Home ახალი ამბები მსოფლიო რისთვის სჭირდება პენტაგონს “ანაკონდას ბიოლოგიური მარყუჟი”?

რისთვის სჭირდება პენტაგონს “ანაკონდას ბიოლოგიური მარყუჟი”?

1199
ატომური იარაღი

ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში აშშის თავდაცვის სამინისტროს მიერ დაარსებული ბიოლაბორატორიების შესახებ ორი მყარი მოსაზრება არსებობს.

პირველი: საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შეერთებული შტატები (უწინარესად, პენტაგონი) შეშფოთებულია პათოგენების შენახვის პირობებით და არ გამორიცხავს ბიოლოგიურ თავდასხმას ამერიკაზე. გლობალურ ამერიკულ პროექტს მიზნად აქვს დასახული, მინიმუმამდე შეამციროს ეს მუქარა. ამიტომაც ახარჯავენ ათობით და ასობით მილიონ დოლარს სომხეთის, აზერბაიჯანის, ყირგიზეთის, ყაზახეთის, საქართველოს, უზბეკეთის, მოლდოვისა და უკრაინის ლაბორატორიებს.

ამასთანავე, არავის სურს, ახსნას, როგორ შეძლებს, მაგალითად, სომხეთი ან უზბეკეთი ბიოლოგიური შეტევის განხორციელებას აშშ-ის წინააღმდეგ, ან რატომ არის ეს ლაბორატორიები განლაგებული მაინცდამაინც დიდი ქალაქების მეზობლად, რომლებიც მოსახლეობის დიდი სიმჭიდროვით არის გამორჩეული?! განა გაცილებით ლოგიკური არ იქნებოდა ასეთი ლაბორატორიების აშენება უდაბურ ადგილებში, თუკი არსებობს პათოგენების გაჟონვის მინიმალური საშიშროება?! ამას გარდა, ამერიკის სამხედრო უწყების მონაწილეობა პროექტში “თოვლის მუქარა” სამართლიანად აჩენს ეჭვს, რომ რეფერენს-ლაბორატორიების საქმიანობას შეიძლება ორმაგი მიზანი ჰქონდეს.

სწორედ ეს არის მეორე მოსაზრება: პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებში ამერიკული ბიოლოგიური პროგრამების არსებობა არის ბაქტერიოლოგიური (ბიოლოგიური) და ტოკსიკური იარაღის დამუშავების, წარმოებისა და მარაგის დაგროვების აკრძალვისა და მათი განადგურების 1972 წლის კონვენციისთვის გვერდის ავლის საშუალება.

“პენტაგონს ამჟამად გაშლილი აქვს რეფრენს-ლაბორატორიების შექმნის დიდი პროგრამა”, _ ამბობს სამხედრო ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის საკითხებში _ იგორ ნიკულინი.

უბზეკეთში პირველი რეფრენს-ლაბორატორია გაიხსნა ტაშკენტში 2007 წელს; 2011 წელს _ კიდევ ორი ანდიჟანსა და ფერგანაში; 2016 წელს _ ურგენჩში (ხორეზმის რეგიონული დიაგნოსტიკური ლაბორატორია). ყველა შეიქმნა ომის საშიშროების შემცირების სააგენტოს სახსრებით, რომელიც აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფია. ლაბორატორიების ქსელი უზბეკეთში გაცილებით ფართოა, ბიოლაბორატორიები არის ბუხარასა და სურხანდარიაში, ყარაკალპაკეთში, სამარყანდისა და ტაშკენტის ოლქებში. მაგრამ მათ შესახებ ცოტა რამაა ცნობილი, მათი საქმიანობა საზოგადოებისთვის დაფარულია.

2011 წლის აგვისტოში ტაშკენტის ოლქში მოულოდნელად იფეთქა უცნობმა დაავადებამ, რომელიც სიმპტომატურად ძალიან ჰგავდა ქოლერას. ექიმები სიტუაციის შეფასებას თავს არიდებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ 31 აგვისტოს დღე-ღამის განმავლობაში პატარა ქალაქ იანგიულის საავადმყოფოში 70 დაავადებული მოხვდა. “ზოგიერთი პაციენტი ისე მძიმე მდგომარეობაში იყო, რომ წნევის მკვეთრი ვარდნის გამო სუნთქვა არ შეეძლო. ექიმები ყველაფერს აკეთებდნენ, რაზეც ხელი მიუწვდებოდათ და რაც იცოდნენ, ამ ურთულესი მდგომარეობიდან მათ გამოსაყვანად”, _ ყვებოდნენ მედიკოსები ანონიმად დარჩენის პირობით. ამ ლოკალური ეპიდემიის შესახებ ინფორმაციის გაცემა მკვეთრად იყო შეზღუდული.

2012 წელს უბზეკეთს ახალი დაავადება მოედო, რომელმაც ერთდროულად 10 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მაშინ უბზეკეთის მეთაურის ქალიშვილი გულნარა ქარიმოვა მედიცინის მაღალმოხელეებს უმოქმედობის გამო საყვედურობდა _ ისინი პრაქტიკულად არ ეძებდნენ უცნობი დაავადების წარმომშობ მიზეზებს, ვირუსებს, რომლებმაც ადამიანები იმსხვერპლეს.

