცნაური მხოლოდ პირველი, ზედაპირული შეხედვით ჩანს. ლოგიკა არის და ლოგიკა რკინისებურია. ფინანსდება დივერსიული ანტიკაპიტალისტური (ანუ ანტისახელმწიფოებრივი!) ელემენტები კონკურენტ ქვეყნებში. სად იყო ყველაზე ძლიერი სოციალდემოკრატიული პარტიები? _ რუსეთსა და გერმანიაში. სად მოხდა რევოლუციები? _ რუსეთსა და გერმანიაში. ხოლო აშშში, დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთში მსგავსი არაფერი მომხდარა. რატომ? იმიტომ, რომ ათასი ჯურის სოციალისტებისთვის ამ ქვეყნებში ფულს არ გამოჰყოფდნენ. ხოლო ფული, და ამას ყველარევოლუციონერიანთავისუფლებისთვის მებრძოლიგეტყვით, ყველაზე საჭირო რევოლუციური ელემენტია, სწორედ ფული და არა იარაღი და ძირგამომთხრელი ლიტერატურა.

კონკურენტი ქვეყნების “მოწინავე” მოძრაობების სათავეში შემოწმებულ და სანდო ხალხს აყენებენ. რევოლუციონერთა სათავესთან კავშირი შენარჩუნებულია, პარტიები, თავიანთი ლიდერების მართვადობის წყალობით, მათ შემქმნელ უცხოურ დაზვერვასთან კავშირში არიან. როგორ მივაღწიოთ ამას? ძალიან მარტივად _ დაფინანსებით.

ეს ყველაფერი სიტყვებია, მხოლოდ სიტყვები, _ იტყვის კრიტიკოსი. სადაა ფაქტები? აი, ძვირფასო მკითხველო, ფაქტები, ცხოვრებისეული ისტორიები მუშათა და გლეხთა ახალგაზრდა სახელმწიფოს, სახელად სსრკ, ცხოვრებიდან, სადაც კაპიტალის ძალაუფლება დაამხეს…

ისტორია პირველი. ლენა გოლდფილდსისა და ამხანაგ ლენინის ფსევდონიმის შესახებ

გახსოვთ, რატომ დაიწყო ვლადიმერ ილიას ძე ულიანოვმა ფსევდონიმით “ლენინი” ხელის მოწერა? თუ დაგავიწყდათ, ჰკითხეთ ვინმეს. “ლენის დახვრეტის” პატივსაცემად, – მიიღებთ პასუხს. ეს 1912 წლის აპრილის მოვლენაა, როდესაც ჯარისკაცების რაზმმა მუშებს ცეცხლი გაუხსნა ციმბირის მდინარე ლენას ნაპირზე მდებარო ოქროს საბადოზე. შედეგად რამდენიმე ასეული ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა. ამ ისტორიამ იმდროინდელ რუსეთში უზარმაზარი რეზონანსი გამოიწვია. სათათბირო ხმაურობდა, წერდნენ გაზეთები, ემიგრანტი ლენინი გმობდა თვითმპყრობელობას. მოგვიანებით ეს ისტორია მეფის რუსეთის არაადამიანურობის მაგალითად შევიდა ისტორიის საბჭოთა სახელმძღვანელოებში, თუმცა არის რამდენიმე ნიუანსიც, რომელთა შესახებ ჩვენთვის არ უამბნიათ.

რატომ წარმოიშვა კონფლიქტი, რომელიც სისხლიანი მოვლენებით დასრულდა? მუშები იბრძოდნენ თავიანთი უფლებებისათვის და მოითხოვდნენ რვასაათიან სამუშაო დღეს, ხელფასის გაზრდას. ამ და სხვა სოციალური მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარმა გამოიწვია შეტაკება. არაადამიანური ექსპლუატაცია, ანტიეროვნული რეჟიმი, ჩამორჩენილი მეფის რუსეთი _ რამდენი განსაცვიფრებელი იარლიყი შეიძლება მივაკრათ ჩვენს ქვეყანას, თუ ზედაპირზე ვიმოძრავებთ და ღრმად არ ჩავხედავთ მოვლენებს. საქმე ის არის, რომ მეფის თვითმპყრობელობას და რუსეთს ამ ისტორიასთან უშუალო კავშირი არ ჰქონია. კაპიტალისტ-ექსპლუატატორები, რომლებიც მუშებს ბოლომდე წურავდნენ, უცხოელები იყვნენ. ლენის ოქროს მომპოვებელი სააქციო ამხანაგობა, რომელმაც უარი უთხრა მუშებს ხელფასის გაზრდაზე, ინგლისელებს ეკუთვნოდა. ლონდონში დარეგისტრირებული კომპანიალენა გოლდფილდსი” (Lენა Gოლდფიელდს ჩო., Lტდ) ფლობდა ოქროს საბადოების აქციათა საკონტროლო პაკეტს, რომლითაც მთელი რუსული ოქროს ერთ მესამედს მოიპოვებდა.

