მთავარი ისტორია სტალინი მეორე მსოფლიო ომში

სტალინი მეორე მსოფლიო ომში

დიდი სამამულო ომის საარქივო მასალები _ 1200 ახალი დოკუმენტი პირველად იხილავს მზის სინათლეს “საქართველო და მსოფლიოს” ფურცლებზე

172
გააზიარეთ

საბჭოეთის ლიდერის ძალისხმევა მშვიდობისა და საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის

სტალინი მიზნად ისახავდა ანტიფაშისტური ძალების გაერთიანებას, მათ მობილიზებას ფაშისტური გერმანიის წინააღმდეგ ბრძოლის გასაძლიერებლად. ანტიჰიტლერული კოალიციის შექმნა საბჭოთა კავშირის, კაპიტალისტური ინგლისისა და შეერთებული შტატების სამხედრო-პოლიტიკური ალიანსი, შემდეგ კი ევროპისა და აზიის სხვა ქვეყნების ალიანსი სტალინის შორსმჭვრეტელი პოლიტიკის შედეგია, რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა ომის შედეგზე. ამას წინ უძღოდა ბრძოლა საბჭოთა კავშირის აღიარებისა წამყვანი კაპიტალისტური ქვეყნების მხრიდან, ბრძოლა ერთობლივი უსაფრთხოების შესაქმნელად ფაშისტური გერმანიის, იტალიისა და იაპონიის წინააღმდეგ _ ამ სამთა ბლოკის მხრიდან სსრკ-ის წინააღმდეგ კაპიტალისტური ძალების ერთიანი ფრონტის შექმნის თავიდან ასაცილებლად. და რომ არა სტალინის შორსმჭვრეტელი და გარდამტეხი პოლიტიკა, საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის დასათრგუნავად მოახლოებული იყო კაპიტალისტური სამყაროს უკვე გამოკვეთილი ალყა, რომლის გარღვევის გარეშე საბჭოთა ქვეყანა აღმოჩნდებოდა ურთულეს ვითარებაში. სწორედ სტალინის დიპლომატიამ მოახერხა, ორი წლით გადაეწია ნაცისტური გერმანიისა და მისი მოკავშირეების თავდასხმა საბჭოთა კავშირზე და ამ ხნის განმავლობაში სტალინმა შეძლო, გაეუმჯობესებინა ქვეყნის გეოპოლიტიკური მდგომარეობა, ხოლო ფაშისტური აგრესიის დაწყებისთანავე დაიწყო ანტიჰიტლერული კოალიციის შექმნა მსოფლიოს წამყვან კაპიტალისტურ ქვეყნებთან მოლაპარაკებებით.

მიუხედავად ამისა, არიან ისტორიკოსები და პოლიტიკოსები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ მეორე მსოფლიო ომი სტალინმა დაიწყო, სტალინმა უბიძგა ჰიტლერს, სსრკზე მიეტანა იერიში და რომ მეტისმეტად აფასებდა ჩერჩილისა და რუზველტის როლს ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ ერთობლივ ბრძოლაშიმოკლედ, უმეცართა ფანტაზიასა და ტყუილს ნამდვილად არ აქვს ზღვარი.

