Home რუბრიკები ისტორია ნიკოლაი სტარიკოვი კრიზი$ი: როგორ კეთდება?

ნიკოლაი სტარიკოვი კრიზი$ი: როგორ კეთდება?

1122

მსოფლიოს ეკონომიკაში, რომელიც კაპიტალისტურ პრინციპებზეა აწყობილი, მტკიცედ იყო დაცული სოციალისტური პრინციპი – ყველა ცხოვრობდა ისე, როგორც მუშაობდა. უშრომელი შემოსავალი, ანუ ის, რაც ოქროთი არ იყო უზრუნველყოფილი, ქვეყნებს არ ჰქონდა, და ასე გრძელდებოდა 1913 წლამდე, სანამ აშშ-მა თამამი და ჭეშმარიტად ეპოქალური აღმოჩენა არ გააკეთა. 

დიდი ხანია, ბანკირებმა იცოდნენ, რომ, თუ გაქვს ქაღალდის ფულის გამოშვების შესაძლებლობა, მაგრამ არ ხარ შებოჭილი მოთხოვნით, უზრუნველყო ისინი ოქროთი, შენი სიმდიდრე შეიძლება უსაზღვროდ გაზარდო. ხოლო უსაზღვრო სიმდიდრე ხელიხელჩაკიდებულია უსაზღვრო ძალაუფლებასთან. გამდიდრებისთვის ყოველთვის საჭიროა ძალაუფლება, ხოლო ძალაუფლების მოპოვებასა და შენარჩუნებას სჭირდება ფული. მსოფლიო სიმდიდრის მოსაპოვებლად საჭიროა მსოფლიო ძალაუფლება. ძალაუფლების შესანარჩუნებლად საჭიროა სახსრების ულევი წყარო.

ეს იდეა სულისშემძვრელი იყო. მისი განხორციელებისთვის სახელმწიფოს საკუთარი კონტროლისთვის უნდა დაექვემდებარებინა ემისია, ანუ ფულის გამოშვება. წარმატების მეორე პირობა იყო იმ ქვეყნების პოლიტიკური რუკიდან გაქრობა, რომლებსაც შეეძლოთ, ეჭვქვეშ დაეყენებინათ არაფრით უზრუნველყოფილი ფულის გამოშვება.

შეადარეთ ორი თარიღი:

1. 1913 წლის დეკემბერში აშშმა შექმნა ფედერალური სარეზერვო სისტემა (Federal Reserve Sistem) – კაცობრიობის ისტორიაში პირველი კერძო ფირმა, რომელმაც მიიღო ფულის ბეჭდვის უფლება;

2. 1914 წლის აგვისტოში დაიწყო პირველი მსოფლიო ომი.

მსოფლიო სასაკლაოს შედეგი გახდა ოთხი ყველაზე მსხვილი მსოფლიო მონარქიის გაქრობა, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი ჩავარდნენ ურთულეს ეკონომიკურ მდგომარეობაში, ხოლო მსოფლიო ეკონომიკამ გადაიტანა კრიზისი, რომლის მსგავსიც არასდროს გადაუტანია.

დამთხვევა? არა, შემთხვევითი აქ არაფერია.

აშშ-ის ფედერალური რეზერვის შექმნის პროცესი საკმაოდ საინტერესო იყო და დეტალურ განხილვას იმსახურებს. მონარქიულ სახელმწიფოებში მონეტის მოჭრა სახელმწიფო ხაზინის საქმე იყო და ყოველთვის ინარჩუნებდა სახელმწიფო სტატუსს. დემოკრატიულ ამერიკაში, როგორც ცნობილია, ძირითადი კანონი კონსტიტუციაა. გადავშალოთ და წავიკითხოთ: “კონგრესს აქვს უფლება ბეჭდოს მონეტები, არეგულიროს მათი და უცხოური მონეტების ფასი…” . ყველაფერი სწორია, ამერიკის შეერთებული შტატებში ძალაუფლება ეკუთვნის ხალხს, კონგრესი მათი წარმომადგენელია. სწორედ მას აქვს მონეტის მოჭრის უფლებამოსილება. ასე იყო აშშ-ში 1913 წლის დეკემბრამდე, როდესაც ხალხის რჩეულებმა დაამტკიცეს ეპოქალური აქტი ფედერალური რეზერვის შესახებ (The Federal Reserve Act, Mom The Act of December  23, 1913).