2017 წელს ტაშკენტში დაიწყო “სუვ-ჩეჩაკის” (ყვავილის) ეპიდემია, მაგრამ საავადმყოფოებში ექიმები სხვა დიაგნოზს მიუთითებდნენ _ “ალერგიული დერმატიტი”, რათა დაემალათ იმ დაავადების გავრცელება, რომელიც ბავშვებსაც და მოზრდილებსაც ერთნაირად აყენებდა ზიანს.

ინფექციური დაავადებების რეალური სტატისტიკა უზბეკეთში არ არსებობს, საშიში უცნობი დაავადებების აფეთქებები ქაღალდზე დატანილია, როგორც “ცალკეული შემთხვევები”, რაც, სულ ცოტა, უცნაურია “ომის საშიშროების შემცირების” პროექტის აქტიური განხორციელების პირობებში და, უწინარეს ყოვლისა, “ბიოლოგიური საშიშროების აღკვეთას” უნდა ემსახურებოდეს. მაშინ, როცა ქვეყანაში არსებობს რეფრენს-ლაბორატორიების ფართო ქსელი, ადამიანები “უცნობი” პათოგენებით ინფიცირდებიან.

2005 წლის სექტემბერში ამერიკულ გაზეთში “ჩიკაგო ტრიბიუნი” გამოქვეყნდა სტატია _ “აშშ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკიდან იღებს პათოგენურ ორგანიზმებს”. ავტორი წერდა, რომ სასიკვდილოდ საშიში ბაქტერიების 60-ზე მეტი სახეობაა, რომლებიც ყოფილი საბჭოთა კავშირის ბიოლოგიური იარაღის მასშტაბური პროგრამის ნარჩენებია. ისინი აზერბაიჯანიდან აშშ-ში გადაიტანეს. “ეს იყო ორი ქვეყნის მიერ გადადგმული ნაბიჯი ბიოლოგიური ტერორიზმის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის საქმეში. ბაქტერიების ნიმუშები, მათ შორის, შავი ჭირისა და ციმბირის წყლულის გამომწვევი სახეობები, საიდუმლო მისიის ჩარჩოებში განხორციელებული ოპერაციით ბაქოდან აშშ-ში სამხედრო თვითმფრინავით ჩამოიტანეს”, _ იუწყებოდა “ჩიკაგო ტრიბუნი”.

სინამდვილეში აზერბაიჯანმა აშშ-ს არა 60, არამედ შავი ჭირის, ციმბირის წყლულის, ქოლერისა და სხვა საშიში დაავადების 62 უნიკალური სახეობის 124 ნიმუში გადასცა. ყველა აშშ-ის შეიარაღებული ძალების პათოლოგიის ინსტიტუტში (ვაშინგტონში) შეიტანეს. აზერბაიჯანი ამ თვალსაზრისით გამონაკლისი არ არის: ცნობილია, რომ თავიანთი ბიოლოგიური კოლექციები შეერთებულ შტატებს გადასცეს სსრ კავშირის სხვა ყოფილმა რესპუბლიკებმაც, კერძოდ, უკრაინამ და საქართველომ.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აზერბაიჯანმა მემკვიდრეობით მიიღო “შავი ჭირის” ქსელის ობიექტები, რომლებიც შედგებოდა 6 სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტისგან, 29 რეგიონული და 53 საველე ლაბორატორიისგან. აქ მუშაობდნენ არა მარტო შავი ჭირის, არამედ _ ციმბირის წყლულის, ბრუცელოზის, ტულარემიისა და პათოგენების პრობლემატიკაზე. უპატრონოდ და უყურადღებოდ მიტოვებული ამ სტრუქტურით აშშ-ში ჯერ კიდევ 90-იან წლებში დაინტერესდნენ. 2005 წელს თავდაცვის სამინისტრომ, აზერბაიჯანთან ერთად, ხელი მოაწერა ბევრისმთქმელ შეთანხმებას “ბიოლოგიური იარაღის განვითარებასთან დაკავშირებული ტექნოლოგიებისა და პათოგენების სფეროში თანამშრომლობისა და ამ სფეროში ინფორმაციის გაუვრცელობის შესახებ”. და გაჩაღდა მუშაობა “ბიოლოგიური საშიშროების შემცირების მიმართულებით.

ცენტრალური რეფრენს-ლაბორატორიის მშენებლობა ბაქოში 2013 წელს დასრულდა. ეს სამეცნიერო დაწესებულება ადამიანისა და ცხოველური წარმოშობის ნიმუშებში პათოგენური მიკროორგანიზმების კვლევით არის დაკავებული. ფული (დაახლოებით 170 მილიონი დოლარი) აზერბაიჯანის ბიოლაბორატორიების გასაახლებლად, რა თქმა უნდა, აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ გაიღო.