სტალინის ძალა, ნიჭი, დიპლომატია და შორსმჭვრეტელობა იმაში გამოიხატება, რომ მან ყველაფერი გააკეთა ანტიჰიტლერული კოალიციის გასაძლიერებლად, რომ ცდილობდა, კოალიციის თითოეულ მონაწილეს კონკრეტული ვალდებულებები აეღო და უპირობოდ შეესრულებინა. სტალინი მოქმედებდა მტკიცედ, მაგრამ ტაქტიანად, პატივს სცემდა მოკავშირე ქვეყნებისა და ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში მონაწილე სხვა პოლიტიკურ თუ სამხედრო ლიდერებს. მოსკოვთან ახლოს, დაახლოებით 20 კმ-ში, ფაშისტური გერმანიის ჯარების მოულოდნელი და შოკისმომგვრელი მარცხი ბრიტანელებისა და ამერიკელებისთვის სიურპრიზი იყო. ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა უინსტონ ჩერჩილმა 1941 წლის დეკემბრის მეორე ნახევარში მოსკოვში გაგზავნა საგარეო საქმეთა მინისტრი იდენი, რომელიც ბრიტანეთის დაზვერვის უფროსი და, ამასთანავე, ჩერჩილის სიძე გახლდათ. ჩერჩილმა მას დაავალა მოლაპარაკებების გამართვა საბჭოთა მხარესთან მოკავშირეობისა და ურთიერთდახმარების შეთანხმების და, აგრეთვე, მსოფლიოს შემდგომი სტრუქტურის მოწყობის შესახებ. ამასთანავე, იდენი უნდა დარწმუნებულიყო, შეესაბამებოდა თუ არა სიმართლეს გერმანიის უძლეველი არმიის შოკისმომგვრელი მარცხის ამბავი, რადგან ინგლისშიც და შეერთებულ შტატებშიც სჯეროდათ, რომ 1941-1942 წლების ზამთარში საბჭოთა კავშირი ნაცისტური გერმანიის შეტევებს დიდხანს ვერ გაუძლებდა. სსრკ-სა და დიდ ბრიტანეთს შორის ხელშეკრულების დადების მნიშვნელობის გათვალისწინებით, სტალინი ვიაჩესლავ მოლოტოვთან ერთად მონაწილეობდა იდენთან მოლაპარაკებებში. იმის გამო, რომ ბრიტანეთის მთავრობამ უარი თქვა 1941 წლის საბჭოთა საზღვრების აღიარებაზე, გადაწყდა, რომ ამ თემაზე მოლაპარაკებები სხვა დროისთვის გადაეტანათ. სტალინმა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ იდენს რამდენიმე დღის წინათ მოსკოვთან ახლოს გათავისუფლებული ვოლოკოლამსკის მონახულება შესთავაზა. იდენმა დიდი ინტერესი გამოხატა. დათოვლილ მინდვრებზე იდენმა და მისმა თანმხლებმა სამხედროებმა საკუთარი თვალით იხილეს დამწვარი და გაპარტახებული გერმანული სამხედრო ტექნიკა _ ტანკები, ცეცხლსასროლი იარაღები და .., ასევე, გერმანელი ჯარისკაცების ცხედრები. ნანახმა, რა თქმა უნდა, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იდენზე.

1941 წლის დეკემბერში სტალინმა იდენს მოლაპარაკებისას მტკიცედ განუცხადა: “სსრკ-ის საზღვრების საკითხს… ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს… ომი სსრკ-სა და გერმანიას შორის წარმოიშვა დასავლეთის საზღვარების გამო, მათ შორის, ბალტიის სახელმწიფოთა გამო. მსურს, ვიცოდე, რომ ინგლისი, ჩვენი მოკავშირე, არის თუ არა მზად, მხარი დაგვიჭიროს ამ საზღვრების აღდგენაში”. აი, რას წერს იდენი ამ მოპალარაკების თაობაზე თავის მემუარებში:

სტალინის შემოთავაზებული პროტოკოლი მიუთითებდა, რომ ლონდონის იმედები მასზედ, რომ საზღვრების განხილვა ატლანტიკური ქარტიის ზოგადი დებულებებით შემოიფარგლებოდა, არ გამართლდა. რუსებს თავიანთი მიზანი მტკიცედ ჰქონდათ განსაზღვრული, რომელიც ბოლო სამი წლის განმავლობაში თითქმის არ შეცვლილა და რომელიც ეხებოდა რუსეთის საზღვრების მაქსიმალური უსაფრთხოების უზრუნველყოფას სამომავლოდსტალინმა ბრჭყალები გვიჩვენა. მან დაიწყო იმით, რომ საბჭოთა საზღვრები 1941 წლის მიხედვით დაუყოვნებლივ უნდა იქნას აღიარებული, როგორც საზღვრები, რომელიც ომის შემდგომ სამშვიდობო ხელშეკრულებაში მკაფიოდ იქნებოდა გაწერილი.