იმ დროიდან ამერიკაში მონეტებს კერძო კომპანია ბეჭდავს. ამ დასახელებაში სიტყვა “ფედერალურმა” არ უნდა დაგვაბნიოს. ეს ჩვეულებრივი მიმიკრიაა, მასში “ფედერალიზმი” იმდენივეა, რამდენიც კერძო საფოსტო სამსახურ “ფედერალ ექსპრესში” (Federal Express). აიღეთ ხელში დოლარი და დააკვირდით. ზემოთ მას აქვს წარწერა Federal Reserve Note, რაც ნიშნავს “ფედერალური რეზერვის ბანკნოტს”.

თქვენ წინაშეა არა აშშ-ის დოლარი, არამედ ფედერალური სარეზერვო სისტემის დოლარი!

წარწერა The United States of America, რომელიც ოდნავ ქვემოთ არის მოცემული, მხოლოდ გეოგრაფიულ მნიშვნელობას ატარებს, რომელიც მიგვითითებს, სად მდებარეობს ორგანიზაცია, რომელიც ბეჭდავს აღნიშნულ ბანკნოტს. ეს წარწერა არ ნიშნავს, რომ ხელში ამერიკის შეერთებული შტატების ფული გიჭირავთ. მეტიც, ფსს-ს შექმნამდე დოლარზე ზუსტადაც რომ იყო მითითებული, რომ ეს აშშ-ის ბანკნოტია, ინგლისურად United States Note. პირველად ქაღალდის დოლარები ასეთი წარწერით აშშ-ში სამოქალაქო ომის (1861-1865 წწ) დროს გამოუშვეს. სწორედ მაშინ გაჩნდა ამერიკული ვალუტის ცნობილი სლენგური დასახელებები “გრინები”, “ბაქსები” და “მწვანილი”. როგორც ცნობილია, დოლარი (იყო) მწვანე ფერისაა. განსაკუთრებით ბევრი “სიმწვანე” იყო მის მეორე მხარეზე, სადაც პრაქტიკულად არაა შავი შრიფტით გაკეთებული წარწერები და არაა სახელმწიფო მოღვაწის პორტრეტი. ქაღალდის დოლარებს greenbacks დაარქვეს, რაც ინგლისურიდან ითარგმნება, როგორც “მწვანე ზურგები”.

მაშ, რა არის ფსს? _ ფედერალური სარეზერვო სისტემა, ეს არის კერძო ბანკი, რომელსაც ფლობენ სხვა კერძო ბანკები. იგი უშვებს ფულს, რომელსაც ძველებურად ამერიკულ დოლარს უწოდებენ. ამერიკულ ვალუტაზე იყო წარწერა United States Note, ხოლო შემდეგ გაქრა, მაგრამ რადგანბაქსიმწვანე დარჩა, სხვაობა ვერავინ შეამჩნია. დღეს ჩვენ ხელთა გვაქვს მწვანე, სხვადასხვა ფერის ლაქების მქონე ქაღალდი და ვერც ვამჩნევთ, რომ მას არავითარი კავშირი არ აქვს აშშთან.

რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ 1913 წლიდან შეერთებულ შტატებში უხეშად ირღვევა ამ ქვეყნის კონსტიტუცია, რომლის თანახმადაცკონგრესს აქვს უფლება მოჭრას მონეტები”.

ცნობარებში ფედრეზერვის სხვა განმარტებასაც ნახავთ: “დამოუკიდებელი ფინანსური ორგანო, რომელიც ცენტრალური ბანკის ფუნქციების შესასრულებლად და აშშის კომერციული ბანკების სისტემის ცენტრალიზებული კონტროლის განსახორციელებლად არის შექმნილი”. თუ დავფქირდებით, მშრალ ტექსტშიც კი სიმართლე წერია, მაგრამ არავინ უფიქრდება წაკითხულს. სიტყვაზე ენდობიან, მიჩვეულნი არიან.

მოდი, დავფიქრდეთ.

დამოუკიდებელი, ანუ არასახელმწიფო სტრუქტურა ახორციელებს კონტროლს აშშ-ის ფინანსურ სისტემაზე.

რისგან შედგება ფინანსური სისტემა?

კომერციული ბანკებისგან, აშშ-ში სახელმწიფო ბანკები არ არის, ანუ ფსს აკონტროლებს კომერციული ბანკების საქმიანობას.

