Home ახალი ამბები საქართველო გურამ მაჭარაშვილი – მართლმსაჯულება არ არის ერთადერთი საკითხი, სადაც არასწორი ინფორმაციები ჰქონდათ...

გურამ მაჭარაშვილი – მართლმსაჯულება არ არის ერთადერთი საკითხი, სადაც არასწორი ინფორმაციები ჰქონდათ საერთაშორისო პარტნიორებს

64

შეჩერების, .. დაპაუზების წინადადება, რაზეც მიშელის დოკუმენტში წერია, ის ყველაფერი შესრულებულიარომ შესრულებულია და ამბობენ, რომ არ არის შესრულებული, ამიტომაც გაკეთდა ეს განცხადება, – ამის შესახებქართული ოცნებისწევრმა გურამ მაჭარაშვილმა „პალიტრანიუსისგადაცემაში „360 გრადუსიგანაცხადა, რითაც ირაკლი კობახიძისარჩილ თალაკვაძისა და შალვა პაპუაშვილის ერთობლივ განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, საერთაშორისო პარტნიორებს საქართველოში მიმდინარე სასამართლო რეფორმის შესახებ არასწორი ინფორმაცია აქვთ.

„ჩვენ პარტნიორებთან ურთიერთობები საკმაოდ კარგად გვაქვს და არსებობს, რა თქმა უნდა, ის ფორმატი, სადაც ჩვენ ვმონაწილეობთ და განსხვავებული პოზიციებიდან გამომდინარე ყოველთვის ვჯერდებით რაღაც ერთიან პოზიციაზე. შეჩერების, ე.წ. დაპაუზების წინადადება, რაზეც მიშელის დოკუმენტში წერია, ის ყველაფერი შესრულებულია. რომ შესრულებულია და როცა ამბობენ, რომ არ არის შესრულებული, ამიტომ გაკეთდა ეს განცხადება ჩვენი წარმომადგენლების მხრიდან. მართლმსაჯულება არ არის ერთადერთი საკითხი, სადაც არასწორი ინფორმაციები ჰქონდათ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. იყო ასეთი ძალიან ბევრი მაგალითი, როცა მერე დელეგაცია ჩავიდა და სულ სხვა, რეალური ინფორმაცია მიეწოდა ჩვენს პარტნიორებს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

კითხვაზე, იგულისხმება თუ არა „არაკეთილსინდისიერ ჩინოსანში“ კელი დეგნანი, გურამ მაჭარაშვილი პასუხობს, რომ განცხადებაში კონკრეტულ პიროვნებაზე საუბარი არ ყოფილა.

„რა თქმა უნდა, მაგაზე არ არის საუბარი. ჩვენ, განსხვავებით სხვა პოლიტიკური ძალებისგან, გვაქვს ის მომეტებული პასუხისმგებლობა, რომ კონკრეტიკაზე არ გადავიდეთ, მაგრამ ასევე მომეტებული პასუხისმგებლობა გვაქვს საზოგადოების წინაზე. ჩვენ ნუ გვავიწყდება ის, რომ ჩვენ ვართ სუვერენული ქვეყანა და პირველ რიგში ქვეყანას აქვს კონსტიტუცია და ჰყავს საზოგადოება, რომელიც აკომპლექტებს ოპოზიციასაც და ხელისუფლებასაც. მის წინაშე ვართ პირველ რიგში ვალდებული, რომ ხელისუფლების მესამე შტოში რეფორმები და პროცესი არ შევაჩეროთ უარგუმენტოდ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

შეგახსენებთ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით პოლიტიკური დიალოგის მონაწილეებმა ირაკლი კობახიძემარჩილ თალაკვაძემ და შალვა პაპუაშვილმა განცხადება გაავრცელეს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შემაშფოთებელია, რომ „ცალკეული ჩინოსნების არაკეთილსინდისიერი ქმედებების გამო“, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის სტრუქტურებს უმაღლეს დონეზე მიეწოდება დამახინჯებული ინფორმაცია პოლიტიკური შეთანხმების შესრულების შესახებ. ამგვარი ქმედებები საფრთხეს უქმნის ნებისმიერ დიალოგს, რომელიც სხვადასხვა შიდაპოლიტიკური საკითხის გარშემო მომავალში შეიძლება გაიმართოს.

ამასთან, „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ „ჩინოსანში“, რომელმაც აშშ-ს „დამახინჯებული ინფორმაცია“ მიაწოდა, ქართველს არ გულისხმობენ, თუმცა არ აკონკრეტებს, საუბარია თუ არა აშშ-ის ელჩ, კელი დეგნანზე.

„ქართველი ჩინოსანი აქ [განცხადებაში] არ იგულისხმება. რაც შეეხება შიდა იერარქიებს, თუ როგორ ხდება ინფორმაციების მიწოდება დამახინჯებით თუ დამახინჯების გარეშე, კონკრეტიკა არ გვინდა. თუმცა, ჩვენი აღქმა არის, რომ დამახინჯებით აქვთ ინფორმაცია მიწოდებული. ვფიქრობთ, რომ ეს არის არაკეთილსინდისიერი ქცევა“, – განაცხადა „დღის ნიუსრუმში“ შალვა პაპუაშვილმა.

https://www.interpressnews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here