Home რუბრიკები პოლიტიკა გია ხუხაშვილი: ჩვენ ისევ გავდივართ აქტიური ანტირუსული კოალიციის წინა ხაზზე

გია ხუხაშვილი: ჩვენ ისევ გავდივართ აქტიური ანტირუსული კოალიციის წინა ხაზზე

545

2012 წლის არჩევნების წინ ქართველი ამომრჩევლის შეკვეთა პოლიტიკური ასპარეზიდან “ნაცმოძრაობის” გაქრობა იყო.

ეს მშვენივრად ესმოდათ ამერიკელებს და ამიტომაც არ დაუშვეს არჩევნების გაყალბების გზითნაცებისმესამედ მოსვლა ხელისუფლებაში, მაგრამ მოიყვანეს ისეთი ძალა, რომელმაც თვალი დახუჭანაცმოძრაობისდანაშაულებზე. რა იყო ეს _ ქართველი ამომრჩევლის წინასწარ ჩაფიქრებული გაცუცურაკება თუქართული ოცნებისუგუნურება? “საქართველო და მსოფლიოსექსპერტი გია ხუხაშვილი ესაუბრება.

_ ვფიქრობ, ამომრჩევლის წინასწარ ჩაფიქრებული გაცუცურაკების არანაირი გეგმა არ არსებობდა. ის, რომ “ნაცმოძრაობა” კიდევ სულდგმულობს, “ქართული ოცნების” უგუნურებისა და არასწორი პოლიტიკის შედეგია. “ქართული ოცნება” ისე რომ მოქცეულიყო, როგორც ეკადრება ხელისუფლებას, “ნაცმოძრაობა” დღეს გაცილებით უარეს მდგომარეობაში იქნებოდა.

_ ფაქტობრივად, პოლიტიკურ სასაფლაოზე მყოფი, 3-პროცენტიანი რეიტინგის მქონე რესპუბლიკური პარტიის გაცოცხლება დაოცნებასთანჩაბმა არ იყო საკამათო საკითხი? ქართველი საზოგადოების ოცნება ნამდვილად არ ყოფილა რესპუბლიკელების წამყვან ძალად გადაქცევა და თინა ხიდაშელის თავდაცვის მინისტრად დანიშვნა

_ გეთანხმებით, რესპუბლიკური პარტია ხალხს გულზე არ ეხატება. რაც შეეხება თინას გამინისტრებას, ეს არ იყო მხოლოდ საგარეო-პოლიტიკური დაზღვევისკენ გადადგმული ტაქტიკური ნაბიჯი, ამას ჰქონდა საშინაო პოლიტიკური დატვირთვაც, მაგალითად, ნეიტრალიზება ალასანიასი, როგორც მზარდი პოლიტიკური ერთეულის. ალასანიას გზავნილი იყო შემდეგი: ხელისუფლება ღალატობს საგარეო-პოლიტიკურ კურსს! თინას დანიშვნით კი ალასანიას ეს საგარეო პლატფორმა გამოეცალა, სხვა პლატფორმა კი არ აქვს, ანუ მოხდა ალასანიას ჯგუფის განეიტრალება. თინას დანიშვნით, აგრეთვე, მოხდა რესპუბლიკელების მიერ კოალიციის დატოვების პრევენცია. არადა, ეს რისკი მაღალი იყო. რადგან პასუხიმგებლობა “ოცნებასთან” ერთად გაინაწილა, რესპუბლიკური პარტიაც ძალაუფლების ორგანული ნაწილი გახდა. ერთი სიტყვით, ოცნებამრამდენიმე ტაქტიკური ამოცანა გადაწყვიტა, თუმცა გრძელვადიანი პოლიტიკის თვალსაზრისით ძალიან სახიფათო ნაბიჯი გადადგა რესპუბლიკური პარტიის სტატუსიდან გამომდინარე. ამ პარტიის სახალხო ლეგიტიმაცია არის ნულოვანი და მისი წინა პლანზე წამოწევა კოალიციას პრობლემას შეუქმნის საარჩევნოდ.

_ ხიდაშელის გამინისტრებამდე ამერიკის ელჩიყავაზეესტუმრა ივანიშვილსკი, მაგრამ ასეთი რა თაფლი სცხია ხიდაშელს, რომ ამერიკამ მასზე გააკეთა არჩევანი?

