Home ახალი ამბები საქართველო კოლექტიურმა დასავლეთმა დათვი კუთხეში მიიმწყვდია

კოლექტიურმა დასავლეთმა დათვი კუთხეში მიიმწყვდია

444

რა ვქნა, როგორ მოვახერხო მწარე სიმართლის თქმა ისე, რომ, როგორც ჩვენში იტყვიან ხოლმე, არც მწვადი დავწვა და არც შამფურიბოლოს, ბევრი ფიქრის შემდეგ, მივხვდი, რომ მწარე სიმართლის თქმა და შამფურმწვადის მსგავსი კომფორტული პოზიცია ერთმანეთთან შეუთავსებელია. აქედან იშვა, ალბათ, ცნობილი ქართული ანდაზა _ “სიმართლის მთქმელს ცხენი შეკაზმული უნდა ჰყავდესო”…

თქვენი მონა-მორჩილი გაქცევას არ ვაპირებ და ქვემოთ მხოლოდ სიმართლეს, საკუთარ თავთან მართალ სიტყვას ვიტყვი, რის გამოც, ახლავე ვიცი, განსაკუთრებით, წლების განმავლობაში რუსოფობიით მოწამლული ახალგაზრდების უმრავლესობა თუ არა, არცთუ მცირე რაოდენობა დამიპირისპირდება.

შინიდან გასვლის წინ, როგორც წესი, წყვილ სანთელს ვანთებ ხატებთან და “მამაო ჩვენოს” ვამბობ ხოლმე _ სამწუხაროდ, ამით ამოიწურება ჩემი ცოდვილი სულის ეკლესიურობა. შემდეგ, მუხედავად იმისა, რომ, როგორც იტყვიან, თავზე არ გადამდის, ჯიბეში მოვიჩხრიკავ სპეციალურად მათხოვართათვის მოწყალების გასაღებად განკუთვნილ გროშებს. მაგრამ იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც სირცხვილისაგან თავჩაქინდრული და ხელგაწვდილი სხედან თბილისის ქუჩებში, ისე დიდია, რომ დოლიძის ქუჩიდან (სადაც ვცხოვრობ) ე.წ. ბუკიას ბაღამდეც კი არ მყოფნის ხურდა და ყოველი შემდეგი მათხოვრის დანახვისას, რომელსაც ვეღარაფერს ვუწყალობებ, გული მტკივა და სირცხვილისაგან ყურები მეწვის. სირცხვილისაგან, განა მხოლოდ ცარიელი ჯიბის გამო, უწინარესად, იმიტომ, რომ ზემოთ დახატული უმძიმესი სურათი, სადღაც ძალიან დუხჭირი ქვეყნის კი არა, ღვთისმშობლის წილხვედრ, მიწიერ სამოთხედ წოდებული დღევანდელი საქართველოს რეალობას ასახავს. საქართველოს, სადაც, სულ ცოტა, არავის უნდა სციოდეს და შიოდეს, არავინ უნდა იყოს ე.წ. ბომჟი და ყველას ჰქონდეს საკუთარი ჭერი.

ცალკე თემაა ადამიანები, რომლებიც ე.წ. ნაგვის ბუნკერებში იქექებიან _ შეხედავ, “საზიზღარი კომუნისტებისდროინდელი” ტანსაცმლითაა შემოსილი, მაგრამ მეტ-ნაკლებად ნორმალურად და სუფთად აცვია, სახეზეც უმაღლსი განათლების დიპლომი და ბევრ ჩვენს პარლამეტარზე მეტი ინტელექტი აწერია. ბევრს ისევ “საზიზღარი კომუნისტების” მიერ ნაჩუქარი (თუ “თიბისი ბანკის” მსგავსმა ყაჩაღებმა არ გამოასახლეს) ბინაც აქვთ, მაგრამ რად გინდა, კომუნალურ გადასახადებს ვერ იხდის. არადა, “დამონებულ” საქართველოში ბუნებრივი აირი, დენი, გათბობა, ცხელი წყალი და ა.შ., პრაქტიკულად, უფასო იყო.

რისი და ვისი ბრალია, სულ რაღაც, 30 წლის წინათ რუსეთის მიერ დამონებული საქართველო სსრკში ცხოვრების დონით პირველი რომ იყო და აღმოსავლეთ ევროპის, .. საბჭოთა ბლოკის ბევრ ქვეყანას ფორასაც მისცემდა, ახლა კი ამ უბედურ დღეშია? რისი და ასე ნანატრი დამოუკიდებლობის, რომელიც ასევე გვაჩუქა, უფრო სწორადგაგვიცვალაზემოთ ხსენებულ სიკეთეებშიაგრესორმარუსეთმა.

