Home რუბრიკები საზოგადოება მამა ბასილი (მკალავიშვილი): ხსნა არსაიდან ჩანს, არც გამოჩნდება, სანამ სააკაშვილის გავლენას ბოლო...

მამა ბასილი (მკალავიშვილი): ხსნა არსაიდან ჩანს, არც გამოჩნდება, სანამ სააკაშვილის გავლენას ბოლო არ მოეღება

406

მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, ლიბერალური პროპაგანდის მხრიდან ტრადიციული ფასეულობების დისკრედიტაციის მცდელობებზე ეკლესიის წინააღმდეგ განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გამძაფრებულ ცილისმწამებლურ კამპანიაზესაქართველო და მსოფლიოსესაუბრება გლდანის წმიდა ღმრთისმშობლის ტაძრის წინამძღვარი მამა ბასილი (მკალავიშვილი).

_ მამაო, უწინარესად, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე შეგეკითხებით. ალბათ, დამეთანხმებით, რომ პოზიციასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე კინკლაობა ქვეყნის ინტერესებს აზიანებს. ხალხი უიმედოდაა, სახელმწიფო კი უმძიმეს მდგომარეობაშია ეკონომიკურად, სოციალურად, დემოგრაფიულად და .. თქვენ როგორ შეაფასებთ ჩვენს დღევანდელ რეალობას?

_ დღევანდელი მოვლენების, ყოველგვარი არეულობის, კრიზისის, შეჭირვების თავიდათავი ვინც არის თავის ეგზალტირებულ, სატანურ სექტასთან ერთად, ყველამ კარგად ვიცით. მინდა, თქვენი გაზეთის მეშვეობით იმ ფაქტზე გავამახვილო ყურადღება, რომელზეც არავისთან მისაუბრია, ახლა კი საჭიროდ ჩავთვალე მოგითხროთ.

სტუდენტობის პერიოდში ვცხოვრობდი თბილისში, ზემო ვეძისის დასახლებაში დეიდაჩემთან. მეზობლად ცხოვრობდნენ ალასანიები (სააკაშვილის ოჯახი). იმხანად განსაკუთრებულ ყურადღებას მათ არავინ აქცევდა, ის კი ვიცი, რომ იმ დასახლებაში ყველაზე შეძლებული ოჯახი იყო. მათ ავადმყოფი ბავშვი ჰყავდათ, რომელსაც საავადმყოფოდან საავადმყოფოში დატარებდნენ სხვადასხვა ექიმთან. გიული ალასანია დეიდაჩემთან და მეზობლებთან მეგობრობდა. ავადმყოფ ბავშვს, მიშა სააკაშვილს, ექიმები ვერ შველოდნენ, ბოლოს გადაწყვიტეს, მლოცველებთან წაეყვანათ. ჩვენი ერთი მეზობელი დაეხმარა შეწუხებულ დედას, რადგან ეს ქალბატონი, როგორც ამბობდნენ, თბილისში ყველა მკითხავსა და მლოცველს კარგად იცნობდა. ყველაფრის მიუხედავად, ბავშვს მაინც ვერ შველოდნენ. ღმერთს ვევედრები, ყველა ავადმყოფი, განსაკუთრებით ბავშვები, ყოველგვარი სენისგან განკურნოს. სააკაშვილი ბავშვობიდანვე არაადეკვატური იყო, რაც ქრონიკულად გამოავლინა ცხოვრებაში. სწორედ არაადეკვატურად შემოიპარა საქართველოში და დღეს ამ გაუწონასწორებელი პირის ირგვლივ ტრიალებს ჩვენი ქვეყანა. მსოფლიო პანდემიას შეძლებისდაგვარად უმკლავდება საქართველო; რაც შეეხება ჭირს, სააკაშვილის სახით, მეტად რთული აღმოჩნდა მასზე ზემოქმედება, რადგან მისი ეგზალტირებული, შერეკილი თანამზრახველები აჭარბებენ მას ქმედებებში… სასულიერო პირი თავს უნდა იკავებდეს პოლიტიკურ პროცესებში ჩართვისგან, მაგრამ დღეს ისეთი მდგომარეობაა, გულხელდაკრეფილი ყოფნა არავის ეგების. როგორც ყველამ უწყის, 5 წელი საპყრობილეში გამატარებინეს სატანური (იეღოველთა) წიგნების დაწვის გამო. ციხეში ყოფნისას (როგორც ღვთისმსახური ნაკლებად კონტაქტური ვიყავი გარკვეული საკითხების მიმართ) დავრწმუნდი, რომ ციხე ყოფილა ის დაწესებულება, რომელშიც პატიმრებმა წინასწარ იციან მოსალოდნელი მოვლენების შესახებ.