_ ის, რომ ხიდაშელის დანიშვნა უკავშირდება ამერიკელების გავლენას ქართულ პოლიტიკაზე, ძალიან ცუდია და, სხვათა შორის, პირველ რიგში, იმავე აშშ-ისთვის, რადგან ქართველებს არ უყვართ ვიღაცის მარიონეტად ყოფნა. აშშ-ის მიმართ ასეთი პროტესტი აქვს მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობას _ იგი არსად უყვართ, რადგან დამპყრობელი ქვეყანაა. ასეთი აღქმა არსებობს, მაგრამ არ ვთვლი, რომ ვასალი ქვეყანა ვართ, ხელისუფლებაშიც კი სხვადასხვა მოსაზრებებია ამ თემაზე. ჩვენ უნდა გვქონდეს საკუთარი დღის წესრიგი, ისე არ უნდა მოვიქცეთ, როგორც იქცევა ზოგიერთი პოლიტიკოსი, რომლებისთვისაც შინაარსი კი არ არის მთავარი და აშშ-თან ურთიერთობების რაციონალური მხარე, არამედ სიმბოლოები. სიმბოლოებით კი ქვეყანა ვერ იცხოვრებს. თუ ჩვენ არ გვექნა ზუსტი პლატფორმა და გეგმა, არაფერი გამოვა.

_ და გვაქვს კი, რეალურად, ზუსტი პლატფორმა და გეგმა? ევროკავშირის რიგის სამიტიდან რა მიიღო საქართველომ, მოლოდინი, რომელიც არსებობდა გამართლდა?

_ სიმართლე გითხრათ, არსებული გლობალური პოლიტიკიდან გამომდინარე, ამაზე მეტის მოლოდინი გადაჭარბებული იქნებოდა. და რაოდენ პარადოქსულიც უნდა იყოს, ნეგატიურ ფონს ქმნის ის მცდარი კონცეფცია, რომლის მიხედვითაც ჩვენ განვიხილებით უკრაინასთან ტანდემში. გლობალური რისკებიდან გამომდინარე, უკრაინის სტატუსი შეიცვალა. დღეს უკრაინა პრობლემაა დასავლური სამყაროსთვის. ასე რომ, შეცდომა იყო ჩვენი ჩაბმა უკრაინის მატარებელზე, რომელიც ჯერჯერობით უფსკრულისკენ მიექანება. ჩვენ გვჭირდება დისტანცირება უკრაინისგან და ეს აუცილებელია. ჩვენ ავცდით იმ საგარეო-პოლიტიკურ კონცეფციას, რომელსაც რბილი წინსვლა გულისხმობდა. თინა ხიდაშელის დანიშვნა თუ სხვა გადაადგილებები ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ისევ გადავდივართ აქტიური ანტირუსული კოალიციის წინა ხაზზე, რაც სახიფათოა იმიტომ, რომ იცვლება ვითარება მსოფლიოში. ვნახეთ ჯონ კერის ვიზიტი სოჭში, ნურლანდის ვიზიტი და რევერანსები მოსკოვში, ანუ ამ ყველაფერს ყურადღებით უნდა ვადევნოთ თვალი, ამერიკარუსეთის ვაჭრობაში დახლზე დადებული დასახურდავებელი საქონლის როლში რომ არ აღმოვჩნდეთ. პოლიტიკოსებსაც სჭირდებათ ყოველდღიური გააზრება იმ რისკებისა, რომლები გლობალურ პოლიტიკაში არსებობს.

_ ენდიაის მონაცემებითაც კი, საზოგადოების მოთხოვნა რუსეთთან ურთიერთობის დალაგებაა და არა ხისტი საგარეო პოლიტიკის წარმოება