რუსეთისა და რუსების მიმართ დამოკიდებულების ორმაგი სტანდარტი, რომელსაც დღეს ვხედავთ, მეოცე საუკუნის დასაწყისშივე ანგლოსაქსთა ნორმა იყო. რუსული ხელისუფლების ჩამორჩენილობასა და ანტიჰუმანურობაზე მუდმივი ხაზგასმისას, ინგლისური გაზეთები არაფერს ამბობდნენ იმის შესახებ, რომ ყველაზე სისხლიანი და ყველაზე ცნობილი ეპიზოდი მუშების ბრძოლისა თავიანთი უფლებებისათვის სწორედ “ჰუმანური” და “დემოკრატიული” დიდი ბრიტანეთის წარმომდგენლების მონაწილეობით მოხდა. არა რუსმა, არამედ ბრიტანელმა “ბიზნესმენებმა” მიიყვანეს თავიანთი საწარმოს მუშები იმ მდგომარეობამდე, რომ მათი სტიქიური პროტესტი, გადამრავლებული რევოლუციონერთა წაქეზებაზე, ცეცხლსასროლი იარაღით დასამშვიდებელი გაუხდა ხელისუფლებას. შედეგად რუსი მუშების სისხლი რუსეთის ხელისუფლებას სამარცხვინო ლაქად დააჩნდა, ხოლო უცხოელი აქციონერები თეთრ ტანსაცმელში გამოწყობილი დარჩნენ.

ციმბირის ოქროს მოპოვების ისტორია არის მშვენიერი ილუსტრაცია არა მხოლოდ მუშათა არაადამიანური ექსპლუატაციის პრინციპებისა, არამედ “ფინანსური ბუშტების” გაბერვისაც. საზოგადოება “ლენზოლოტომ” ჯერ კიდევ 1905 წელს, როდესაც მომგებიანი საწარმო იყო, გამოუშვა აქციები, მაგრამ აქციონერებს არც ერთხელ არ გადაუხადეს დივიდენდები. აქციები, რომლებიც 750 რუბლი ღირდა, 1908 წლამდე ხან ძვირდებოდა, ხან იაფდებოდა: თუმცა არასოდეს ასცილებია ნომინალს (ანუ 750 რუბლს), მაგრამ როგორც კი ინგლისელებმა საბადოები ხელში ჩაიგდეს, საწარმოს აქციების ფასი მკვეთრად გაიზარდა. თანაც, ისევე, როგორც დღეს, საწარმოს საბირჟო შეფასების მკვეთრი აწევა არ არის დაკავშირებული მის რეალურ საქმიანობასთან.

1909 წელს აქციების ფასი 1850 რუბლამდე გაიზარდა. 1910 წელს კოტირებამ კოლოსალურ ციფრს – 6075 რუბლს მიაღწია. რატომ მოხდა ასე? ნუთუ ოქროს მოპოვება ათჯერ გაიზარდა? რა თქმა უნდა, არა; უბრალოდ, ინგლისელები, რომლებმაც საკონტროლო პაკეტი შეისყიდეს, თავიანთ ძირითად შემოსავალს აქციათა კურსის ზრდაში ხედავდნენ. ძვირფასი ლითონის მოპოვება არ გაზრდილა, მაგრამ მოხდა აქციათა ფასის საოცარი ზრდა, რომლის ძირითადი ინსტრუმენტიც იყო არა ის ფაქტი, რომ აქციონერებმა კარგი დივიდენდების მიღება დაიწყეს, ლენის აქციების ზღაპრული ზრდა საბირჟო მაქინაციების მთელი სისტემის დახმარებით გახდა შესაძლებელი: “მოუსყიდავი” ბულვარული და სოლიდური ბეჭდვითი საშუალებების, საბირჟო მაკლერების, საეჭვო ბანკების მონაწილეობით.

