Home რუბრიკები საზოგადოება Талантище_ დიდნიჭიერება და უფრო მეტიც

Талантище_ დიდნიჭიერება და უფრო მეტიც

622

“ჯერ სამაგისო რა გვემართება,
რომ განვისყიდოთ თავისუფლება”.
დავით გურამიშვილი “ბედი ქართლისა”

ლაშა ნადარეიშვილზე ვამბობ, რომელიც დიდმა ჭაბუა ამირეჯიბმა სამ უპირველეს თანამედროვე ქართველ პოეტთა შორის დაასახელა. ეტესი ყოფილა! რაც (დღემდე გაყუჩებული) წარმოაჩინაასავალდასავალისწლევანდელ მე-5 ნომერში გამოქვეყნებულმა პუბლიცისტურფილოსოფიურმა პოემამ, რომელმაც გული და გონება გამსჭვალა და დაგვაფიქრა. Пронзительная вещь.

პუბლიცისტური პოემა ნახევარ მოქმედებად _ ესეც სათაური. თურმე შესაძლებელი ყოფილა ჩვენს უახლეს ისტორიაზე მაღალმხატვრული ნაწარმოების შექმნა, პოეტური სახეების გამოძერწვითა და გამოქანდაკებით.

მაგრამ გამოძერწვას, გამოქანდაკებას დრო სჭირდება და ფიქრი, ძებნა და მიკვლევა.

დაუნჯება.

აქ კი დედამიწის ამბოხია, აფეთქება, ლავა, გავარვარებული მეგატონების ზალპი ბუნების ძალების ხოშსა და ნებაზე.

ცეცხლის წითელი მდინარე შორიდან საყურებელი, შიშითა და განწმენდის იმედით:

“ღრუბლებიდან შეკრული
მომაგებეთ კარეტა,
იმპერია დამისვამს
ვიდრე დანას ვენაზე”, _ პლანეტარული კატაკლიზმები.

საყოფაცხოვრებო ქაოსი და ამ ორ განზომილებას შორის ჩვენი მდორე შუამდინარეთი, რომლის სივრცეში გადაიქცა ბათუმი ოსმალეთის სტანიცად”, და, საერთოდ, ამ ორი შეუთავსებლობის ერთმანეთში “ლაითად” გადადინება.

მონაცვლეობით. ზოგჯერ აბსოლუტურად ალოგიკურად, როცა მთავარსარდალი “ჯუღაშვილის ქალაქში გორავს ხაბიზგინივით” გორის ქუჩის გაცვეთილ ასფალტზე. გამდნარ ერბოში წესისამებრ ამოვლებული ოსური “ხაჭაპური”.

ეს ერთი მაგალითია.

დრო დაიკარგა სამყაროს მასშტაბით, უდროობის ჟამი დგება, გრძნობს ამას პოემის ლირიკული გმირი და, თუ ღმერთი გვაპატიებს “ახალი აღთქმის” ერთი პასაჟის ინტერპრეტაციას, დასაფიციც აღარ გვექნება “ცა და რაც მასშია, მიწა და რაც მასშია, ზღვა და რაც მასშია”, რადგან:

“ციდან ისევ მოისმის
არნახული გრუხუნი,
კაბადონზე ერთმანეთს
მხეცთა გუნდი შეება”, _ ვუბრუნდებით კოსმოსურ მასშტაბებს.

არ გვესმის, ვერ ვიგებთ? ეტყობა, ასეა და ამიტომ გვაფრთხილებს პოეტი, რომ ამასობაში ცოდვილ დედამიწაზე, კერძოდ, რეგიონში უხანის დაუწყიათ ახალი ბაბილონის შენება”.

ბაბილონი _ სიმბოლო შეუძლებლობაზე წაპოტინების, ამაო მცდელობის ღმერთთან ფიზიკური მიახლოების.

არმაგედონ _ “სამსჯავრო მრავალ წყალზე მჯდომი დიდი მეძავის”.