იმავე წყაროს ფულით 2012 წელს მწყობრში ჩადგა აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ბიოლაბორატორია. ამას გარდა, აშენდა და განახლდა ბიოლოგიური მონიტორინგის 10 სადგური აზერბაიჯანის სხვადასხვა რაიონში. ეს ყველაფერი განხორციელდა პენტაგონის პროგრამის “ერთობლივი ბიოლოგიური მონაწილეობის” ჩარჩოებში.

ეს კი ნიშნავს, რომ აზერბაიჯანის სახელმწიფოს ტერიტორიაზე აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო ქმნის და ავითარებს ქსელს, რომელიც გათვალისწინებულია პათოგენების კვლევისა და ბიომონიტორინგისთვის. თუ საბჭოთა პერიოდში ასეთი ქსელის არსებობა ერთ-ერთ საბჭოთა რესპუბლიკაში ლოგიკური იყო, ამჟამად ამერიკული ბიოკომპლექსის მიერ აშშ-ის საზღვრებს მიღმა შექმნილი ქსელის მიზნების ახსნა მხოლოდ პათოგენების შენახვაზე ზრუნვით (საამისოდ საცავებიც საკმარისი იყო) ან ქველმოქმედებით, რომლითაც აშშ არასოდეს გამოირჩეოდა, ყოვლად შეუძლებელია.

ასეთ ბიოლოგიურ ქსელებს აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო აშენებს არა მხოლოდ აზერბაიჯანში, არამედ სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში. სქემა ერთი და იგივეა: ცენტრალური რეფრენს-ლაბორატორიების პარალელურად იქმნება ბიოლოგიური მონიტორინგის საველე სადგურები. ამ ინფორმაციას საზოგადოებრიობას არ უმჟღავნებენ. მაგალითად, უკრაინაში, რომელიც სავსეა ასეთი ლაბორატორიებითა და სადგურებით, “ვერ მიაკვლიეს” ქვეყანაში მოდებული უმძიმესი ეპიდემიების წარმოშობის წყაროს. პრესაში გაჟონა მხოლოდ იმ სკანდალმა, რომელიც დაკავშირებული იყო ხარკოვის მახლობლად ბიოლოგიური ლაბორატორიის მშენებლობასთან და ისიც ხალხის საპროტესტო გამოსვლების გამო, რომელთა დამალვაც ვერ მოახერხეს. სხვა ყველაფერი საიდუმლოების ბურუსითაა მოსილი, მიუხედავად იმისა, რომ აფრიკულმა შავმა ჭირმა არაერთხელ გაწყვიტა ღორი, ქათმის გრიპმა მოკლა ქათმის ხორცისა და კვერცხის ექსპორტი, ხოლო უკრაინის მოქალაქეების სიცოცხლე “უცნობ ვირუსებს” ემსხვერპლა. არადა, ქვეყანაში მოქმედებს 15-მდე რეფრენს-ლაბორატორია და ბიოსადგურების მონიტორინგის ქსელი. როგორ შეიძლება ავხსნათ, რომ აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო, რომელმაც ქვეყანა საშიშროების შესამცირებელი ბიოლოგიური ობიექტების ქსელში გაახვია, თავისი სისუსტის დემონსტრაციას ახდენს “უცნობი” ვირუსებისა და ეპიდემიების წინააღმდეგ ბრძოლაში?!

ყველაფერი თავის ადგილზე დადგება, როცა გავიაზრებთ, რომ ეს ქსელი ორმაგი დანიშნულებისაა.

ძნელია იმის წარმოდგენა, რომ დსთ-ს წევრ ქვეყნებში არსებობს ლაბორატორიები, რომლებიც ბიოლოგიური იარაღის შექმნას ემსახურება, მაგრამ ფაქტია, რომ აშშ ამ საკითხში განსაკუთრებული დაჟინებით არ გამოირჩევა. რომელიღაც ეტაპზე სავსებით საკმარისია პათოგენების გავლენის შესწავლა ბიოფონდზე, ხოლო საჭირო თვისებების მქონე ვირუსებისა და ბაქტერიების შექმნა სხვა ადგილზეც შეიძლება. მთავარია, გქონდეს მონაცემები. ბიოლოგიური დასნებოვნების წყაროს დადგენის სირთულეს თუ გავითვალისწინებთ, ყოველთვის შეიძლება ეპიდემია დავაბრალოთ მიმომფრენ ფრინველებს, გარეულ ცხოველებს, მწერებს ან გაბინძურებულ წყალს. ხოლო ხელისუფლებაში სხვა ძალების მოსვლის შემთხვევაში (გავიხსენოთ შეიარაღებული გადატრიალება უკრაინაში 2014 წელს და სიტუაციის შერყევის მცდელობა სომხეთსა და ყაზახეთში), შეიძლება გამოგვადგეს კიდეც ამოქმედებული ბიოქსელების ორმაგი დანიშნულება.

ამერიკელები, რომლებიც დღეს გულუხვად აფინანსებენ ბიოლაბორატორიებს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, ხვალინდელ დღეზეც ფიქრობენ, ზეგისაზეც.

გაგრძელება იქნება

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here