Home ახალი ამბები მსოფლიო აშშ-მ და თურქეთმა ერთმანეთს არასაიმიგრაციო ვიზების გაცემა შეუჩერეს

აშშ-მ და თურქეთმა ერთმანეთს არასაიმიგრაციო ვიზების გაცემა შეუჩერეს

934
ამერიკის საელჩო

თურქეთში აშშ დიპლომატიურმა მისიებმა შტატებში გამგზავრების მსურველებისთვის არასაიმიგრაციო ვიზების გაცემა შეაჩერეს. “ბლუმბერგისინფორმაციით, გადაწყვეტილება ვაშინგტონმა მას შემდეგ მიიღო, რაც 4 ოქტომბერს სტამბოლში გენერალური საკონსულოს თანამშრომელი, თურქეთის მოქალაქე დააპატიმრეს. მას 2016 წლის ივლისში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობა ედება ბრალად.

თეთრი სახლის გადაწყვეტილების გამოცხადებიდან რამდენიმე საათში, აშშ-ში თურქეთის საელჩომ საპასუხოდ, უკვე თურქეთში გამგზავრების მსურველებისთვის არასაიმიგრაციო ვიზების გაცემა შეაჩერა.

აშშ-მ სტამბოლის გენერალური საკონსულოს თანამშრომლის დაპატიმრებას დაუსაბუთებელი უწოდა.

ანკარამ განაცხადა, რომ დაპატიმრებული ადგილობრივია და არა საკონსულოს თანამშრომელი.

ორი კვირის წინ, ნიუ იორკში შეხვედრაზე, დონალდ ტრამპმა თურქი კოლეგა შეაქო და განაცხადა, რომ ის მისი მეგობარი ხდება. 8 ოქტომბერს კი ერდოღანმა, დასავლეთი ისალამური სახელმწიფოს, ალ ქაიდას და “ქურთისტანის მუშათა პარტიის” მხარდაჭერაში დაადანაშაულა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here