იდენმა სტალინს ჰკითხა: _ რატომ ჩქარობთ ომისშემდგომი საზღვრების დადგენას, როდესაც ჰიტლერი ჯერ კიდევ ძალიან ახლოს არის მოსკოვთან, ბერლინი კი _ საკმაოდ შორს?

სტალინმა მყისიერად და თავდაჯერებით უპასუხა:

_ არა უშავს, რუსები უკვე ორჯერ იყვნენ ბერლინში და მესამედაც აღმოჩნდებიან!

1941 წლის დეკემბერშივე ჩავიდა მოსკოვში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ფრანკლინ რუზველტის სპეციალური წარმომადგენელი ჰარი ჰოპკინსი, რომელმაც სტალინთან შეხვედრის შთაბეჭდილებები ასე აღწერა:

“არ იყო არც ერთი ზედმეტი სიტყვა, ჟესტი, გრიმასი. მრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ვესაუბრებოდი საოცრად გაწონასწორებულ მანქანას, ინტელექტუალურ მანქანას. სტალინმა ზუსტად იცოდა, რა სურდა თავად, რა სურდა რუსეთს და თვლიდა, რომ ჩვენც ვიცოდით ზუსტად… როგორც ჩანს, მას ამაში ეჭვი არ ეპარებოდა. ის თავისდაუნებურად აღვივებდა ადამიანებში რწმენას, რომ რუსეთი უსათუოდ გაუძლებს გერმანიის თავდასხმებს”.

ჰოპკინსი სტალინში ხედავდა გამორჩეულ, განსაკუთრებულ სამხედრო ლიდერს, რომლის გარშემოც შესაძლებელი იყო ანტიჰიტლერული ალიანსის მჭიდრო თანამშრომლობა. რუზველტიც ითვალისწინებდა ჰოპკინსის აზრს.

აი, როგორ აფასებდა რუზველტი სტალინს:

ამ ადამიანმა ზუსტად იცის, რა სურს და ამ სურვილს ბოლომდე მიჰყვება. სასიამოვნოა მასთან მუშაობა. არანაირი მიკიბვმოკიბვა. ის სვამს საკითხს, რომლის განხილვაც სურს, და ამ საკითხიდან არ გადაუხვევს”.

ასევე საინტერესოა რუზველტის ვაჟის, პოლკოვნიკ ელიოტ რუზველტის მოგონებები:

ჩერჩილი და სტალინი

“მამაჩემმაც და ჩერჩილმაც ბრწყინვალედ იცოდნენ ისტორია. სტალინს ისტორიასა და გეოგრაფიაზე თავისებური ცოდნა ჰქონდა. იგი ფლობდა ინგლისურ ენას, ბრწყინვალედ ესმოდა, მაგრამ არასდროს ამჟღავნებდა. ამას მაშინ მივხვდი, როდესაც ინტერვიუ ჩამოვართვი. იმხანად მე უკვე რუსული ენის კურსებზე დავდიოდი და ზოგჯერ, როდესაც ჩემი თანდასწრებით რუსულად მიმდინარეობდა საუბრები, კარგად ვხვდებოდი, რაზე მსჯელობდნენ. მე მივხვდი, რომ ის ისევე კარგად ფლობდა ინგლისურს, როგორც ის რუსები, რომლებიც მამას ხვდებოდნენ, გარდა პროფესიონალი თარჯიმნებისა. სტალინი ყურადღებით ისმენდა ყველაფერს, რაზეც ჩერჩილი და მამა საუბრობდნენ შეხვედრებზე, მიუხედავად იმისა, რომ მშვენივრად იცოდა, რაზე იყო საუბარი, ელოდა თარგმანს და ამით დროს იგებდა. მას უპირატესობა ჰქონდა ორივეზე, რასაც არასდროს ამჟღავნებდა”.

