Home ახალი ამბები საქართველო “ისინი, ვისაც სურთ, ძალადობით და ზიზღით ხელი შეუშალონ მშვიდობიან მსვლელობას, საქართველოს კონსტიტუციას...

“ისინი, ვისაც სურთ, ძალადობით და ზიზღით ხელი შეუშალონ მშვიდობიან მსვლელობას, საქართველოს კონსტიტუციას არღვევენ” – კელი დეგნანი

88

“შსს-მ უნდა და­იც­ვას ქვეყ­ნის თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქე”, – ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლო­ში ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ელჩმა კელი დეგ­ნან­მა გა­ნა­ცხა­და, რი­თაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა ხვალ და­გეგ­მილ “ღირ­სე­ბის მარშს“.

კელი დეგ­ნა­ნი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ცია რთულ და­ვა­ლე­ბას თავს გა­არ­თმევს.

“სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცია იცავს მისი თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის უფ­ლე­ბებს. მათ შო­რის არის შეკ­რე­ბი­სა და გა­მო­ხატ­ვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა. ისე­ვე რო­გორც ამას აშშ-ის კონ­სტი­ტუ­ცია იცავს. მა­შინც კი, რო­დე­საც ეს არა­პო­პუ­ლა­რუ­ლი ნა­ბი­ჯია, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ უნდა და­იც­ვას ქვეყ­ნის თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქე. ეს ძა­ლი­ან რთუ­ლი და­ვა­ლე­ბაა, თუმ­ცა დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ სა­ქარ­თვე­ლოს პო­ლი­ცია ამას თავს კარ­გად გა­არ­თმევს და ხვალ მარ­ში მშვი­დო­ბი­ა­ნად ჩა­ტარ­დე­ბა“, – აცხა­დებს ელჩი.

მისი თქმით, ისი­ნი, ვი­საც სურს მარშს ხელი ძა­ლა­დო­ბი­თა და სი­ძულ­ვი­ლით შე­უ­შა­ლოს, სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ას არ­ღვე­ვენ.

“ისი­ნი, ვი­საც სურთ, რომ ხელი შე­უ­შა­ლონ მშვი­დო­ბი­ან მსვლე­ლო­ბას ძა­ლა­დო­ბით და ზი­ზღით, არ­ღვე­ვენ სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ას. ვფიქ­რობ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რებ­მა გა­მო­ავ­ლი­ნონ შემ­წყნა­რებ­ლო­ბა, თა­ნაგ­რძნო­ბა და პა­ტი­ვის­ცე­მა და სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცენ პო­ლი­ცი­ას, რომ მათ უზ­რუნ­ველ­ყონ ადა­მი­ა­ნე­ბის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა“, – აღ­ნიშ­ნა კელი დეგ­ნან­მა.

https://www.ambebi.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here