და აი, როგორც იქნა მივადექით ერთ-ერთ საჩოთირო (თუმცა, ზემოთქმულზე საჩოთირო რა უნდა იყოს?!) თემას… დღევანდელი გეოპოლიტიკა რუსეთსა და უკრაინას შორის ომის გარშემო ტრიალებს. უფრო ზუსტად, რუსეთსა უკრაინას შორის კი არა, ომი უკრაინის ტერიტორიაზე აშშ-სა და რუსეთს შორის მიმდინარეობს. მსგავსი კინო 2007 წელს მიუნხენში პუტინის ისტორიული გამოსვლის შემდეგ ბევრი გვინახავს, მაგრამ საქართველო თუ სირია თურმე ჟურნალი ყოფილა, ნამდვილი კინო კი ახლა მიმდინარეობს უკრაინაში; კინო, რომელსაც “ჰეფი-ენდი”, ჰოლივუდისნაირი ბედნიერი დასასრული ვერ ექნება, რადგან კუთხეში მიმწყვდეული ვირთხაც კი სასიკვდილო საფრთხეა, მათ კი, .. კოლექტიურმა დასავლეთმა, აშშის თამადობით, ვირთხა კი არა, გამძვინვარებული რუსული დათვი მოიმწყვდიეს კუთხეში.

სწორედ იმიტომ, რომ ვლადიმერ პუტინს ე.წ. ბლიცკრიგი ჩაუვარდა, რუსეთის პრეზიდენტი ყველაფერზეა წამსვლელი და იმის გამო, რომ კოლექტიური დასავლეთის უკლებლივ ყველა ქვეყანა და, უწინარესად, აშშ აცხადებს, რომ სამხედრო ძალით არ დაეხმარება უკრაინას, მაგრამ იარაღსა და ფულს, რამდენიც გინდა, იმდენს მივცემო, ნიშნავს იმას, რომ ეს კონფლიქტი აშშ-მა აქცია ომად, რომელშიც უკანასკნელ უკრაინელამდე იბრძოლებს. ამიტომ, დღეს იქნება თუ ხვალ, რუსეთი დაამარცხებს მართლაც თავგანწირვით მებრძოლ უკრაინის ჯარს და შეძლებს უკრაინის სრულ ოკუპაციას. რაც შეეხება სანქციებს, რუსეთთან ერთად აშშ-ც სერიოზულ ეკონომიკურ ზარალს განიცდის, რომ არაფერი ვთქვათ, კოლექტიურ დასავლეთზე, რომელიც სულ უფრო ხმამაღლა გამოთქვამს უკმაყოფილებას ოკეანისგაღმელი მბრძანებლის მიმართ…

საქართველო უკრაინის ყველა მხარდამჭერი რეზოლუციისა თუ განცხადების ხელმომწერია. ჩემი აზრით, ეს უნდა იყოს მაქსიმუმი იმისა, რაც საქართველომ თავისი უსაფრთხოებიდან და ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე უნდა გააკეთოს აშშსა და რუსეთს შორის ომში. თუმცა ესეც ზედმეტი მგონია, რადგან, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ამ ომის შემდეგ, რომელიც, ადრე თუ გვიან, რუსეთის გამარჯვებით დასრულდება, შეიძლება საქართველოსთვისაც მოიცალოს თბილისიდან 40 კილომეტრში ჯერჯერობით ჩაძინებულმა რუსულმა დათვმა.

რაც შეეხება ისევ უკრაინას, მას ეკონომიკურად მთელი “ცივილიზებული” მსოფლიო უჭერს მხარს და ერთადერთი, რაც არ აკლია, სასმელ-საჭმელია და საქართველოს უკიდურესი ეკონომიკური გაჭირვების ჟამს, როდესაც შიმშილის ზღვარზე მყოფი ქართველების ნაწილი მათხოვრობით ირჩენს თავს, ხოლო ნაწილი ნაგვის ბუნკერებში იქექება, უკრაინაში ტონობით სურსათის გაგზავნა მიუღებლად მიმაჩნია.

აქედან გამომდინარე, მივმართავ ქოცების ხელისუფლებას და პირადად პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს _ ჯერ საკუთარი მოსახლეობა დააპურეთ და შემდეგ აკეთეთ ჰუმანიტარული ჟესტები ბანდერელი ფაშისტების ხელში ჩავარდნილი უკრაინელი ხალხის მიმართ.

დავით მხეიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here