1942 წლის აგვისტოში, როდესაც კავკასიონის მთებში გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობდა, მოსკოვში ამჯერად ჩერჩილი ჩაფრინდა მოლაპარაკებებზე და ამის შესახებ თავის მოგონებებში დაწერა:

მე ჩემს მისიაზე ვფიქრობდი ამ პირქუშ და ბოროტ ბოლშევიკურ სახელმწიფოში, რომლის დახრჩობასაც დიდი მონდომებით ვცდილობდი მისი დაარსებისთანავე და რომელსაც ჰიტლერის გამოჩენამდე ცივილიზებული სამყაროს მომაკვდინებელ მტრად მივიჩნევდი. რა უნდა მეთქვა ახლა მე მათთვის?” მოსკოვში ჩერჩილის ჩასვლის პირველივე დღეს, 12 აგვისტოს, შედგა პირველი შეხვედრა და საუბარი მას და სტალინს შორის, რომელიც დაახლოებით ოთხ საათს გაგრძელდა. საუბარს ესწრებოდნენ მოლოტოვი, ვოროშილოვი, ბრიტანეთის ელჩი მოსკოვში _ კერი, აშშ-ის ელჩი მოსკოვში _ ჰარიმანი. ჩერჩილმა თავიდანვე იმედი გამოთქვა, რომ დიალოგი “მეგობრულ ვითარებაში” წარიმართებოდა და რომ სტალინი ასევე “გულწრფელად ისაუბრებდა, რისი გაკეთება მიაჩნდა სასარგებლოდ ამ ეტაპზე”. შემდეგ აღნიშნა, რომ შეთანხმება მოლოტოვთან 1942 წლის მაისში მეორე ფრონტის გახსნის შესახებ შემოიფარგლებოდა მხოლოდ სიტყვებით, რადგან “ვერაფერს დაჰპირდება ამ წლისთვის”, და რომ ამერიკასა და ბრიტანეთს “არ შეუძლიათ განახორციელონ ოპერაციები სექტემბერში… მაგრამ, როგორც სტალინმა იცის, ბრიტანეთი და შეერთებული შტატები ემზადებიან მნიშვნელოვანი ოპერაციებისთვის 1943 წელს”. ჩერჩილმა ისაუბრა სადესანტო ძალების ნაკლებობასა და ამერიკული დივიზიების ჯერ კიდევ მცირე რაოდენობაზე ბრიტანეთის კუნძულზე და რომ, უბრალოდ, არაგონივრული იქნებოდა ამ წელს სადესანტო მოქმედებების დაწყება წარმატების გარანტიის გარეშე; დასძინა, რომ ემზადებიან, რათა ეს ოპერაციები დაიწყოს 1943 წელს.

სტალინმა ჩერჩილს შეკითხვით უპასუხა: “სწორად გავიგე თუ არა, რომ წელს მეორე ფრონტი არ გაიხსნება, რომ ბრიტანეთის მთავრობა უარს ამბობს საფრანგეთის სანაპიროებზე 6-8 სადესანტო დივიზიის გადასხმაზე ამ წელს?” ამჯერად ჩერჩილმა ჰკითხა სტალინს, თუ რას გულისხმობთ მეორე ფრონტში. მას საბჭოთა ლიდერმა მოსალოდნელი პასუხი გასცა: _ წელს დიდი ძალებით შეჭრას ევროპაში. იქვე მყოფმა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ავერელ ჰარიმანმა მხარი აუბა ჩერჩილს და განაცხადა, რომ იგი ეთანხმება ბრიტანეთის პრემიერის განცხადებას.

“ვინც არ რისკავს, ომს ვერ იგებს, _ განაცხადა სტალინმა და განაგრძო, _ არ უნდა გქონდეთ გერმანელების მიმართ ესოდენ დიდი შიში”. სტალინის სიტყვებმა გააღიზიანა ჩერჩილი და სტალინს შეახსენა, რომ ინგლისი თითქმის მარტო ებრძოდა ჰიტლერის ჯარს 1940 წელს და გერმანელებმა ვერ გაბედეს ბრიტანეთში შეჭრა.