_ იქნებ დააკონკრეტოთ, როგორ?

_ რეალობის წინაშე აღმოვჩნდი და დავრწმუნდი, რომ მართლაც ასეა. ე.წ. კანონიერ ქურდებს ყველგან ჰყავთ თავიანთი პირები, რომლებიც აწვდიან ინფორმაციას, რა ხდება მთავრობაში, განსაკუთრებით ძალოვან სტრუქტურებში. საიდუმლო საკითხები შავნაბადის რეზიდენციაში წყდებოდა, ასევე კანცელარიის ერთ-ერთ საიდუმლო ოთახში. სააკაშვილის გეგმა იყო, ყველა ჩამოეშორებინა, ვისაც რაიმე შავბნელი საქმეები აკეთებინა. ეს მეთოდი მან თავისი მასწავლებლისგან, შევარდნაძისგან, შეითვისა და მოირგო. შევარდნაძემ ხომ ყველა ჩამოიშორა, ვინც ბატონ ზვიადის მკვლელობაში მონაწილეობდა: კვირაია, გულუა, იოსელიანი და სხვები. სააკაშვილის მიზანი ზურაბ ჟვანიას ლიკვიდაცია იყო, რომელიც გარკვეულწილად ხელს უშლიდა მზაკვრული გეგმების განხორციელებაში. მას ზურგს უმაგრებდა თავისი ციხესიმაგრე, დამცველი, მიმთითებელი ბიძა თემურ ალასანია. კანცელარიაში ერთ-ერთი ღამის თათბირზე, რომელსაც თემურ ალასანია ესწრებოდა, დაგეგმეს ჟვანიას მკვლელობა, ეს ფაქტი ხომ პეტრე მამრაძემ განაცხადა ტელეეთერში. თემურ ალასანიამ თქვა, რომ ჟვანია მალე აღარ იქნებაო. შემდეგ დაიგეგმა გურამ შარაძის მკვლელობა. ამის შესახებ მე გავაფრთხილე ბატონი გურამი, მაგრამ რა უნდა გაეკეთებინა?! მართლაც, როდესაც აკადემიკოსი გურამ შარაძე საჯარო ბიბლიოთეკიდან შინ ფეხით ბრუნდებოდა, ქალაქის ცენტრალურ მაგისტრალზე დახვრიტეს. მიცვალებული დიდხანს ჰყავდათ ქუჩაში დაგდებული, სისხლში მცურავი. ამით სააკაშვილი შიშის სინდრომს თესავდა, მიანიშნებდა, რომ მისთვის ყველა არასასურველ პირს გაისტუმრებდა. “ნულოვანი ტოლერანტობა, ყველა ციხეში”, _ მისი დევიზი ხომ ეს იყო.

ახლა კი იმ დაგეგმილი მკვლელობის შესახებ, რომელიც ვერ განახორციელა. სააკაშვილს გვერდით ჰყავდა ძმები ახალაიები, ვანო მერაბიშვილი, ოქრუაშვილი, ადეიშვილი და კიდევ სხვები. ახალაიებს ბინძური საქმეები აკეთებინა და მერე მათი მოშორება გადაწყვიტა. მართალია, აქ ჩამოთვლილი პიროვნებები ჩემთვის ყოვლად მიუღებელნი იყვნენ, მაგრამ კაცის კვლა არაქრისტიანულია, დიდი ცოდვაა. მე ჩემი ახლობლის მეშვეობით გავაფრთხილე ბაჩო ახალაია, რას აპირებდა სააკაშვილი. როგორც გაირკვა, ის ინფორმირებული იყო და ფრთხილობდა. დანარჩენებმაც იცოდნენ, რას უპირებდა მიშა. სწორედ ბიძადისშვილის გამოა ჩვენი ქვეყანა სიცრუის, შურის, ღალატის, სიძულვილის, ურთიერთგანკითხვის ჭაობში ჩაფლული. ხსნა არსაიდან ჩანს. არც გამოჩნდება, სანამ სააკაშვილის გავლენას ბოლო არ მოეღება. სანამ სააკაშვილი და მისი ამფსონები, რომლებიც ვერ აცნობიერებენ, რა ბოროტებას სჩადიან საკუთარი ქვეყნის წინაშე, სანამ საკუთარი თავის რეაბილიტაციის მანიით შეპყრობილი პრეზიდენტის სავარძელზე ოცნებას არ შეეშვება, სანამ არ დაადუმებს გაუწონასწორებელ სატანურ დაჯგუფებას და არ იჯდება იქ, სადაც არის მისი ადგილი, რომელიც დაიმსახურა. ქვეყანას არაფერი ეშველება და ერი ასეთი დაქსაქსული იქნება, სანამ მართული ტელევიზიების ეთერში ერის გამყიდველი წარმომადგენლები, რომლებიც ფინანსდებიან და იმართებიან დასავლეთიდან, ფაქტების გაყალბებას, ცრუ ინფორმაციების გავრცელებასა და დემაგოგიას არ შეეშვებიან. რუსეთმა ჩვენი ტერიტორები დაიკავა სააკაშვილის გამოისობით, ამერიკა და დასავლეთი კი ჩვენი სარწმუნოების, სულიერების, ერის ტრადიციების, იდენტობის ოკუპანტები არიან. სააკაშვილის ქართველთმოძულე ბიძა, რომელიც გონებადაბინდულ ნაციონალებზეა განრისხებული, ჩემი დისშვილი ჩამოსვლისთანავე რატომ არ გამოიყვანეს საპყრობილიდან და არ მიაბრძანეს პრეზიდენტის სასახლეშიო, მოულოდნელად გაუჩინარდა. სავარაუდოდ, იმის შიშით, რომ დისშვილისთვის გვერდით არ მიესვათ. მიშას დედა კი თავისი ძვირად ღირებული სამოსის დემონსტრირებით არის დაკავებული, ნაცვლად იმისა, რომ ერს ევედრებოდეს, შეიბრალეთ ჩემი ცოდვილი შვილი, ღირსეულად მოიხადოს სასჯელიო. აი მათი ოჯახის რეალური სახე. მათ ჰგონიათ, ყველაფერს ფულით იყიდიან, ფულით, რომელიც ქართველ ხალხს მოჰპარეს.