ვინ შექმნა ფსს?

იგი შექმნა 12 ფედერალურმა სარეზერვო ბანკმა.

ვინ ჩამოაყალიბა ეს ფედერალური სარეზერვო ბანკები, სახელმწიფომ?

არა, აშშში არ არის სახელმწიფო ბანკები, ყველა კერძოა. ფედერალური სარეზერვო სისტემის დამფუძნებლები არიან ჩვეულებრივი კომერციული ბანკები, რომლებიც ტერიტორიული ნიშნის მიხედვით არიან დაჯგუფებული.

ვინ აკონტოლებს ფსს? კომერციული ბანკები?

დიახ. ფსს ხომმათი შექმნილია!

გამოდის, რომ ფედერალური სარეზერვო სისტემა აკონტროლებსთავის თავს.

იქნებ გვეშლება? შევამოწმოთ საკუთარი თავი: ჩავიხედოთ ამერიკის სატელეფონო ცნობარში “ყვითელი ფურცლები”. იქ შევძლებთ, ვიპოვოთ ფსს-სა და მის შემადგენლობაში არსებული ფედერალური სარეზერვო ბანკების კოორდინატები, არა ცისფერ ფურცლებზე, სადაც დაბეჭდილია სახელმწიფო ორგანიზაციების ტელეფონების ნომრები, არამედ თეთრზე, სადაც კერძო კომპანიებია წარმოდგენილი. სწორედ საფოსტო კომპანია “ფედერალ ექსპრესის” გვერდით. მაგრამ რომელი ამერიკელი ან უცხოელი აქცევს ამას ყურადღებას? ვინ რეკავს ფედრეზერვში? ვინ მიდის იქ მითითებულ მისამართებზე? ამ გლობალურ ტყუილს ვერ ამჩნევენ ჩვენი თანამემამულეებიც. საინფორმაციო სააგენტოების ცნობებში ხომ აშშის ფინანსთა მინისტრი მოხსენიებული იქნება ფსს თავმჯდომარეთან ერთად და ისინი ერთად ისაუბრებენ უმნიშვნელოვანეს თემებზე

როდესაც ჩვეულებრივი ხალხი უყურებს ტელევიზორს, კითხულობს გაზეთს, იქექება ინტერნეტში, ტყუილის ამოცნობა შეუძლებელია. ყველაფერი კეთილშობილურად გამოიყურება, მაგრამ სიურპრიზები ამით არ მთავრდება. თითქოს სამყოფი არ იყო, რომ ფედერალური სარეზერვო სისტემა სულაც არაა “ფედერალური”, ის “სარეზერვოც” არაა. ფსს-ს არანაირი რეზერვი არ აქვს _ არც ოქროსი, არც სავალუტო, არც ვერცხლის. არანაირი. არ არის არაფერი _ მხოლოდ ოფისები, მდივნები და კომპიუტერები. მაგრამ ფსს-ს აქვს მთავარი _ დოლარის გამოშვების მონოპოლიური უფლება. თუ თქვენს ხელთაა “საბეჭდი მანქანა”, არანირი ფასეულობები მართლაც არ გჭირდებათ. თქვენ შეძლებთ დაბეჭდოთ ფული და ყველაფერი აუცილებელი მის სანაცვლოდ მიიღოთ. ფედერალურ სარეზერვო სისტემას აქვს ასეთი საბეჭდი მანქანა. მაკონტროლებელ ფუნქციებსაც იგი ასრულებს. იგი პროკურორიცაა, მოსამართლეც და ადვოკატიც. დამეთანხმებით, რომ ეს ძალიან მოსახერხებელია. გამოდის, რომ არასახელმწიფო სტრუქტურას შეუძლია განახორციელოს კონტროლი აშშ-ის, იმ ქვეყნის ფინანსურ სისტემაზე, რომელიც დომინანტ როლს თამაშობს მსოფლიოში. ანუ, ფსს აკონტროლებს არა მხოლოდ აშშ-ის, არამედ, პლანეტის ფინანსურ ცხოვრებას.