იმდროინდელი რუსეთისთვის ახალ ვირტუალურსაბირჟო სფეროში საკმაოდ რეალური დიდი ფულის გამომუშავებაში დახელოვნებული ბრიტანელი აქციონერები სულაც არ აპირებდნენ წარმოების განვითარებას. ამ კოლოსალურ ვირტუალურ თამაშში ხელფასის გაზრდისა და რვასაათიანი სამუშაო დღის მოთხოვნით გაფიცული მუშები სამწუხარო დაბრკოლებად აღიქმებოდნენ, რომელიც ზრდადი კვოტების სააღლუმო სვლას უშლიდა ხელს. ეს იგივეა, რომ თანამედროვე კომპიუტერული გეიმერი, რომელიც მასობრივად ხოცავს მონსტრებსა და მტრებს თავის ნოუთბუქში, რეალურ მტერზე გასამარჯვებლად სანგრის ამოსათხრელად გაუშვა. იგი უბრალოდ ვერ გაგიგებთ. ასევე არავინ აპირებდა ლენის მუშების მოსმენას: საბირჟო მოგების დაბრკოლება, ანუ ხალხი გაანადგურეს

ვლადიმერ ილიას ძე ულიანოვი საზღვარგარეთიდან წერდა: “ლენის დახვრეტა გახდა მასების რევოლუციური განწყობიდან მასების რევოლუციურ ამბოხებაზე გადასვლის საბაბი”. გავიდა კიდევ ხუთი წელიწადი და “მასების რევოლუციურმა ამბოხებამ” თვითონ ილიას ძის ხელმძღვანელობით მინისტრ-კაპიტალისტთა დროებითი ხელისუფლება დავიწყებას მისცა. ადამიანის მიერ ადამიანის ექსპლუატაციას ბოლო მოეღო: ბოლშევიკურმა ხელისფლებამ დროულად მოახდინა ქვეყნის ყველა საწარმოს ნაციონალიზაცია, მათ შორის, მდინარე ლენაზე არსებული ოქროს მაღაროებისაც.

თითქოს დამთავრდა ჩვენი ისტორია, მაგრამ სინამდვილეში იგი მხოლოდ იწყებოდა. სამოქალაქო ომის დამთავრებისთანავე, რომელშიც წითელი არმიის ჯარისკაცები სისხლს ექსპლუატატორებისგან თავის დასაღწევად ღვრიდნენ, ახალგაზრდა ხელისუფლებამ “ყვითელი ლითონის” მოპოვებისთვის ზრუნვა დაიწყო. 1925 წლის 14 ნოემბერს საბჭოთა ხელისუფლებამ გადასცა ლენის მაღაროების კონცესია. როგორ გგონიათ, ვის? იმავე კომპანიას _ “ლენა გოლდფილდსს”! ბრიტანულ საბანკო კონსორციუმს, რომელიც ფლობდალენა გოლდფილდსსდა დაკავშირებული იყო ამერიკულ საბანკო სახლკუნ ლეებთანდა უფლება ეძლეოდა, მოეპოვებინა ოქრო ოცდაათი წლის განმავლობაში. ბანკირთა კონგლომერატმა, რომელსაც ბევრი ისტორიკოსი ბრალს სდებდა ბოლშევიკური რევოლუციის დაფინანსებაში, რევოლუციური ხელისუფლებისგან ოქროს მოპოვების უფლება მიიღო.

საინტერესოა, არა?

