Home სხვადასხვა ყველაზე ყველაზე ყველაზე კურიოზული და სახიფათო ეპიზოდები პოლიტიკოსების ცხოვრებიდან: მკვლელი კრენდელებიდან არწივ ძია სემამდე

ყველაზე კურიოზული და სახიფათო ეპიზოდები პოლიტიკოსების ცხოვრებიდან: მკვლელი კრენდელებიდან არწივ ძია სემამდე

8884
დონალდ ტრამპი და არწივი “ძია სემი”

დონალდ ტრამპი და არწივიძია სემი

დონალდ ტრამპი და არწივი “ძია სემი”

აშშ-ის ამჟამინდელ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ბოლო კურიოზი პრეზიდენტობის კანდიდატობისას შეემთხვა. ჟურნალ “თაიმისთვის” ფოტოების გადასაღებად ტრამპის ოფისში მიიყვანეს არწივი სახელად “ძია სემი”, მაგრამ მალე გაირკვა, რომ ფრინველს არ ეპიტნავებოდა ქვეყნის მომავალი პრეზიდენტი. მან ჯერ ქოჩორზე გაჰკრა ფრთა ტრამპს და აუწეწა, შემდეგ კი შეეცადა, გაწვდილ ხელზე ჩაენისკარტებინა. ყველაფრის მიუხედავად, ორივე _ მომავალი პრეზიდენტიცა და ონავარი არწივიც _ მაინც მოხვდა “თაიმის” ყდაზე.

ჟირინოვსკი და კომბოსტო

ჟირინოვსკი და კომბოსტო

2013 წლის 30 იანვარს კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინელმა სტუდენტმა გოგონა ტატიანა ლიხოდეევამ რუსეთის ფედერალური საკრებულოს წევრ ვლადიმერ ჟირინოვსკის დამწნილებული კომბოსტო ესროლა სიტყვებით: “უკრაინოფობო! დიდება უკრაინას!”. ჟირინოვსკიმ ამ გამოხდომის გამო თავისი დაცვის წევრები გამოლანძღა და დიდხანს წუწუნებდა, _ ძვირად ღირებული კოსტიუმი გამიფუჭდაო.

შეინ რეტენბერი და კენგურუ

შეინ რეტენბერი და კენგურუ

შეინ რეტენბერი და კენგურუ

ავსტრალიის პარლამენტის წევრი შეინ რეტენბერი დილაობით რეგულარულად დარბის. 2013 წელს ერთ-ერთი ასეთი გარბენისას ის პირისპირ შეეჯახა 1 მ და 50 სმ სიმაღლის კენგურუს, რომელმაც პოლიტიკოსი მიწაზე დაანარცხა და მძლავრი თათებით იმდენი ურტყა, რომ სხეული დაუზიანა.

დაზარალებული საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც სასწრაფო სამედიცინო დახმარება გაუწიეს. ტრავმირებული პოლიტიკოსი იძულებული შეიქნა, გარკვეული დროით უარი ეთქვა დილაობით სირბილზე. საინტერესოა, რომ პარლამენტში მისული რეტენბერის კოლეგებმა, უწინარესად, კენგურუს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ჰკითხეს. “ნუ ღელავთ, ყველაფერი რიგზე აქვს, “ბრძოლის” შემდეგ ის სიხარულისგან ხტუნავდა”, _ უპასუხა შეინ რეტენბერიმ კოლეგებს.

მუხიკა და კირშნერი

მუხიკა და კირშნერი

მუხიკა და კირშნერი

ურუგვაის პრეზიდენტმა ხოსე მუხიკამ პრესკონფერენციის დაწყების წინ თავის ერთ-ერთ თანამშრომელთან პირად საუბარში არგენტინის იმჟამინდელი პრეზიდენტი კრისტინა კირშნერი ბებერ კუდიანს შეადარა: “ეს ბებერი კუდიანი უფრო უარესია, ვიდრე ის, ელამი (მის ქმარზე თქვა)”.

რონალდ რეიგანი და რადიოეთერი

რონალდ რეიგანი და რადიოეთერი

1984 წლის 11 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა თავისი ერთ-ერთი სკანდალური ფრაზა წარმოთქვა. ეს მოხდა ერისადმი რადიომიმართვისას. რეიგანმა, რომელმაც არ იცოდა, რომ პირდაპირ ეთერში იყო, გადაწყვიტა, ეხუმრა და ყველას გასაგონად განაცხადა: “ძვირფასო ამერიკელებო, მოხარული ვარ, გაუწყოთ, რომ ახლახან ხელი მოვაწერე კანონს რუსეთის უკანონოდ გამოცხადების შესახებ სამუდამოდ. დაბომბვა დაიწყება 5 წუთის შემდეგ”.

სარკოზი და ნეთანიაჰუ

სარკოზი და ნეთანიაჰუ

2011 წლის ნოემბერში საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ არჩევნების წინ ძალიან გაიფუჭა რეპუტაცია. “დიდი ოცეულის” სამიტის ორგანიზატორების შეცდომის გამო ჟურნალისტებმა სინქრონული თარგმანის აპარატების მეშვეობით მოისმინეს სარკოზისა და ბარაკ ობამას საუბარი გაეროსა და იუნესკოს წევრად პალესტინის დასახელების თაობაზე. სარკოზიმ ნეთანიაჰუს მატყუარა უწოდა და თქვა, რომ ვერ იტანს ისრაელის პრემიერს. ობამას პასუხი მთარგმნელის ინტერპრეტაციით დაახლოებით ასეთი იყო: “შენ ის ყელში ამოგივიდა, მე კი იძულებული ვარ, მასთან ყოველდღე მქონდეს საქმე”.

ჯო ბაიდენი და მაკაკები

ჯო ბაიდენი და მაკაკები

აშშ-ის ყოფილი ვიცეპრეზიდენტის, ჯო ბაიდენის, პოლიტიკური ხაზი ცხოველთა სამყაროშიც იწვევდა ნეგატიურ რეაქციას. 2013 წელს ინდოეთში ჩასულ ბაიდენს თავს დაესხნენ მაკაკები. ინდოეთის განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერ მაჰათმა განდის მემორიალთან მისულ ჯო ბაიდენს ცოლსა და შვილიშვილთან ფოტოს გადაღება სურდა. ზუსტად ამ მომენტში მას მაკაკებმა მანგოს ნაყოფები დაუშინეს და ფოტოსესია კინაღამ ჩაშალეს.

ნიუტ გინგრიჩი და პინგვინი

ნიუტ გინგრიჩი და პინგვინი

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი სენტ-ლუისში ჩავიდა და გადაწყვიტა, ადგილობრივ ზოოპარკს სწვეოდა პინგვინების სანახავად. გინგრიჩი, ზოოპარკის ადმინისტრაციის ნებართვით, პინგვინების ვოლიერში შევიდა. უცებ ერთ-ერთი პინგვინი გაიქცა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატისკენ და, სანამ ის რეაგირებას მოასწრებდა, ხელზე ჩაუნისკარტა.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here