მაგრამ ნუთუ ფსს მთლიანად განცალკევებულია სახელმწიფოსგან? _ დიახ, როგორც ეკლესია საბჭოთა რუსეთში. თუ თქვენ აიღებთ ფსს-ის თავმჯდომარის _ ალან გრინსპენის დაწერილ წიგნს, ზუსტად ამასვე წაიკითხავთ: “ფედერალური სარეზერვო სისტემა ფორმალურად არაა დამოკიდებული თეთრ სახლზე”. საიდუმლო ისაა, რომ ფსს არა მხოლო ფორმალურად, არამედ არაფორმალურადაც არაა დამოკიდებული აშშ-ის ხელისუფლებაზე! თუმცა მოჩვენებითი წესიერება დაცულია. ამაში დარწმუნება რთული არაა. საკმარისია შევხედოთ, როგორ ხორციელდება ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელების როტაცია. ერთი შეხედვით, ყველაფერი ღირსეულადაა. ფსს-ის ხელმძღვანელი საბჭო, შვიდი წევრის შემადგენლობით ინიშნება აშშ-ის პრეზიდენტის მიერ აშშ-ის კონგრესის დასტურის შემდეგ. თითქოს სახელმწიფო მონაწილეობს ამ პროცესში, მაგრამ ზუსტად რომ “თითქოს”. თურმე, პრეზიდენტი კი ამტკიცებს ფსს-ს მმართველობით საბჭოში შემავალ შვიდ წევრს, მაგრამ არ აქვს უფლება, გასცეს ფსს-სთვის რაღაც ბრძანება ან შეცვალოს ეს მმართველები. კანონით ხომ ფედერალური სარეზერვო სისტემა დამოუკიდებელია!

არჩევნებში ბარაკ ობამას გამარჯვების შემდეგ გვესმოდა დილის ეთერის წამყვანების ხმა რუსეთის მთავარი ლიბერალური რადიოს ეთერში. სერიოზულ თემებზე საუბრისას ამ ახალგაზრდებმა პირველკლასელი ბავშვის ცოდნის დონე გვიჩვენეს. შეგნება ნაკლები აქვთ. სამაგიეროდ, გაზვიადება, ქედმაღლობა და, რაც ყველაზე სამწუხაროა, საკუთარი ქვეყნის მიმართ ზიზღი _ მოჭარბებულად. მაშ ასე, თეთრი სახლის გუნდის ცვლილებაზე ბჭობისას, მათ სერიოზულად ისაუბრეს ფედერალური სარეზერვო სისტემის დირექტორის შეცვლაზე ახალი პრეზიდენტის მიერ. და მივიდნენ დასკვნამდე, რომ მას, ანუ ბენ ბერნანკეს, გამარჯვებული ბარაკ ობამა არ შეცვლის. თურმე კრიზისის დროს ცხენს არავინ ცვლის. არადა, აშშ-ის მიერ ჩამოყალიბებული პოლიტიკური სისტემის ლოგიკა ხომ პირიქით უნდა მოქმედებდეს. ოთხ წელიწადში ერთხელ ტარდება არჩევნები, მიუხედავად არსებული პრობლემებისა ეკონომიკაში. თუ ფინანსური კრიზისის დროს არ უნდა შევცვალოთ ხელმძღვანელები, რომლებიც ფინანსებზე, ანუ თავად ამ კრიზისზე არიან პასუხისმგებელნი, მაშ, რისთვის ტარდება ეს არჩევნები? ჩვენი ვაიჟურნალისტების ლოგიკის მიხედვით, უნდა გადავდოთ და მივცეთ უფლება ჯორჯ ბუშს, დაალაგოს ეკონომიკა. და უკვე შემდეგ, ხუთ წელიწადში, უნდა ჩატარდეს კენჭისყრა. გასაგებია, რომ ასე არავინ იქცევა, რადგანაც აშშ-ის კონსტიტუციაში წერია ოთხ წელიწადში ერთხელ, 4 ნოემბერს, ეს ნიშნავს, რომ ასე უნდა იყოს.

ჩაივლის არჩევნები, მოვა ახალი პრეზიდენტი და იცვლება მისი გუნდი, რომელიც მართავს ქვეყანას: არა მხოლოდ ვიცეპრეზიდენტი და სახელმწიფო მდივანი. ეს დაახლოებით ხუთი ათასი ადამიანია, რომლებიც მსახურობენ საჯარო სამსახურში. ახალი სახეები არა მხოლოდ პირველ როლებზე მოდიან, არამედ მეორეზეც და მეათეზეც. არ იცვლება მხოლოდ…. ფსს თავმჯდომარე.

