Home ახალი ამბები მსოფლიო ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციამ არ იცის, საიდან გაჩნდა “ნოვიჩოკი”

ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციამ არ იცის, საიდან გაჩნდა “ნოვიჩოკი”

1114
ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციამ არ იცის, საიდან გაჩნდა “ნოვიჩოკი”

ჰააგაში გამართულ რიგგარეშე სხდომაზე, რომელზეც ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციამ სკრიპალების მოწამვლის კვლევის შედეგები წარადგინა, ექსპერტებმა აღიარეს, რომ ვერ დაადგინეს მომწამვლავი ნივთიერების წარმოებისა ადგილი. ბრიტანეთის წარმომადგენლობა კი კვლავ ჯიუტად იმეორებს, რომ რუსეთმა უნდაგამოაქვეყნოს ქიმიური იარაღის პროგრამა”, _ იუწყება Euronews.

ლონდონის აზრით, ამ მოწამვლის უკან რუსეთი დგას.

პიტერ უილსონი, დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაში: “ვფიქრობ, რომ რუსეთმა უნდა გაასაჯაროოს ქიმიური იარაღის წარმოების თავისი პროგრამა. ასევე, აუცილებელია, გავაკეთოთ ყველაფერი, რათა ნათელი მოვფინოთ სოლსბერიში მომხდარ ფაქტს. გასაკვირია, რომ რუსეთი კვლავ უამრავ მცდარ ინფორმაციას გვაწვდის”.

ჰააგაში გამართულ სხდომაზე რუსეთის ვერსიაც მოისმინეს. როგორც მოსალოდნელი იყო, რუსეთი აბსოლუტურად საწინააღმდეგოს ამტკიცებს.

ალექსანდრე შულგინი, რუსეთის წარმომადგენელი იმავე ორგანიზაციაში: “ყველაფერი, რასაც ჩვენი ბრიტანელი კოლეგები ყვებიან, ტყუილებისგან შეკოწიწებული მონათხრობია”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here