Home სხვადასხვა დაიჯესტი “ჩვენ ერთად ვართ და ერთად დავამარცხებთ ნაციზმს!” _ ერევანში რუსეთის მხარდამჭერი აქცია...

“ჩვენ ერთად ვართ და ერთად დავამარცხებთ ნაციზმს!” _ ერევანში რუსეთის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

306

სომხეთი და სომეხი ხალხი ყოველთვის რუსეთის გვერდით იდგნენ. ჩვენი პაპები ფაშიზმის წინააღმდეგ იბრძოდნენ დიდ სამამულო ომში და დღეს სომხეთი მხარდაჭერას გამოხატავს რუსეთისადმი, რომელიც იბრძვის ნაციზმის წინააღმდეგ. სომხებმა ხომ ყურმოკვრით არ იციან, რა არის ნაციზმი, რომელსაც 100 წლის წინათ შეეჯახა არცახში სომხების გენოციდის დროს _ ასეთი იყო 19 მარტს რამდენიმე პოლიტიკური ძალის ორგანიზებით ერევანში გამართული მიტინგისა და მსვლელობის მთავარი გზავნილი.

აქცია დაიწყო შაუმიანის ძეგლთან: თავდაპირველად მღეროდნენ საბჭოურ პატრიოტულ სიმღერებს, რომლებსაც აჰყვნენ მრავალრიცხოვანი მომიტინგეები, შემდეგ დაფდაფების ხმის ქვეშ აფრიალდა სომხეთის, რუსეთისა და სსრკ-ის დროშები, აგრეთვე, უკრაინაში მიმდინარე სპეცოპერაციის მთავარი ატრიბუტი ასო ძ. შეკრებილები, რომელთა შორისაც ბევრი იყო ქალი და ბავშვი, ერთხმად ამბობდნენ: “სომხეთი მხარში უდგას თავის მოკავშირეს და მშვენივრად ესმის, რომ უკრაინაში მიმდინარე პროცესების შედეგებზე დამოკიდებულია სომხეთის მომავალი. აქედან გამომდინარე, სომხებმა თავიანთ ქვეყანაში ყველას გასაგონად უნდა განაცხადონ, რომ მხარს უჭერენ მოსკოვსა და დენაციფიკაციის იდეას”.

“ყველაფერი დაიწყო საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, რაშიც ბრალი მიუძღვის გორბაჩოვს, რომელიც დაემორჩილა დასავლეთს. შემდეგ კი დასავლეთის ქვეყნებმა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში დაიწყეს დანერგვა არა მხოლოდ თავიანთი ფასეულობებისა, რომელშიც ერთი წვეთიც არ არის ფასეულობის, არამედ ამ ქვეყნებს წაართვეს მთავარი _ სახელმწიფო იდეოლოგია”, _ განაცხადა საზოგადო მოღვაწემ, მოძრაობა “ძლიერი სომხეთი რუსეთთან ერთად” ქალთა საბჭოს ხელმძღვანელმა ალა აკოფიანმა. მან მაგალითად მოიყვანა სომხეთის, რუსეთისა და უკრაინის კონსტიტუციები, რომლებშიც აღნიშნულია, რომ “არანაირი იდეოლოგია არ შეიძლება დამკვიდრდეს სახელმწიფო იდეოლოგიის რანგში”.

აკოფიანის თქმით, ცრუ პოზიციის გამო სომხეთი, ისევე როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკები, რომლებსაც სჯეროდათ, რომ დასავლეთისგან საჩუქრად მიიღებდნენ დამოუკიდებლობასა და კეთილდღეობას, სინამდვილეში მოწმენი იყვნენ, როგორ გადაიქცა ერთპოლუსიანი მსოფლიო მრავალპოლუსიანად; დომინანტებად იქცნენ აშშ და დასავლეთი, რომლებიც ცდილობენ, ყველგან დანერგონ თავიანთი ცრუ ფასეულობები.

“დღეს დასავლეთის ქვეყნები იარაღით ამარაგებენ უკრაინის ნაცისტურ რეჟიმს, რათა კიევმა შეძლოს საბოლოო განადგურება დონბასის მოსახლეობისა, რომელმაც 8 წლის წინათ უთხრა მტკიცე “არა” უკრაინის ნაცისტურ რეჟიმს, მაგრამ მათ ეს არ გამოუვათ”, _ განაცხადა ალა აკოფიანმა.

მოგვიანებით ალა აკოფიანმა უკვე სომხეთში რუსეთის საელჩოსთან ყირიმის მოსახლეობას რუსეთთან გაერთიანების მე-8 წლისთავი მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ ერთ მშვენიერ დღეს სომხეთიც დაიბრუნებს თავის ისტორიულ მიწებს.