რატომ? იმიტომ რომ აშშის პრეზიდენტს არ შეუძლია მისი დანიშვნა, ისევე, როგორც არ შეუძლია მისი დათხოვნა, ანუ ფორმალურად ფსს თავმჯდომარის დანიშვნას ხელს აწერს იგი, სინამდვილეში კი გადაწყვეტილებას იღებენ სრულიად სხვაგან. ჩვენმა ჟურნალისტებმა ეს არ იციან და ამიტომ აგებენ უაზრო ვარაუდებს. აშშ-ის მეთაურს რომ შეეძლოს ფედრეზერვის ხელმძღვანელის შეცვლა, იგი ამას აუცილებლად გააკეთებდა. სხვანაირად აბსურდი გამოდის: მოვიდა დემოკრატიული პარტიის გუნდი ყველა პოსტზე, ხოლო საკვანძო ფინანსური პოსტი დაკავებული აქვს იგივე ადამიანს, რომელიც ერთგულად ემსახურებოდა რესპუბლიკელებს. სწორედ ამ კურსის წინააღმდეგ გამოდიოდა ბარაკ ობამა, რის წყალობითაც მან ამომრჩეველთა ხმები მიიღო!

ამ სიტყვების სამართლიანობაში დარწმუნება იოლია. საკმარისია ფსს–ის ყოფილი თავმჯდომარის, ალან გრინსპენის კარიერას დავაკვირდეთ. ეს პატივცემული ბატონი ფედრეზერვის სათავეში მთელი ცხრამეტი წელი იდგა: 1987 წლიდან 2006 წლამდე. ამ პოსტზე იგი ფედრეზერვის მმართველთა საბჭოს წევრებმა აირჩიეს, რომლებიც პრეზიდენტის მიერ ინიშნებიან… თოთხმეტი წლის ვადით. რამდენია აშშ-ში საპრეზიდენტო ვადა? _ ოთხი წელიწადი. ჰკითხეთ საკუთარ თავს, როგორ შეიძლება ოთხი წლის ვადით არჩეულმა ადამიანმა აკონტროლოს სხვა, რომელიც არჩეულია თოთხმეტი წლის ვადით? _ არანაირად. “ფაქტობრივად, _ წერს ამის შესახებ თავად ალან გრინსპენი, _ მათი თანამდებობა ნაკლებად განსხვავდება სამუდამოსგან”.

ფსს-ის სტრუქტურა ძალიან ჩახლართულია და ეს განზრახაა გაკეთებული. რათა ჩვეულებრივმა ადამიანმა ხელი ჩაიქნიოს და არ დაიწყოს დეტალებში ქექვა. ხალხი, რომელიც ირჩევს ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელს, ინიშნება 14 წლით. ხოლო ფსს-ის თავმჯდომარე, მოადგილე ინიშნებიან, ისევე, როგორც აშშ-ის პრეზიდენი – 4 წლით. თითქოს ლოგიკა გასაგებია: პრეზიდენტს, წასვლისას თან მიჰყავს თავისი გუნდი და, მათ შორის, ფედრეზერვის თავმჯდომარეც. მაგრამ პრაქტიკაში ყველაფერი სხვაგვარადაა. ალან გრინსპენი უცვლელად ხელმძღვანელობდა ფსს-ს 19 წლის განმავლობაში. იქნებ, მმართველი პარტია არ შეცვლილა? იქნებ, ესაა ფედრეზერვის თავმჯდომარის შეუცვლელობის მიზეზი?

არა, პარტიები იცვლებოდა. ალან გრინსპენი ხელმძღვანელობდა ფსს:

* პრეზიდენტრესპუბლიკელ რონალდ რეიგანის დროს;

* პრეზიდენტრესპუბლიკელ ჯორჯ ბუშ უფროსის დროს;

* პრეზიდენტდემოკრატ ბილ კლინტონის დროს;

* პრეზიდენტრესპუბლიკელ ჯორჯ ბუშ უმცროსის დროს.

ყოველი ახალი პრეზიდენტი ხელახლა ნიშნავდა მას აშშ-ის უმაღლეს ფინანსურ თანამდებობაზე და ასე გრძელდებოდა, სანამ გრინსპენი არ გავიდა პენსიაზე.