ლენინის გარდაცვალებიდან ერთი წელიც არ იყო გასული, როცა პარტიაში ძალაუფლებისთვის ბრძოლა დაიწყო. გამარჯვების ყველაზე მეტი შანსი ტროცკის ჰქონდა, ყველაზე ავტორიტეტულ პარტიულ ლიდერს. ამ ბრძოლის მომავალი გამარჯვებული, სტალინი, ჯერ კიდევ ჩრდილში იყო. პარტიის გენერალური მდივნის პოსტის დაკავებისას მან ნელნელა, ნაბიჯნაბიჯ ჩაიგდო ხელში ძალაუფლება, მაგრამ 1925 წელს პირველი ვიოლინოს პარტიას ტროცკი ასრულებდა. კონცესიურისაქმეებიხელისუფლებაში სწორედ მის მიერ კეთდება. კონტრაქტილენა გოლდფილდსთანახალი ხელისუფლების ისტორიაში უმსხვილესია და აძლევს კომპანიას კარგ კომპენსაციას იმ დანაკარგებისთვის, რომლებიც მან რევოლუციის დროს განიცადა. მიღებული კონცესიის მოედანი უზარმაზარ ტერიტორიაზე, იაკუტიიდან ურალის ქედის აღმოსავლეთამდე, ვრცელდებოდა, ეკონომიკური ინტერესები კი საკმაოდ სცდებოდა ოქროს მოპოვებას: ესაა ვერცხლი, სპილენძი, ტყვია, რკინა. საბჭოთა ხელისუფლებასთან შეთანხმების მიხედვით, “ლენა გოლდფილდსსგადაეცა სამთო და მეტალურგიული საწარმოების მთელი კომპლექსი _ ქარხნები, საბადოები, მაღაროები.

რაც უფრო ღრმად სწავლობ ახალგაზრდა საბჭოთა რესპუბლიკაში ოქროს მოპოვების ისტორიას, მით უფრო დიდი ცინიკოსი ხდები. თურმე პროდუქციის განაწილების შესახებ შეთანხმებით, ეროვნული ხელისუფლების წილი მოპოვებულ ძვირფას ლითონში მხოლოდ 7% იყო. მთელი 7%! ხოლოლენა გოლდფილდსისწილი შეადგენდა, როგორც უკვე მიხვდით, “საცოდავ” 93%-.

მაშ, როგორ მომგებიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი საბჭოთა ხელისუფლებამ და, რაც მთავარია, რისთვის?! ნუთუ მთელ მსოფლიოში არ მოიძებნა სხვა არც ერთი საწარმო, რომელსაც ციმბირში ოქროს მოპოვება უნდოდა? ნუთუ ვერავინ შესთავაზა უფრო მომგებიანი პირობები? არავინ, რუსი მუშების სისხლში ამოთხვრილილენა გოლდფილდსისგარდა?

და ამის გაკეთება 93%-ზე ნაკლებად არაფრით შეეძლო?

რისთვის მოხდა სოციალისტური რევოლუცია, თუ იგივე ლონდონელი და ნიუიორკელი ბანკირები ეზიდებოდნენ რუსეთიდან რესურსებს?

სწორედ ამისთვის მოხდა. რუსეთში მონარქიის ლიკვიდაციის შემდეგ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება უფრო იოლი გახდა, ხოლო მოგება გაიზარდა. ჩვენ კი უკეთ გასაგებადლენოჩკასცხოვრებიდან კიდევ რამდენიმე ფაქტს დავამატებთ. ეს უცხოური კომპანია, ინგლისელ ჰერბერტ გუედალის მეთაურობით, საკმაოდ თავხედურად იქცეოდა სოციალისტურ სახელმწიფოში. კონცესიური შეთანხმების გაფორმებისას შეჰპირდაინვესტიციას”, მაგრამ მაღაროებისა და საწარმოს განვითარებაში ერთი რუბლიც კი არ ჩაუდვია. პირიქით, საქმე იქამდე მივიდა, რომლენა გოლდფილდსმამოითხოვა სახელმწიფო სუბსიდიები და ყველანაირად თავს არიდებდა გადასახდების გადახდას.

1929 წლამდე ვერავინ შეერკინა გათავხედებულ “ლენას”. ამ წელს სიტუაცია უეცრად შეიცვალა. მაღაროების მუშებმა გაფიცვათა მთელი რიგი გამართეს, ხოლო ჩეკისტებმა _ ჩხრეკათა წყება. შედეგად “ლენა გოლდფილდსს” კონცესია ჩამოერთვა.

რატომ შეიცვალა ამ კომპანიის მდგომარეობა სსრკ-ში სწორედ 1929 წელს?