სტალინსა და ჩერჩილს შორის მოლაპარაკებები 13 აგვისტოს გაგრძელდა. ამ დღეს სტალინს მოლოტოვი ახლდა, ჩერჩილს _ ჰარიმანი, ბრუკი, კადოგანი, უეველი და ტედერი. შეხვედრისას კვლავ წამოიწია წინა დღეს განხილულმა თემამ. სტალინმა აღნიშნა: “ბრიტანელები და ამერიკელები რუსეთის ფრონტს მეორეხარისხოვნად მიიჩნევენ, მე კი პირველხარისხოვნად მივიჩნევ”, რომ დასავლელი მოკავშირეები არ ასრულებენ დაპირებულ ვალდებულებას სსრ კავშირისთვის იარაღისა და სხვა საბრძოლო მასალების მიწოდების თაობაზე და “გვაწოდებთ იმას, რასაც არ დაგვპირებიხართ”, მაგრამ მადლობა გადაუხადა გადადგმული ნაბიჯისთვის. სტალინმა ბრიტანელ სამხედროებს შესთავაზა, დაინტერესების შემთხვევაში, გასცნობოდნენ საბჭოთა სარაკეტო ზალპურ სამხედრო დანადგარ “კატიუშას” (რაც მეორე დღესვე მოხდა). შემდეგ სტალინმა აღნიშნა, რომ შემაჯამებელი კომუნიკე არ უნდა შეიცავდეს “შეუსრულებელ დაპირებებს”. ჩერჩილმა, თავის მხრივ, ხაზგასმით აღნიშნა: “მტერს არ უნდა მიეცეს საფუძველი, იფიქროს, რომ “მოკავშირეებს შორის უთანხმოებაა”. დასასრულ, სტალინმა ჩერჩილის თხოვნით დაწვრილებით ისაუბრა კავკასიის დაცვის გეგმაზე. იმავე საღამოს სტალინმა ჩერჩილის პატივსაცემად სადილი გამართა.

სტალინი და რუზველტი

მარშალი გოლოვანოვი მოგონებებში წერს: “სადღეგრძელოები გრძელდებოდა. ჩერჩილს ჩვენ თვალწინ ეკიდებოდა სასმელი, აი, სტალინის ქცევაში კი არაფერი იცვლებოდაროგორც ჩანს, ჩერჩილმა ზედმეტების ლაპარაკი დაიწყო, რადგან ბრუკი მას სახელოზე ექაჩებოდა, რა თქმა უნდა, შეუმჩნევლად. სტალინი კი ძალდაუტანებლად უსმენდა მისთვის საინტერესო საუბარს. დამშვიდობებისას ჩერჩილი სხვების დახმარებით გაიყვანეს. სტალინი მომიახლოვდა და მითხრა: “ნუ გეშინია, რუსეთს სასმელში არ დავამღერებ. აი, ჩერჩილი კი ხვალ კედელზე დაიწყებს თავის მიხეთქებას, როდესაც შეიტყობს, რას როშავდა”.

კავკასიის ბრძოლების ყველაზე დაძაბულ დღეებში, კერძოდ, 1942 წლის 30 სექტემბერს, ჩერჩილმა სტალინს წერილი მისწერა საბჭოთა კავშირისთვის დახმარების თაობაზე და რომ ბრიტანელებს ჰქონდათ შემუშავებული გეგმა კოდური სახელწოდებით “Vელვეტ”-ი. გეგმის მიხედვით, ბრიტანეთის მე-10 არმია მზად იყო კავკასიაში შესაჭრელად, მაგრამ ინგლისს ამით სურდა არა იმდენად საბჭოთა ჯარის დახმარება, რამდენადაც კავკასიაში არსებული ნავთობის საბადოების ხელში ჩაგდება.

