Home სხვადასხვა ყველაზე ყველაზე ცნობილი პოეტები და მწერლები, რომლებიც ციხეში ისხდნენ თავიანთი მოღვაწეობის გამო

ცნობილი პოეტები და მწერლები, რომლებიც ციხეში ისხდნენ თავიანთი მოღვაწეობის გამო

875
თევდორე დოსტოევსკი

1937 წლის მარტში ლექსისთვისპოეტის სიკვდილიდააპატიმრეს მიხეილ ლერმონტოვი. გასული საუკუნეები ცენზურული კანონებითა და უკანონობით ხასიათდებოდა და ლიტერატორების დაპატიმრება იშვიათი არ ყოფილა.

 

მიხეილ ლერმონტოვი ოსკარ უაილდი

ოსკარ უაილდი

ირლანდიელი მწერალი ესთეტიზმის ერთ-ერთ ცნობილ დრამატურგად და მოდერნიზმის გამორჩეულ შემოქმედად ითვლება. ის 1895 წელს დაადანაშაულეს სოდომიაში და გაასამართლეს. იმხანად ბრიტანეთში მსგავსი ქმედება სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლებოდა. უაილდი დამნაშავედ ცნეს და 2-წლიანი კატორღა მიუსაჯეს. მწერალი სასჯელს ბერკშირის საგრაფოს ციხეში იხდიდა. მოგვიანებით მის ნაწარმოებებში გაჩნდა პატარა ქალაქი რედინგი. ციხეში ყოფნა მისთვის ძალიან მძიმე იყო _ ჯერ დედის სიკვდილის შესახებ შეიტყო, შემდეგ _ ოჯახის ემიგაციაზე. მწერალს მეგობრებმა ზურგი შეაქციეს, თაყვანისმცემლებმა დაივიწყეს.

1887 წელს სწორედ ციხეში დაწერა ოსკარ უაილდმა თავისი წერილი-აღიარება De Profundis-ი. ციხიდან გამოსვლის შემდეგ კი _ “რედინგის ციხის ბალადა”.

მაიაკოვსკის საკანი
მაიაკოვსკის საკანი

ვლადიმერ მაიაკოვსკი

ვლადიმერ მაიაკოვსკი

საქართველოში (ბაღდათში) დაბადებული რუსი პოეტი ორჯერ იყო ნასამართლევი: პირველად, როცა 15 წლის იყო. იატაკქვეშა ტიპოგრაფიისთვის 8 წლით კატორღა ემუქრებოდა, მაგრამ მცირეწლოვანი იყო და ასე სასტიკად არ დასაჯეს. აი ანარქისტ-ექსპროპრიატორებთან კავშირის გამო კი 11 თვე მარტოდმარტო გაატარა ციხის საკანში. მოგვიანებით მაიაკოვსკი თავის პატიმრობაზე წერდა: “ჩემთვის უმნიშვნელოვანესი დრო. თეორიისა და პრაქტიკის სამი წლის შემდეგ ბელეტრისტიკას შევეჭიდე. წავიკითხე ყველაფერი _ ახალი სიმბოლისტები: ბელი, ბალმონტი”.

თევდორე დოსტოევსკი

თევდორე დოსტოევსკი

რუსული ლიტერატურის კლასიკოსმა 4 წელიწადი გაატარა ომსკის ციხეში. მწერალი 1849 წელს დააპატიმრეს პეტრაშევსკის საიდუმლო ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით. ახალგაზრდების ჯგუფი ოცნებობდა საზოგადოების ლიბერალიზაციაზე. დამწყები სოციალისტები ცდილობდნენ, ყურადღება მიეპყროთ და მივიდნენ მწერალთან. ამბოხების მოწყობის იდეისთვის სასამართლომ მწერალს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა, მაგრამ ბოლო მომენტში ეს განაჩენი კატორღით შეუცვალა.

სასჯელის მოხდის შემდეგ დოსტოევსკიმ დაწერა “ჩანაწერები მკვდარი სახლიდან” _ ერთ-ერთი პირველი ნაწარმოები, რომელიც მსოფლიო კლასიკად იქცა.

ციხე, სადაც ო. ჰენრი იჯდა
ციხე, სადაც ო. ჰენრი იჯდა

ო. ჰენრი

. ჰენრი

შესანიშნავი ამერიკელი მწერლის ნამდვილი სახელია უილიამ სიდნი პორტერი. ის გარკვეული დროის განმავლობაში მოლარე-ბუღალტრად მუშაობდა ტეხასის ერთ-ერთ პატარა ქალაქში, მაგრამ კარიერა წარუმატებელი აღმოჩნდა: ფულის გაფლანგვაში დაადანაშაულეს და იძულებული შეიქნა, ჰონდურასში გაქცეულიყო, იქიდან _ სამხრეთ ამერიკაში. კარგა ხნის ხეტიალის შემდეგ ო. ჰენრი ამერიკაში დაბრუნდა, მაგრამ მყისვე ოჰაიოს შტატის ქალაქ კოლუმბუსის ციხეში ამოყო თავი.

მწერალმა იქ 2 წელიწადი გაატარა და 14 მოთხრობა დაწერა სხვადასხვა ფსევდონიმით.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here