1929 წლის 10 თებერვალს ლევ დავიდის ძე ტროცკი სსრკდან გააძევეს. და იმავე წლის დეკემბერშილენა გოლდფილდსიიძულებული შეიქნა, შეეწყვიტა საქმიანობა რუსეთში. ვიდრე ქვეყანაში, ერთი მხრივ, ტროცკის მეთაურობით ათწლეულების განმავლობაში საზღვარგარეთ მცხოვრებ რევოლუციონერებსა და, მეორე მხრივ, სტალინს შორის ძალაუფლებისთვის ბრძოლა მიმდინარეობდა, რუსეთის ოქროს 93% საზღვარგარეთ გაედინებოდა. 1930 წლიდან ოქროს მოპოვება ციმბირში უკვე სახელმწიფო კომპანიამ დაიწყო და მთელი მოგებაც ბუჯეტში წარიმართა. ამხანაგ ტროცკის საზღვარგარეთ განდევნისთანავე სტალინურმა ხელმძღვანელობამყველაზე მომგებიანშეთანხმებებზე დაიწყო მუშაობა, რომლებიც ყველაზე ეფექტიანი მენეჯერისა და ბოლშევიკური რევოლუციის საუკეთესო ორგანიზატორის მიერ იყო შემუშავებული. “საქმის გარჩევებისისტორია საოცრად გრძელი და რთული აღმოჩნდა. საბჭოთა მხარისთვის შეთანხმების აშკარად კაბალური პირობების მიუხედავად, ბურჟუების, უბრალოდ, სადმე გაგდება შეუძლებელი აღმოჩნდა. საერთაშორისო არბიტრაჟმა, რომელსაც ინგლისელებმა მიმართეს, სსრკლენა გოლდფილდსისსასარგებლოდ 12 მილიონ 965 ათასი გირვანქა სტერლინგის გადახდა დააკისრა, რომლიდანაც უშუალოდ ჩადებული კაპიტალი მხოლოდ 3,5 მილიონი იყო. დანარჩენ 9,5 მილიონ ფუნტ სტერლინგს მოგება შეადგენდა, რომელიც კომპანიას, თავისი გათვლებით, შეთანხმების მიხედვით გათვალისწინებულ 25 წელიწადში უნდა მიეღო.

ჰიპოთეტური მოგების კოლოსალური თანხა, რომელიც სსრკ-ს მოსთხოვეს, გვიჩვენებს, რომ ურთიერთობის რღვევამ “კრაზანების ბუდე” ააწრიალა. ამასთანავე, დასავლეთის ყველაზე გავლენიანი ძალების ნერვიულობის მთავარი მიზეზი ოქრო კი არ იყო, არამედ საბჭოთა კავშირიდან ტროცკის გაძევება, რაც პროლეტარული სახელმწიფოს თავის ნიუიორკელ და ლონდონელ ჭეშმარიტ “დამფუძნებლებთან” დაცილებას ნიშნავდა. ამ კულისებს შიგნითა ძალების სიძლიერე ისეთი იყო, რომ 1930-1931 წლებში აშშ-მა თავისთან საქონლის შეტანაზე შეზღუდვები დააწესა, ამგვარი დეკრეტი საფრანგეთში 1930 წელს შეიქმნა, ხოლო 1933 წელს დიდმა ბრიტანეთმა პრაქტიკულად ყველა საბჭოთა საექსპორტო პროდუქტზე ემბარგო დააწესა.

ეს ყველაფერი _ მხოლოდ ერთი კომპანიის გამო…

სტალინსაც კი არ შეეძლო, ანგარიში არ გაეწია ბანკირთა კლანის ძლიერებისთვის, რომელიც ადვილად მართავდა მსოფლიოს მოწინავე ქვეყნების პოლიტიკას მისთვის საჭირო მიმართულებით: 1935 წელს მოლაპარაკებათა სერიის შემდეგ სსრკმა განაცხადა, რომლენა გოლდფილდსსკომპენსაციას გადაუხდიან და მცირე ნაწილი კიდეც გადაინახა. 1940 წელს, ისარგებლა რა საერთაშორისო გარემოს ცვლილებით, როდესაც დასავლეთის მიერ გამოზრდილმა ჰიტლერმა ხელი ჰკრა თავის პატრონებს, მოსკოვმა შეთანხმება ბათილად სცნო. ამ ბნელი ისტორიას წერტილი კი… 1968 წელს დაესვა! მხოლოდ 38 წლის შემდეგ გადაწყვიტეს საბანკო წრეებმა, შერიგებოდნენ საბჭოთა კავშირს. რა თქმა უნდა, არა უფასოდ: 1940 წლიდან ბრიტანულ ბანკებში სსრკის შემადგენლობაში მყოფი ბალტიის რესპუბლიკების კუთვნილი ოქრო ინახებოდა. 28 წლის განმავლობაში იგი მოსკოვს სხვადასხვა მიზეზის გამო არ გადასცეს. 1968 წლის შეთანხმების მიხედვით, დაკმაყოფილდა დაუოკებელილენა გოლდფილდსისპრეტენზიები