კიდევ ერთი გადადინება. კოსმოსური მოძრაობა. უნარი გამოცხადების აღწერის _ თუ საჭირო გახდა, რა თქმა უნდა, ღმერთმა დაგვიფაროს! თორემ საქართველოს ამის საკმაო “გამოცდილება” გააჩნია. ენდემური. მიწაში გამჯდარ დაავადებასავით: მაინცდამაინც და მხოლოდ გარეშე მტერს არ დაუჯიჯგნია ჩვენი საყანე სავარგულები ბელტების მწკრივების უაზრობით _ ამოუძირკვავს, ამოუკაფია, გაუუდაბურებია, დუშმანს (როგორც არაერთხელ გამაგონეს ავღანეთის ომში ყოფნისას). შურავის ხელიც ურევია, მეგობრის, რომელიც მტერზე უარესია ზოგჯერ.

შიდა ომები. ძმათამკვლელი. შეგვახსენებს პოემის დაწყვეტამდე დაჭიმული სტროფები:

“უახლოვდება
მთვარე ბაზალეთს,
ჰარამხანიდან
გამო, ქალაქო,
თორემ შეღებავს
სისხლით ლაზარეთს
ახალი ომი
სამოქალაქო”.

ლაზარეთი _ ღარიბთა სასნეულო.

წვეთ-წვეთობით იწრიტება საქართველო გაზაფხულზე აჩქარებული პულსივით და უერთდება მიგრაციის მსოფლიო ნაკადებს. ბლოჟინებენ ელიტური “ლიდერშიფების” წარმომადგენლები და მსოფლიოს გლობალური ტენდენციების გარდუვალობით ცდილობენ მოსახლეობის დამშვიდებას.

ხალხს არ ესმის ხელისუფლების, მით უფრო, ოპოზიციის, რადგან გახლეჩილია საზოგადოება, არმაზის ბილინგვასავით გაორებული: “მე, სერაფიტი, ასული ზევახისა, მცირისა პიტიახშისა ფარსმან მეფისა” _ ერთ მხარეს, მეორე მხარეს _ საფლავების დუმილი:

ალბრეხტ დიურერი „აპოკალიფსი“

“უკანასკნელ ნიუსით
კოვიდ-სტატისტიკურით,
ხუთ-ნახევარ მილიონს
წაუღია წერილი”.

სტატისტიკის განგაშის ზარებს დაარისხებს პოეტი და მიიჩნევს, რომ ადამიანთა მოდგმის გადაშენებას მხოლოდ უმწიკვლო, უსუფთავესი, შეურყვნელი და ა.შ. გრძნობა შეაჩერებს. სიყვარული და მშვენიერებაც, რა თქმა უნდა:

“შემოქმედო, სატანას
გვერდით ბავშვი მიუსვი,
გადარჩენის ღილაკზე
თითი რომ დააჭიროს”.

“შავ ქეისში”, “ჩემოდანჩიკში” ბირთვული იარაღის ამოქმედების ბრძანების გაცემის ღილაკის ნაცვლად, შესაბამისი სახელმწიფოების პრეზიდენტების მეორად ჩრდილად რომ დაატარებს პირადი დაცვა. მაგრამ ასეთი ღილაკი არ არსებობს.

ეს პოემა ისეთი ლიტრატურული კონსტრუქციაა, რომელიც თავისი ტემპო-რიტმით აიტაცებს პოეზიის მოყვარულს _ ერთს, ათასს, ლეგიონს, როგორც განუსაზღვრელი სიმრავლის აღმნიშვნელ რაოდენობას.

ყველას ერთად და თითოეულს ცალ-ცალკე. თუნდაც მადლიერების ნიშნად.

ჟიული შარტავათი იწყებს და განაგრძობს:

“ჯორბენაძეს დიდება,
ავთოს, მარად დიდებულს!
სამშობლოსთვის უამრავ
ტკივილს არდარიდებულს”.

მის ვაჟკაცებს, უფლის დარაინდებულს.

მრავალწახნაგოვანია, ოქროცურვილი მეტაფორებისა და ინტელიგენტური სარკაზმის მოულოდნელ ჩარჩოში ჩასმული. მანამდე არსად ნანახსა და განაგონში. არც თიბისი ბანკის იპოთეკითაა დატვირთული და არც ვინმეს საამებლად თქმული.

უფრო დემოკრატიის საჯილდაო ქვაა. ან რაღაც ამგვარი. დაუმთავრებელი, როგორც ეს მოკლე რეპლიკა, არასრულყოფილი.