პიროვნული თავისებურებანი? არა, იმავეს ვადევნებდით თვალს უფრო ადრეულ პერიოდში: 1979 წელს პრეზიდენტმა დემოკრატმა ჯიმი კარტერმა ფსს-ს თავმჯდომარის პოსტზე პოლ ვოლკერი დანიშნა. “როგორც შემდგომში გაირკვა, თავმჯდომარის პოსტზე ვოლკერის დანიშვნამდე კარტერმა საერთოდ არ იცოდა ამ ადამიანის არსებობა. თავმჯდომარის პოსტზე ვოლკერის კანდიდატურა დევიდ როკფელერმა და უოლ-სტრიტის ბანკირმა რობერტ რუსამ წარადგინეს, რომლებმაც დაარწმუნეს პრეზიდენტი, რომ სწორედ ვოლკერს ძალუძს ფინანსურ სამყაროში არსებული შფოთის ტალღის ჩახშობა”.

ჯიმი კარტერი ძალიან სათუთად აწარმოებს გადაადგილებებს თავის ხელისუფლებაში. და “მეგობრების რჩევით” ნიშნავს საკვანძო პოსტზე ადამიანს, რომლის შესახებ საერთოდ არაფერი იცის!

მაგრამ, აი, პრეზიდენტი ხდება რონალდ რეიგანი. იგი რესპუბლიკელია. კარტერის გუნდი მიდის. ყველა, ერთის გარდა… პოლ ვოლკერის გარდა, რომელიც განაგრძობს მუშაობას. იქნებ, უპარტიოა და სწორედ ეს აძლევს მას საშუალებას, დარჩეს, მიუხედავად ამერიკული სახელმწიფოს საჭესთან მდგომი პარტიის შეცვლისა? არა, ვოლკერი დემოკრატიული პარტიის წევრია. მაგრამ რესპუბლიკელი რონალდ რეიგანი მას არ ცვლის, არამედ პირიქით _ კვლავ ნიშნავს პოლ ვოლკერს ფედრეზერვის სათავეში 1983 წელს, როდესაც კარტერის მიერ მისი დანიშვნის ვადა ამოიწურა. ასე უხელმძღვანელებს პოლ ვოლკერი ფსს-ს 1987 წლამდე, ვიდრე ამ უმნიშვნელოვანეს პოსტზე მას ალან გრინსპენი არ შეცვლის.

მაგრამ, იცით, რა არის ამ ყველაფერში ყველაზე საინტერესო? 2008 წლის 26 აგვისტოს ბარაკ ობამა გამოვიდა წინადადებით, შექმნილიყო ეკონომიკის აღდგენის საკონსულტაციო საბჭო (The President’s Economic Recovery Advisory Board). აშშის პრეზიდენტთან არსებული ეს სათათბირო ორგანო უნდა შედგეს არასამთავრობო ექსპერტებისგან. კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი ბარაკ ობამამ შესთავაზაფსსის ყოფილ თავმჯდომარეს პოლ ვოლკერს.

ესეც ასე, ვინ ელის კიდევ გადამწყვეტ ცვლილებებს ბარაკ ობამასგან?

ფედერალური სარეზერვო სისტემის გადაწყვეტილებებს ვერ შეცვლის აშშის ხელისუფლება. არც აშშის ხაზინა, არც რომელიმე სხვა სახელმწიფო ორგანო, არამედ ფედერალური სარეზერვო სისტემა უშვებს დოლარებს, უფრო სწორად, ასესხებს მათ ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებას.

ფედრეზერვი სახელმწიფოს ფულს აძლევს ხელისუფლების მიერ გამოშვებული ობლიგაციების სანაცვლოდ. შემდეგ, როცა აშშ აკრეფს გადასახადებს საწარმოებისა და მოქალაქეებისაგან, უბრუნებს ფსს-ს ვალს პროცენტებით, სახელისუფლებო ფასიანი ქაღალდები ხომ მფლობელს პროცენტის გარანტიას აძლევს. საინტერესო მომენტია. ყველამ იცის, რომ სახელმწიფო ამერიკის შეერთებული შტატები უშვებს ფასიან ქაღალდებს, და არავინ კითხულობს _ რატომ არ უშვებს ეს სახელმწიფო იმავე თანხის ფულს? ამ უცნაურობას ჯერ კიდევ ელექტრობის გამომგონებელი თომას ედისონი აღნიშნავდა: “აბსურდული იქნებოდა იმის მტკიცება, რომ ჩვენს ქვეყანას შეუძლია 30 მილიონი დოლარის ობლიგაციის გამოშვება, მაგრამ არ შეუძლია დაბეჭდოს 30 მილიონი დოლარის ბანკნოტი. ორივე ფინანსური ინსტრუმენტი საგადასახადო ვალდებულებაა, მაგრამ პირველი მევახშეებისთვისაა მომგებიანი, მეორე კი ხალხს ეხმარება”.