_ ეკლესია და სამღვდელოება მუდმივი თავდასხმის ობიექტია. ლიბერალური პროპაგანდა ყველა მხრიდან ახორციელებს შეტევებს. ხშირად ისმის ბრალდებები და ცილისწამებები ცალკეული სასულიერო პირების მიმართაც, მედიაველი გაჯერებულია მადისკრედიტებელი კამპანიით, რომ, თურმე, ეკლესია რუსეთიდან იმართება და რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობს. ამის ნათელი მაგალითია მეუფე იაკობის მიმართ წაყენებული აბსურდული ბრალდებები, რომლებიც მის ბოლოდროინდელ ქადაგებას მოჰყვა. მეუფემ, მოგეხსენებათ, განაცხადა, რომ სახელმწიფოს მეთაურმა ქვეყანა ომამდე არ უნდა მიიყვანოსროგორ ფიქრობთ, რა მიზანს ემსახურება ეს თავდასხმები ეკლესიაზე და მთავარი, აღწევს კი ეს პროპაგანდა მიზანს?

_ ეკლესიაზე თავდასხმის საფუძველი ანტიდისკრიმინაციული კანონია, რომელიც დაამტკიცა პარლამენტმა, რის შესახებაც საპატრიარქომ ერთმნიშვნელოვანი პოზიცია გამოხატა. ასევე, საერთაშორისო მემორანდუმი, რომელშიც ისეთი მზაკვრული საკითხებია ჩადებული, ხელ-ფეხი გაეხსნა ლიბერალებს და ამოქმედდნენ კიდეც. წმიდა მამები ბრძანებენ: “ქურდი მიდის იქ, სადაც ბევრი ოქროა”. სწორედ იმ ქვეყნებზე მიდის რეგულარული ზემოქმედება, რომლებშიც მართლმადიდებლობა მყარია. ქართველის გენეტიკაში გაიგივებულია სამშობლო და რწმენა. ჩვენ ეს დავამტკიცეთ _ პანდემიის პერიოდში მსოფლიოში ყველა ეკლესია-მონასტერი დაიკეტა (საბერძნეთშიც კი), ჩვენთან კი უფლის სამკვიდრებელი ტაძრები ღია იყო და დღისით თუ ღამით უფალთან მიდიოდა მრავალხმიანი გალობა სადიდებლად ჩვენი მხსნელისა. სწორედ ამიტომ უტევენ ჩვენს ბედკრულ ქვეყანას, რადგან მათი უდიდესი დაბრკოლება მართლმადიდებლობაა. გეოპოლიტიკოსი ზბიგნევ ბჟეზინსკი ამბობდა: “კომუნიზმის დანგრევის შემდეგ დასავლეთის სამყაროს პირველი მტერი მართლმადიდებლობაა”. რაც შეეხება მადისკრედიტებელ კამაპანიას, რომ ეკლესია რუსეთიდან იმართება, მართლმადიდებლობა საერთაშორისო საზოგადო ცნებაა და არავინ არავის მართავს _ რწმენაში ყოველივეს მართავს უზენაესი და მისი მცნებების დაცვა. ერთმორწმუნე მართლმადიდებელ რუსეთთან კონფრონტაცია ჩვენ არაფერს მოგვიტანს, პირიქით. მადლობა უფალს, რომ საქართველოში დამკვიდრდა ახალგაზრდების ჯგუფი თავისი ტელევიზიით. ეს ახალგაზრდები უმკლავდებიან ლიბერალების შემოტევებს და მათ დამცველ სატანისტებს ნაციონალების სახით… მეუფე იაკობი ღირსეულად ებრძვის სატანისტებს და სწორედ მას სჭირდება სასულიერო იერარქების მხარდაჭერა. რაც შეეხება იმას, რომ სახელმწიფოს მეთაური უნდა ცდილობდეს, ქვეყანა ომამდე არ მიიყვანოს, ჩემი მოსაზრებით, სწორედ ამ მცდელობას ვხედავთ. შეიძლება