ხოლო მსოფლიო პროლეტარიატის ბელადის ფსევდონიმთან ლენის დახვრეტას არანაირი კავშირი არ აქვს. ილიას ძემ ხელმოწერა “ლენინი” პირველად ჯერ კიდევ 1899 წლის ბოლოს, გადასახლებაში, ციმბირის სოფელ შუშენსკოეში გამოიყენა…

ცუდია, რომ საბჭოთა კავშირის დამფუძნებლის ბიოგრაფია კარგად არ არის შესწავლილი. დიდი შეცდომა იქნებოდა, გვეფიქრა, რომ კონტაქტები მათთან, ვინც დააფუძნა ფსს, ხოლო შემდეგ მსოფლიო ომებსა და უდიდეს რევოლუციებს გაუწია ორგანიზება, მხოლოდ ტროცკის ჰქონდა. ამხანაგი ლენინი, რომელიც, რა თქმა უნდა, არ გახლდათ გერმანელი ჯაშუში, ასევეთემაშიიყო.

და ამის დასამტკიცებლად _ ისტორია მეორე. “ოქროს” ორთქლმავლების შესახებ, ანუ როგორ აფარებდა ილიას ძე ხელს დავიდის ძეს.

1920-იანი წლების დასაწყისში, სამოქალაქო ომის დამთავრების შემდეგ, ლევ დავითის ძე ტროცკი რკინიგზის სახალხო კომისარიატს ჩაუდგა სათავეში. სწორედ მაშინ ამ უწყებამ კაპიტალისტური სამყაროს წარმომადგენლებთან გააფორმა შეთანხმება, რომელიც თავისი აბსურდულობითა და დაუჯერებლობით ძალიან ჰგავდა “ლენა გოლდფილდსთან” გაფორმებულ შეთანხმებას. საუბარია შვედეთში, ფირმა “ნიდკვისტ და ჰოლმის” ქარხანაში ორთქლმავლების მასობრივ შესყიდვაზე.

ამ შეკვეთაში ყველაფერი საინტერესოა. უწინარეს ყოვლისა, მისი მოცულობა _ 1000 ორთქლმავალი; მეორე, ფასი _ 200 მილიონი ოქროს რუბლი. არანაკლებ საინტერესოა სხვა დეტალებიც. შვედეთი სპილოების სამშობლო რომ არ არის, დიდი ხანია, ცნობილია, მაგრამ ის ფაქტი, რომ ეს ქვეყანა მსოფლიო ორთქლმავალმშენებლობის ფლაგმანი არაა, ბოლშევიკებს, რომლებმაც კონტრაქტს ხელი მოაწერეს, რატომღაც გამოეპარათ. შვედურ ფირმას წელიწადში 40 ორთქლმავალზე მეტი არასოდეს უწარმოებია, მაგრამ აქ მან გადაწყვიტა, ძალა მოეკრიბა და 1921 წლისთვის მთელი 50 ორთქლმავალი აეწყო! შემდეგ შეკვეთა თანაბრად ნაწილდებოდა 5 წელიწადზე: 1922 წელს მყიდველი ღებულობდა 200 ორთქლმავალს, ხოლო 1923-1925 წლებში – 250-ს ყოველწლიურად.

რატომ ცდილობდა უორთქლმავლოდ დარჩენილი საბჭოთა რუსეთი, ჯიუტად შეესყიდა ისინი სწორედ შვედურინიკდვისტ და ჰოლმსისკომპანიისგან, “ისტორიულ გამოცანადდარჩა. ასევე გაუგებარია, რატომ დათანხმდა საბჭოთა მხარე, დაეცადა ხუთი წელიწადი, იმის ნაცვლად, რომ საჭირო საქონელი სხვაგან შეესყიდა. ამასთანავე, ამხანაგ ტროცკის უწყებამკონტრაქტის უზამრაზარი თანხა წინასწარ გადაიხადა.