1942 წლის ბოლოსა და 1943 წლის დასაწყისში დაიწყო საუბარი ინგლისის, აშშ-ისა და სსრკ-ის მთავრობების მეთაურთა სამმხრივი მოლაპარაკებების გამართვის შესახებ. თუმცა ფრონტზე შექმნილი რთული ვითარების გამო, სტალინი ვერ ტოვებდა ქვეყანას მოკავშირეების მიერ შეთავაზებულ ადგილებზე გასამგზავრებლად, მაგრამ დათანხმდა რუზველტის შეთავაზებას ორმხრივი მოლაპარაკების გამართვის თაობაზე. 1943 წლის 26 მაისს რუზველტისადმი გაგზავნილ წერილში სტალინი წერდა, რომ ასეთი შეხვედრა შესაძლებელია ჩატარდეს “ივლისში ან აგვისტოში” ალასკაზე. დაგეგმილი შეხვედრა ჩაიშალა _ 4 ივნისს ამერიკის პრეზიდენტის სახელით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვაშინგტონში 1943 წლის 12-25 მაისს გამართულ ინგლის-მერიკის კონფერენციაზე გადაწყდა, ერთი წლით გადადებულიყო მეორე ფრონტის გახსნა. 11 ივნისს აშშ-ის პრეზიდენტისადმი გაგზავნილ წერილში სტალინმა შეახსენა დაპირება, რომელიც დასავლელმა ლიდერებმა 1943 წლის დასაწყისში დადეს საფრანგეთში თავიანთი შეიარაღებული ძალების გადასხმის თაობაზე არაუგვიანეს 1943 წლის სექტემბრისა. სტალინმა თავისი ჩვეული პირდაპირობით სიცრუეში დაადანაშაულა რუზველტიც და ჩერჩილიც და სიტყვაც არ დაუძრავს ორმმხრივ მოლაპარაკებაზე. ამავე პერიოდში, 1943 წლის მარტ-აპრილში, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იდენი ეწვია აშშ-ს. ბრიტანული მხარე ყოველნაირად ცდილობდა საბჭოთა ლიდერის დარწმუნებას, რომ დიდი ბრიტანეთი არ აპირებდა შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებას სსრკ-ის ზურგს უკან, პირიქით _ “სურს, ამერიკელებს აუხსნას, რა მნიშვნელოვანია სსრკ-ის აქტიური მონაწილეობა აბსოლუტურად თანასწორუფლებიანი პარტნიორის სტატუსით ომის შემდგომი საკითხების გადაჭრაში”. ვინაიდან სტალინი არ რისკავდა ქვეყნის დატოვებას, მისთვის მისარები იყო რუზველტის შეთავაზება _ “რაც შეიძლება მალე გაეგზავნათ მოლოტოვი და რომელიმე ნდობით აღჭურვილი გენერალი ვაშინგტონში”. 1942 წლის 20 აპრილით დათარიღებულ პასუხში სტალინი აღნიშნავდა: “მოლოტოვი შეხვდება ბრიტანეთის მთავრობას ლონდონში აზრების გასაზიარებლად”. შეხვედრებზე მოლოტოვმა ორივე ლიდერთან განიხილა მთავარი საკითხი _ 1941 წელს ევროპაში მეორე ფრონტის გახსნა. მოკავშირეებმა სთხოვეს მოლოტოვს, ეცნობებინა სტალინისთვის, რომ ისინი იმედოვნებენ, წელს მეორე ფრონტი გაიხსნას”.