ფულით სპეკულირება შეუძლებელია, მას არ აქვს ნომინალური და საკურსო ღირებულება, ხოლო ობლიგაციებით შეიძლება და საჭიროცაა სპეკულირება: ობლიგაციების, აქციებისა და სხვა ფინანსური ქაღალდების ფასი მუდმივად იცვლება ფულის ღირებულებისგან განსხვავებით. ამიტომაა, რომ აშშისა და მთელი მსოფლიოს ფინანსური სისტემა ასე ჰგავს საგიჟეთს

ფსს არის ამერიკის მთავრობის ყველაზე მსხვილი კრედიტორი. სამყარო ისეა მოწყობილი, რომ მსესხებელი თავისი კრედიტორის “მიერ შეკვეთილ მუსიკას უკრავს”. უცნაურია? ეს უცნაურობა თქვენთვის გასაგები გახდება, თუ დარწმუნდებით, რომ აშშ-ის პრეზიდენტის მმართველობა მხოლოდ ქაღალდზე არსებობს. ხოლო რეალური ძალაუფლება მას სულაც არ ეკუთვნის, ამიტომ ფსს-ის თავმჯდომარე მოდის თოთხმეტი წლის ვადით და, როგორც გინდა, შეიცვალონ პარტიები ვაშინგტონში, მხოლოდ ბუნებრივმა მიზეზებმა შეიძლება ხელი შეუშალოს მას, გამოიყენოს თავისი ვადა ბოლომდე.

არ გჯერათ? შეამოწმეთ!

აშშ-ის ისტორიაში როდის შეიცვალა ფსს-ს თავმჯდომარე გამარჯვებული პრეზიდენტის მიერ?

ფედერალური სარეზერვო სისტემი შექმნის ისტორია დეტექტივს წააგავს. რატომ უნდა ეთქვა ამერიკულ სახელმწიფოს დოლარების გამოშვებაზე უარი, როდესაც წარმატებით აკეთებდა ამას თითქმის 150 წლის მანძილზე? დოლარი ყოველთვის ძალიან კარგი ვალუტა იყო. ამ შემთხვევაში პოლიგრაფიული შესრულების ხარისხს არ ვგულისხმობ. გაიხსენეთ მარკ ტვენის, ჯეკ ლონდონის რომანები. ასი დოლარი მაშინ დიდი ფული იყო. მყარი და ძვირი იყო მეოცე საუკუნემდე ფრანკიც, მარკაც, გირვანქა სტერლინგიც. მაგრამ მიუხედავად ამისა, პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე ერთი დოლარი ორი სრულწონიანი სამეფო რუბლი ღირდა. ანუ, ამ რთულ საკითხს ვაშინგტონში აგვარებდნენ, თანაც კარგად. დიდხანს სწავლობდნენ. საკუთარი ფულის გამოჩენამდე აშშ-ში ესპანურ, ინგლისურ და ფრანგულ ფულს იყენებდნენ. 1785 წელს ამერიკის კონგრესმა მიიღო დადგენილება დოლარის ფულადი ერთეულის სახით შემოღების შესახებ. 1792 წელს ფილადელფიაში ზარაფხანა დაარსდა და 1793 წელს პირველი ამერიკული დოლარები გაჩნდა.

რისთვის მისცეს ემისია კერძო კომპანიას? დაუსვით საკუთარ თავს ეს შეკითხვა. 121 წლის მანძილზე ამერიკელები წარმატებით ასრულებდნენ თავიანთ საფინანსო მოვალეობას და უცებ ეს უმნიშვნელოვანესი უფლება სხვას გადააბარეს. რატომ? ნუთუ სახელმწიფოს არ შეუძლია თავად ბეჭოს ფული? თუ ასეთი ელემენტარული რამის გაკეთება არ შეუძლია, რისი მაქნისია ასეთი სახელმწიფო საერთოდ?

