Home ახალი ამბები მსოფლიო იტალიის ქალაქში აკრძალეს სექსშოპები და საქაბაბეები

იტალიის ქალაქში აკრძალეს სექსშოპები და საქაბაბეები

1231
ქაბაბი

ტოსკანის ოლქის ქალაქ პისტოიას ადმინისტრაციამ მიიღო ახალი დადგენილება, რომელიც ისტორიის ცენტრში განლაგებულ მაღაზიებსა და რესტორნებს ეხება, _ წერს Toscana Media News.

ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ყველა აბრა მხოლოდ იტალიურად უნდა იყოს დაწერილი და, ამასთანავე, არ იყოს მყვირალა. აიკრძალა ქალაქის ცენტრში ვალუტის გაცვლისა და ფულადი გზავნილების, ოფისების, სექსშოპების, ფასტფუდის რესტორნებისა და საქაბაბეების გახსნა.

The logal აგრეთვე აღნიშნავს, რომ ქალაქის საბჭომ აკრძალა ახალი ღამის კლუბებისა და ბუკმეკერული კანტორების გახსნა, სავაჭრო ავტომატების განლაგება და გაამკაცრა ალკოჰოლიანი სასმელებით ვაჭრობის წესები: შუშის ბოთლებიანი სასმელების ყიდვა მაღაზიიდან გატანით ღამის საათებში აიკრძალა. ამასთანავე, ყველა რესტორანსა და კაფეში უნდა იყოს მოწყობილი ტუალეტები შენობის მოცულობის მიუხედავად.

მაღაზიებისა და რესტორნების მფლობელებს ნება დართეს, გააკრან იტალიურიდან უცხო ენებზე თარგმნილი აბრები. ობიექტის გახსნის ნებართვის მისაღებად აუცილებელია განაცხადში დადასტურებული იყოს, რომ აღნიშნული დაწესებულების მუშაობა უარყოფითად არ იმოქმედებს ქალაქის ისტორიულ ცენტრზე.

“ჩვენ ვცდილობთ, შევინარჩუნოთ ქალაქის ისტორიული ცენტრი, რადგან დარწმუნებული ვართ, რომ მისი ავთენტურობა დაცული უნდა იყოს, _ განაცხადა ქალაქის მერმა ალესანდრო ტომაზიმ, _ ტურისტები ქალაქში ქაბაბის საჭმელად არ ჩამოდიან”.

ქალაქ პისტოიაში, კარგა ხანია, შეზღუდეს ტრანსპორტის მოძრაობა.

მსგავსი ღონისძიებები 2017 წელს განხორციელდა ვენეციაშიც, ხოლო ფლორენციის ადგილობრივმა ხელისუფლებამ და მოსახლეობამ “მაკდონალდსს” თავისი ობიექტების გახსნის ნება არ დართო.

1 COMMENT

  1. aba sakartvelos udzveles dedakalakebshi zar-zeimit xsnian MacDonaldsebs da Wendy , ra goimobaa sadamde unda davardes kartuli kultura, ukve kopili prezidentis pozashia da kidev rodemde??
    moeshvit am nagavi ucxouri pirmekbis da sashineli sakvebis shemotanas torem upro uaress dgeshi chaagdebt momaval taobebs, garda amisa kartuli kultura nadgursdeba, pativs agar vcemt..
    kochag italias!!!!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here