_ ჩვენ უნდა შევძლოთ სიტუაციის საღად შეფასება გლობალური პოლიტიკის კონტექსტში _ რა არის რეალური და რა _ არა, რა სარგებელი შეიძლება მივიღოთ და რა საფრთხეების წინაშე შეიძლება აღმოვჩნდეთ. ადამიანები სვამენ კითხვებს და პასუხს ვერ იღებენ, კითხვასაც კი _ რატომ ნატო? ხელისუფლება შეურაცხყოფად აღიქვამს და აგრესიულად გიპირისპირდება. ეს უნდა გააცნობიერონ იმ ადამიანებმა, რომლებიც ამბობენ, რომ ეს რწმენის საკითხია და ყველა ქართული პრობლემის პანაცეა არის ნატო. ახლა უკვე აღიარეს, რომ მაპზე უკეთესი არ მიგვიღია, ესეც საქმეა (იღიმის). რუსეთთან კეთილმეზობლურ და აქტიურ ურთიერთობაზე, სამწუხაროდ, ოკუპირებული ტერიტორიების გამო ვერ ვიფიქრებთ, მაგრამ ეკონომიკური ინტეგრაციული პროცესები და კულტურული ექსპანსია, რომელიც ქართველებისთვის ყოველთვის დამახასიათებელი იყო, უნდა განვავითაროთ და, საბოლოო ჯამში, ამ ყველაფრით შეიძლება იმის მიღწევა, რომ რუსეთმა ხელი არ შეგვიშალოს ჩვენი ქვეყნის გამთლიანების პროცესში. ჩვენი ამოცანა ის კი არ არის, რომ ვიძახოთ, მოსკოვშია გასაღები ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის, არა, შემუშავებული უნდა გვქონდეს ურთიერთობის პოლიტიკა ჩვენს მოქალაქეებთან ცხინვალსა თუ სოხუმში, მათთან საერთო ენის გამონახვის გეგმა უნდა გვქონდეს და პარალელურად ვიმუშაოთ იმაზე, რომ რუსეთმა ცუდ შემთხვევაში ხელი არ შეგვიშალოს და კარგ შემთხვევაში _ ხელი შეუწყოს გამთლიანების პროცესს. სხვათა შორის, ეს დღეს გადაუჭრელი ამოცანა არ არის. არ მგონია, რუსეთს სურდეს მეორე ფრონტის გახსნა უკრაინის შემდეგ და, თუ ზომიერებას შევინარჩუნებთ, შეიძლება გარკვეული კონსტრუქციულობაც კი გამოამჟღავნოს. დიახ, ამას მივაღწევთ, თუ თავს დავანებებთ პოლიტიკას, ვინ უფრო ხმამაღლა შეაგინებს პუტინს. ამ საკითხზე ხელისუფლებაში აზრი გაყოფილია. სხვადასხვა დაჯგუფება სხვადასხვანაირად ხედავს ამ ყველაფერს. ერთიანი პლატფორმა არ არის, მეტსაც გეტყვით, ბოლო თვეების განმავლობაში ვითარება მეტად გაუარესდა. ჩვენ, ერთი მხრივ, დავნიშნეთ თინა ხიდაშელი თავდაცვის მინისტრად, რითაც დავუბრუნდით მიშას ტონს რუსეთის მიმართ; მეორე მხრივ, “ოცნებაში” არიან ძალები, რომლებიც კრიტიკულად არიან ამ პოლიტიკისადმი განწყობილნი და რუსეთთან დაბალანსებულ პოლიტიკას უჭერენ მხარს. მერწმუნეთ, მხოლოდ ბატონი გოგი თოფაძე არ ფიქრობს რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებაზე. ის, უბრალოდ, ხმამაღლა ამბობს სათქმელს.

_ რამდენიმე თვის წინათ ჩვენს გაზეთთან ინტერვიუში განაცხადეთ, გაზაფხულზე მთავრობის ნდობის დაყენების საკითხი გარდაუვალი გახდებაო, ასეც მოხდა, ახლა როგორ განვითარდება მოვლენები?

_ არ ვფიქრობ, რომ რესპუბლიკელებს ძალაუფლების კიდევ უფრო დიდი წილი დაუთმონ, რადგან, როდესაც დისონანსი რეალურ პოლიტიკურ წონასა და ძალაუფლების წილს შორის კრიტიკულ ზღვარს სცდება, შეიძლება, სერიოზული რყევები მივიღოთ. დავით უსუფაშვილი საკმაოდ ჭკვიანია იმისთვის, რომ არ გადაამლაშოს. შეიძლება კიდევ ერთი რომელიმე უმნიშვნელო პორტფელი მოითხოვონ, მაგრამ არა _ სტრატეგიული. აქვე თინას მოადგილეებზეც ვიტყვი ერთ-ორ ფრაზას, მათი შერჩევა ჩემთვის ცოტა უცნაური იყო. მე არ ვარ მაღალი აზრის თინას მენეჯერულ შესაძლებლობებზე, მას, უბრალოდ, სჭირდებოდა ერთგული ადამიანები… ერთი მოადგილე მაინც ხომ უნდა დაენიშნა ისეთი, რომ გვეთქვა, აი, დარგის პროფესიონალი მოიყვანაო. მაგრამ, პროფესიონალის ნაცვლად, მიიყვანა ანა დოლიძე, რომელიც პაციფისტური წრიდან არის _ იარაღთან მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება აქვს. მოკლედ, თუ ხელისუფლებამ შემოდგომამდე მმართველობის სისტემის რეორგანიზაცია არ დაასრულა, მთავრობის რეორგანიზება აღარ იქნება საკმარისი და უფრო მაღალი დონის რისკები გაჩნდება, რომელთა გადალახვაც გაუჭირდება, ანუ მთლიანად ხელისუფლების საკითხი დადგება სასწორზე. მათ ბევრი დრო არ აქვთ, მინისტრთა კაბინეტის სრული რეორგანიზაცია უნდა მოხდეს _ ეს არ არის პროგნოზი, ეს ობიექტური აუცილებლობაა.

ესაუბრა ქეთი ხომერიკი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here