“დარწმუნებული ვარ, რომ ფაშიზმი დამარცხდება, როგორც ეს მოხდა მეორე მსოფლიო ომში და, როგორც მაშინ, ამ კეთილშობილურ და სამართლიან საქმეში თავის წვლილს შეიტანს სომეხი ხალხი. რუსეთო, სომეხი ხალხი შენთანაა, შენ გაიმარჯვებ!” _ დასძინა ალა აკოფიანმა.

მიტინგის მსვლელობისას წამოიწია სომხეთის მომავლის საკითხმა სამოკავშირეო სახელმწიფოში, რომელიც ბოლო ხანს აღელვებთ სომხეთის პოლიტიკურ წრეებს. მაგალითად, წარმომადგენლებმა მოძრაობისა “ძლიერი სომხეთი რუსეთთან ერთად: ახალი კავშირისთვის” ვაგრამ მკრტჩიანმა აღნიშნა, რომ სომხეთის რეგიონებში სტუმრობისას ხშირად ესმის კითხვა _ რატომ არ გააქვთ რეფერენდუმზე საკითხი რუსეთბელარუსის კავშირის შემადგენლობაში სომხეთის შესვლის შესახებ? მკრტჩიანის თქმით, ისინი, ვინც ადრე ოცნებით უმზერდა დასავლეთს, უკვე მიხვდა, რომ რეგიონში დასავლეთის პოლიტიკას თურქეთი ახორციელებს. და, თუ რუსეთი არ იქნება სამხრეთ კავკასიაში, ამ რეგიონში იქნება თურქეთი _ ეს უნდა შეიგნოს ყველამ, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ მსგავსი სცენარის განხორციელება შეუძლებელია, ჩვენც არ დავუშვებთ ამას”, _ ხაზი გაუსვა მკრტიჩიანმა.

შეკრებილთ მიმართა ლიდერმა მოძრაობისა “ძლიერი სომხეთი რუსეთთან ერთად: ახალი კავშირისთვის,” თავმჯდომარემ პარტიისა “კავშირი _ კონსტიტუციური უფლება” აიკ ბაბუხანიანმა, რომელმაც ყველას შეახსენა, რომ სომხები და რუსები 200 წლის განმავლობაში მხარდამხარ იბრძოდნენ ღირსეული მომავლისთვის.

“ჩვენ დღეს ვხედავთ, რომ ღირსეული მომავალი არის ჩვენს მოკავშირე რუსეთთან ერთად. სხვაგვარად როგორ შეიძლება, თუ ჩვენს დღევანდელობას, ჩვენი შვილების მომავალსა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ რუსი მშვიდობისმყოფელები და მესაზღვრეები: ისინი არიან სიუნიკშიც და არცახშიც. 1915 წლის გენოციდის დროს სომეხი ხალხი ნაციზმის მსხვერპლი იყო, და ჩვენ დღეს ვალდებული ვართ, ნაციზმს ვებრძოლოთ. ეს არ ნიშნავს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ვართ, ჩვენ ნაციზმის წინააღმდეგ გამოვდივართ”. _ თქვა ბაბუხანიანმა და დასძინა, რომ სომხეთს სხვა არჩევანი არ აქვს, გარდა ამისა, რომ იყოს ძლიერი სახელმწიფო, ეს კი შესაძლებელია, მხოლოდ რუსეთთან ერთად.

ყოფილი დეპუტატის, პარტია “ალიანსის” თავმჯდომარის, ტიგრან ურიხანიანის განცხადებით, აუცილებელია, დაეხმარონ სომხურ დიპლომატიას, მიმართონ ის რუსეთთან პატიოსანი და უანგარო კავშირის ასაწყობისკენ, რადგან ეს იქნება საფუძ’ველი, რომელიც განამტკიცებს სომხეთს.

“მაგრამ, სამწუხაროდ, ძალის გამოუყენებლად ფაშიზმთან ბრძოლა შეუძლებელია”, _ აღნიშნა ურიხანიანმა და მადლობა გადაუხადა შეკრებილებს იმისთვის, რომ მათი აქცია მიმართულია ძლიერი სომხეთის შექმნისკენ ძლიერ მეგობრებთან ერთად. და ეს არის აქციის ერთ-ერთი გზავნილი: “რუსეთი, ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე, უნდა იყოს ძლიერი და ეფექტიანად შეებრძოლოს ფაშიზმს, ეს არის ძლიერი სომხეთის მომავალი”.

ურიხანიანის განცხადებით, მსგავსი აქციები კიდევ გაიმართება და უფრო მასშტაბური იქნება.

dalmanews.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ლუკა მაისურაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here