Home ახალი ამბები მსოფლიო პენტაგონმა აღიარა, რომ ვერ გაუმკლავდება რუსეთისა და ჩინეთის სტრატეგიულ ძალებს

პენტაგონმა აღიარა, რომ ვერ გაუმკლავდება რუსეთისა და ჩინეთის სტრატეგიულ ძალებს

4215
რაკეტა

გასულ ოთხშაბათს აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ჯონ რუდმა, განაცხადა, რომ მოწინააღმდეგის სტრატეგიული ძალები ამერიკის რაკეტსაწინააღმდეგო ძალებს ვერ შეაჩერებს.

შეიარაღებული ძალების კომიტეტის წევრმა სენატორებმა რუდს ჰკითხეს, შეძლებს თუ არა აშშ-ის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემა, წინ აღუდგეს რუსეთის უახლეს შეიარაღებას, რომლის შესახებაც  ვლადიმერ პუტინმა ისაუბრა ფედერალური კრებისადმი მიმართვაში 2018 წლის 1 მარტს. რუდმა უპასუხა, რომ სისტემა ამისთვის არ არის მოწოდებული: “აშშ-ის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა იმ სახით, როგორითაც შეიქმნა და დღეს მოქმედებს, ვერ მოერევა რუსეთის ან ჩინეთის სტრატეგიულ ბირთვულ არსენალს.

პარლამენტარების წინაშე გამოსვლისას პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის სტრატეგიულ ბირთვულ ძალებს შეემატა 80 ახალი საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა, წყალქვეშა ნავების 102 ბალისტიკური რაკეტა და სტრატეგიული დანიშნულების სამი წყალქვეშა კრეისერი “ბორეი”. მან თქვა, რომ რუსეთმა დაიწყო საგანგებო სტრატეგიული დანიშნულების შეიარაღების შემუშავება, რომელიც არ გამოიყენებს ფრენის ბალისტიკურ ტრაექტორიას და ამიტომ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებისთვის მიუწვდომელია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here