მაგრამ ეს რევოლუციური ეკონომიკის ყველა “სასწაული” როდია. უამრავი ფულის წინასწარ გადახდა საბჭოთა მხარემ რატომღაც არასაკმარისად ჩათვალა. ამიტომ შვედებმა მიიღეს ბოლშევიკებისგან არა მხოლოდ ავანსი 7 მილიონი შვედური კრონის სახით, არამედ დამატებით უპროცენტო ვალი 10 მილიონი კრონის სახით “მექანიკური საამქროსა და საქვაბის ასაშენებლად”.

შეთანხმების სქემა დაუჯერებელი იყო: ჯერ წითელი რუსეთი ფულს იხდის, შემდეგ შვედები აშენებენ ქარხანას, ხოლო შემდეგ უკვე აკეთებენ და აწვდიან ბოლშევიკებს ორთქლმავლებს.

შეთანხმებით, სესხი გადახდილად ჩაითვლებოდა ბოლო 500 ორთქლმავლის მიწოდების შემდეგ. თუ საბჭოთა მხარე შეკვეთას ორჯერ შეამცირებდა, შვედებს უშფოთველად შეეძლოთ, აღებული სესხი აღარ დაებრუნდებინათ. წარმოვიდგინოთ, რომ ორთქლმავლების მოწოდება ფერხდება შვედური მხარის გამო, შეთანხმების ტექსტში კი არ არის გათვალისწინებული, რომ ასეთ შემთხვევაში შეიძლება შეთანხმების გაუქმება შვედურ კომპანიასთან…

მაგრამ ეს ჯერ კიდევ ყველაფერი არაა. ორთქლმავლები შეუკვეთეს ომამდელ ფასებზე ორჯერ ძვირად და არა გაუფასურებულ ქაღალდის ფულში, არამედ ოქროს რუბლებში! საკმაოდ პიკანტური სურათი მივიღეთ: ფასები გაზრდილი, ფული გადახდილი, საქონელი კი როდის იქნება, გაუგებარია. ნებისმიერი საგადასახადო ინსპექტორი ან შემმოწმებელი კონტროლიორი, დაინახავდა თუ არა რაიმე მსგავსს, სიხარულით დაიწყებდა ხელების ფშვნეტას: საქმეს დიდი სკანდალისა და აფერის მხილებლისთვის სავარაუდო დაწინაურების სუნი უდის.

“ორთქლმავლების საქმის” უცნაურობების შესახებ 1922 წლის დასაწყისში საბჭოთა ჟურნალი “ეკონომისტი” წერდა. სტატიაში გამოიხატა გაოცება მართვის ასეთი უცნაური მეთოდის გამო. გარდა ამისა, მისი ავტორი ა.ნ. ფროლოვი ლოგიკურ კითხვას სვამდა: რატომ უნდა შევუკვეთოთ ორთქლმავლები მაინცდამაინც შვედეთში? არ სჯობს, რომ განვავითაროთ, უფრო სწორად კი, წინ წავწიოთ სამამულო წარმოება? იმავე პუტილოვის ქარხანაში ომამდე წელიწადში 250 ორთქლმავალს უშვებდნენ. რატომ არ უნდა მივცეთ კრედიტი მას? ამ დიდი ფულით ხომ შეიძლებოდა “წესრიგში მოგვეყვანა საკუთარი ორთქლმავალმშენებელი ქარხნები და საკუთარი მუშები გვეკვება”.

და მართლაც, პროლეტარული ხელისუფლების ინტერესებში უფრო საკუთარი წარმოების ამოქმედება და პროლეტარებისთვის ხელფასის მიღების საშუალება იყო, ვითომდა რის გამოც მოხდა სისხლისღვრა რუსეთში. ჯერ კიდევ 1923 წლის ბოლოსთვის ხომ რსფსრ-ში დაახლოებით მილიონი უმუშევარი იყო, ხოლო საბჭოთა ხელისუფლება, აშკარად საკუთარი თავის საზიანოდ, ყველანაირი ძალისხმევით ცდილობდა, გამოეკვება შვედი კაპიტალისტები და ხელი მოაწერა საოცრად სულელურ და კაბალურ შეთანხმებას.

რა რეაქცია ჰქონდა ვლადიმერ ლენინს ამ პუბლიკაციაზე, მომდევნო ნომერში წაიკითხავთ.

გაგრძელება იქნება

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here