“…ჩვენ გვიბრძანეს დაგვევიწყებინა გვარები და არ გვესადილა ერთად წასვლის წინა დღეს. ჩვენ უნდა მივსულიყავით დათქმულ დროს რკინიგზის სადგურზე ჰუძონის სანაპიროსთან ნიუ-ჯერსიში, უნდა მივსულიყავით სათითაოდ და რაც შეიძლება შეუმჩნევლად. სადგურთან ჩვენ დაგველოდებოდა სენატორ ოლდრიჩის პირადი ავტომობილი, რომელიც მიმაგრებული იყო სამხრეთის მატარებლის ბოლო ვაგონზე.

როდესაც ამ ავტომობილს მივუახლოვდი, ფარდები ჩამოფარებული იყო და მხოლოდ ყვითელი შუქის მკრთალი ნათება ავლენდა ფანჯრებს. როცა შიგნით აღმოვჩნდით, ჩვენ მივდიეთ გვარებზე დადებულ ტაბუს და ერთმანეთს მივმართავდით სახელებით – “ბენი”, “პაული”, “ნელსონი” და “ეიბი”. ჩვენ გადავწყვიტეთ მეტი კონსპირაციისთვის მიგვემართა და უარი ვთქვით საკუთარ სახელებზე”.

რა არის ეს? კონსპირირებულ მზვერავთა შეხვედრის აღწერა? მაფიის უმაღლესი წევრების შეკრება? არა, ამგვარი სიტყვებით ერთ-ერთი მონაწილე აღწერს საიდუმლო თათბირს, რომელზეც მიღებულ იქნა საბოლოო გადაწყვეტილება ფედერალური სარეზერვო სისტემის შექმნის შესახებ. იგი 1910 წელს ატლანტის ოკეანეში პატარა კუნძულ ჯეკილზე გაიმართა. კონსპირაციის ყველა წესის დაცვით, ბანკირები მიდიოდნენ კუნძულზე, მალავდნენ თავიანთ სახელებსა და გვარებს. ჩამოსვლის შემდეგ შენიღბვა უფრო ძლიერდებოდა.

ამ თათბირზე, რომელიც დღეს Jekell Island Club Hotel-ის სახელით ცნობილი სასტუმროს ერთ-ერთ აკონფერენციო დარბაზში მიმდინარეობდა, სენატორმა ნელსონ ოლდრიჩმა შეიტანა წინადადება, რომ შეერთებულ შტატებში შექმნილიყო კერძო ცენტრალური ბანკი სახელწოდებით “ფედერალური სარეზერვო სისტემა”. საბაბი საკმაოდ კეთილშობილური მოიფიქრეს. ამერიკის სენატს აუხსნეს, რომ აუცილებელია ორგანო, რომელიც პროფესიულად შეებრძოლება ფინანსურ არასტაბილურობას. აქედან გამომდინარე, ჯერ სწორედ ეს არასტაბილურობა უნდა შექმნილიყო… და იგი შექმნეს.

გაგრძელება იქნება

1 COMMENT

  1. აი, ეს არის გლობალიზმის სათავე! აი, ესარის ომების და ხალხთა გაუბედურების მიზეზი!
    რომელ დემოკრატიაზეა საუბარი? პლუტოკრატია მართავს მსოფლიოს. ეს არი ყველაზე დიდი სიყალბე და აფიორა. და მას იარაღით იცავენ, მათ შორის ატომურითაც(გაიხსენეთ
    ხიროსიმა).

  2. კაცობრიობისათვის თავს დამტყდარი თითქმის ყველა უბედურების სათავე მევახშეობა და ფულით ფულის მულტიპლიცირების \\\”ხელოვნებაა\\\” ამაზე მინიშნება ქრისტემაც დაგვიტოვა სახარებაში; ყველას გახსოვთ ალბათ ეპიზოდი, პასექის დღესასწაულის წინადღეს, თუ როგორ გამოიყენა იესო ქრისტემ მისთვის უჩვეულო ფიზიკური ძალადობა ტაძარში მყოფი მოვაჭრეებისა და განსაკუთრებით სატაძრო ნახევარშეკელიანი მონეტების გადამცვლელთა მიმართ, რომელთაც ჯერ კიდევ მაშინ ქონდათ შექმნილი დღევანდელი მძარცველური საფინანსო საკრედიტო სისტემისა და კერენსი ბოარდის მსგავსი მინი მოდელი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here