მეორე ფრონტის გახსნა საკვანძო საკითხი იყო მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას. სტალინმა შეურიგებელი პოზიცია დაიკავა ამ საკითხზე. ის მკაცრად ითხოვდა, რომ ანგლოამერიკელ მოკავშირეებს შეესრულებინათ მთავარი ვალდებულება საბჭოთა კავშირის წინაშე და გაეხსნათ მეორე ფრონტი ევროპაში. ჩერჩილისადმი გაგზავნილ წერილში სტალინი წერდა: “ვვარაუდობ, რომ საბჭოთა კავშირის საომარი მდგომარეობა, ისევე როგორც დიდი ბრიტანეთისა, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება თუ ჰიტლერის წინააღმდეგ შეიქმნება დასავლეთისა (საფრანგეთში) და ჩრდილოეთის (არქტიკაში) ფრონტები”. მეორე ფრონტის გახსნაზე მოკავშირეების უარი სტალინის უნდობლობას იწვევდა. 1942 წლის ოქტომბერში ამერიკელ კორესპონდენტთან ინტერვიუში სტალინმა აღნიშნა, რომ მოკავშირეების დახმარება არაეფექტური იყო იმასთან შედარებით, რასაც აწარმოებდა საბჭოთა კავშირი ბრიტანეთისა და ამერიკელების სასარგებლოდ, ვინაიდან გერმანიის არმიის მთავარი ძალები მიმართული იყო საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ომში.სტალინი საქმის კურსში იყო, რომ იმავე წელს, 1942-ში, ჩერჩილმა მოამზადა საიდუმლო მემორანდუმიერთიანი ევროპის შექმნის შესახებ, რომელიც შეიცავდა ევროპის ქვეყნების, მათ შორის გერმანიის, გაერთიანებას ინგლისისა და აშშის გარშემობოლშევიკური ბარბაროსობის წინააღმდეგ საბრძოლველად”. შესაბამისად, ბრიტანელებმა და ამერიკელებმა სტალინს მეორე ფრონტის გახსნის ნაცვლად შესთავაზეს ჯარის შეყვანა სსრკის ტერიტორიაზე ფაშისტური შემოსევისგანდასაცავად”. 1942 წლის ივლისში ჩერჩილმა მიმართა სტალინს, შუა აზიის ზოგიერთ რაიონში ინგლის-კანადური ჯარების გაგზავნის წინადადებით. ჩერჩილმა სტალინს ურჩია საბჭოთა ჯარების გაყვანა კავკასიიდან და იქ ბრიტანეთის ჯარების განლაგება ნავთობის საბადოების “დასაცავად”. მან იგივე შესთავაზა მურმანსკის მიმართაც. რუზველტმა კი სტალინს შესთავაზა ამერიკული საჰაერო ბაზების განთავსება საბჭოთა შორეულ აღმოსავლეთში იაპონიის მოსალოდნელი აგრესიის “მოსაგერიებლად”. სტალინის პასუხი მოკავშირეთა ამ “დახმარებაზე” იყო ერთი: “დიახ, ჩვენ გვიჭირს და ამიტომ სჯობს, ეს ჯარები გაგზავნოთ ფრონტზე, ხოლო დანარჩენს თვითონ დავიცავთ”.

1943 წლის აგვისტოში კურსკის ბრძოლის შემდეგ აშკარა შეიქნა, რომ საბჭოთა კავშირის არმიას დამოუკიდებლად, მოკავშირეთა დახმარების გარეშე შეეძლო გაენადგურებინა ნაცისტური გერმანიისა და მისი სატელიტების ჯარები. აშშის პრეზიდენტმა თეირანის კონფერენციის წინა დღეებში უთხრა თავის ვაჟს:

“თუ რუსეთში ყველაფერი ისე გაგრძელდება, როგორც ახლა, მაშინ შესაძლებელია, რომ მომავალ გაზაფხულზე მეორე ფრონტის გახსნა საერთოდ არ იყოს საჭირო”.

სტალინს კი უწევდა ინტენსიური ბრძოლა არა მხოლოდ ფაშისტური ბლოკის წინააღმდეგ, არამედ ბურჟუაზიული სახელმწიფოების რეაქციული ძალების ღია თუ ფარული მოლაპარაკებების წინააღმდეგ, რომლებსაც ისინი აწარმოებდნენ გერმანიის მთავრობასთან. მთელი ომის განმავლობაში სტალინის დიპლომატიური საქმიანობის ცენტრში იყო საბჭოთა სახელმწიფოს ინტერესების დაცვის საკითხი, ინგლისისა და შეერთებული შტატების რესურსების მაქსიმალური ჩართვა გერმანიის წინააღმდეგ ომში, სსრკ-ის უსაფრთხოების უზრუნველყოფა ომის შემდგომ პერიოდში, ქვეყნის საზღვრების დაცვა და სამშვიდობო მოლაპარაკებებისას სსრკ-ის მყარი პოზიციების გარანტიების მოპოვება.

გრიგოლ ონიანი

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here