მაგრამ, ამასთან ერთად, წინამორბედი თაობის შემოქმედი ადამიანებისადმი ხაზგასმული პატივისცემის დემონსტრაცია: ყოველკვირეულ “ასავალ-დასავლის” იმ ნომრის პირველ გვერდზე, ჯანსუღ ჩარკვიანის ფოტოპორტრეტისა და მისი შესანიშნავი ლექსის გამოქვეყნებით: “მთავარი მაინც მამული არის, განსაცვიფრებლად არის მთვარი”.

შეგვახსენებს, რომ პირველი ლირიკული პოემა “რწმენის კედელი” სწორედ ჯანსუღისაა, გასული საუკუნის 70-იან წლებში დაწერილი:

“როცა ვწერ შენზე,
როცა ვწერ შენზე,
ჩემი სიცოცხლე
ბეწვზე ჰკიდია.
ღმერთო, მიშველე,
მისადგომს ვეძებ,
ყანის მკას ვიწყებ,
როგორც მინდია”…

არ იბრალებს პირველობას.

ან რად სჭირდება?!

კეთილშობილება სწორედ ეს არის, მისი გვარის თანდაყოლილი თვისება: “შევიძინე სიბრძნე უფროს ყოველთა, რომელნიც იყვნენ უწინარეს ჩემთა” (სოლომონ ბრძენი).

ალექსანდრ პუშკინი საკუთარ შემოქმედებას ასე აფასებდა (ესეც საყოველთაოდ ცნობილი ფორმულაა): „Я памятник себе воздвиг нерукотворный“

ლაშა ნადარეიშვილი წერს:

“ჩემს ლექსს სამშობლო  ააფრიალებს,
ჩემს გულს სამშობლოს მიწა ჩაიდგამს,
სიტყვებს, უფლისგან დანაფრიანებს
ახსოვთ _ ჩემს უკან
მხოლოდ ცა იდგა”.

წაიკითხავთ, უეჭველად წაიკითხავთ, მაგრამ სურვილი მკლავს მაინცდამაინც მე დავუგო წითელი ხალიჩა ამ შედევრის ავტორს და ავაბრიალო მისი ბრილიანტები, როგორც ნინოწმინდაში საქართველოს ლექსის მეხანძარეთა ძმობით, ცრემლით, სიყვარულის იარით აბრიალებული ღამე მეფეთა გაცრეცილ პალატებში (გოგლა ლეონიძე).

ჩემთვის ვიწერ:

“როცა ბეთანიაში
მსურდა, ზარი მერეკა,
ხმა გაისმა ცეკადან:
დროზე აიცერიო!”
ან:
“შენ ხვალაც
მზისკენ უნდა ალალო
სინდისის ციხის
ასი სართული. (ჟიული შარტავას).

შემდეგ:

“გადმოღვრილია
თასი მეშვიდე,
გამორთულია
ზეცის ფიდერი.
შენ ძველებურად
თავს დაიმშვიდებ,
რომ უკეთესი
მოვა ლიდერი”.

თუნდაც ეს:

“…რომ შეიტყუოს
გუთნის გამთლელი
იპოთეკური
შუღლის კონცერტზე”.

ესეც:

“სამჯერ ექვსი ურჩხული
სამჯერ ექვსი ლაყუჩით
ჩატენილა მდუმარედ
სტრონციუმის გილზებში,
ცა და მიწა იწვიან
ტანჯვით ვერგასაყუჩით”.

ასევე:

“ომიკრონის დელტაში
ვირუსების ასორტით
გაძეძგილი სიცოცხლე
ან სიკვდილი რა იყო?
ღმერთო, იხსენ პლანეტა,
რომ ხვალ მწვანე პასპორტით
ცოდვილ დედამიწაზე
ხალხი აღარ დაიყოს!”

ბევრია კიდევ…

პოეტის სახელმწიფო ფიქრით მდიდრდება თანამედროვე ქართული ლიტერატურა.

ეგებ _ ხვალისაც.

* * *

მე კალამი დამიდვია. ისედაცსაათნავას გაყინულ სუდარაში ჩარჩენილი სიმივითაა”…

არმაზ სანებლიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here