მთავრობას რაღაცები ეშლებოდეს, მაგრამ, ომი რომ არ მოხდეს, სწორედ ამიტომ მიდიან გარკვეულ (მათთვის არასასურველ) დათმობაზე ქართველთმოძულე სააკაშვილთან, მისი ბიძაც ესკალაციის მოსახდენად ჩამოვიდა. ეს ბინძური პროპაგანდა ძვირად უჯდება ერს, მაგრამ “ნაციონალური მოძრაობა”, ღვთის შემწეობით, მიზანს ვერ აღწევს, ვერც მიაღწევს. მთავარია, მმართველი პარტია ხალხის ინტერესებს ემსახურებოდეს, მყარად იდგეს ეროვნული ტრადიციების, სარწმუნოების პლატფორმაზე. ეს სატანური სექტის წარმომადგენლები ქვეყნის მშველელად რომ წარმოაჩენენ თავს და ჭკუას გვარიგებენ, პარლამენტის სხდომებში არ მონაწილეობენ, სოლიდურ ხელფასებს კი კარგად იღებენ შეჭირვებული ხალხის ნაშრომიდან. თუ ასეთი პატრიოტები არიან, გადარიცხონ ის თანხები მიუსაფართა ფონდში. აი მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შეცდომა. რისთვის უხდიან ფულს ე.წ. ოპოზიციას _ ქუჩაში სირბილისთვის, დესტაბილიზაციის მოწყობისთვის? ეს ხომ გაუბედურებული ხალხის ძარცვაა, სახელმწიფო ბიუჯეტის ყვლეფა.

_ აღსანიშნავია კიდევ ერთი გარემოება: ხალხი, რომელიც 24 საათის განმავლობაში ცრუ პროპაგანდით ებრძვის ეკლესიას, სამღვდელოებას, ეროვნულად მოაზროვნე ადამიანებს და ყველაფერს აკეთებს ეროვნული იდეის დისკრედიტაციისთვის, “რუსულ ოკუპაციას აპროტესტებს”. აცხადებენ, რომ, თურმე, დღეს საქართველოს ბედი უკრაინაში წყდება და საქართველომ ღიად უნდა დაუჭიროს მხარი უკრაინას. რას ემსახურება ეს პროპაგანდა და რატომ უნდათ გარკვეულ ძალებს საქართველოში, რომ ქვეყანა რუსეთთან კიდევ ერთ სამხედრო კონფრონტაციაში ჩაერთოს?

_ ეს გარემოება არახალია, მათი მიზანი ერის, ეკლესიის დისკრედიტაცია და დაკნინებაა. ეს პროპაგანდა 2003 წლიდან მოდის, როცა ანტიქრისტე სააკაშვილი ძალისმიერი მეთოდებით მოექცა ხელისუფლების სათავეში. საქართველოს ბედი აქვე, ჩვენივე ღვაწლით იჭედება, რა შუაშია უკრაინა, თუმცა მსოფლიოს ირგვლივ მოხეტიალე სააკაშვილს, რომელმაც უარყო საქართველოს მოქალაქეობა და გახდა უკრაინის მკვიდრი, კავშირი არ გაუწყვეტია თავის ბრბოსთან, უცხოეთიდან იძლეოდა დირექტივებს, მასთან დროდადრო სტუმრობდნენ საქართველოს მოღალატეები და ისინიც თავისებურად, უგუნური ხერხებით ცდილობდნენ, საქართველოს ბედი უკრაინაში გადაეწყვიტათ. ბოლოს კი სააკაშვილი შემოიპარა საქართველოში იმ მიზნით, რომ თავის ამფსონებთან ერთად კვლავ საკონცენტრაციო ბანაკად ექცია ქვეყანა. ციხიდანაც კი ახერხებს ეგზალტირებული მომხრეების მართვას, თუმცა მათი აქტიურობა უფრო და უფრო ნელდება _ აქციებისთვის ხალხის შეგროვებას ვერ ახერხებენ. რაც შეეხება პროპაგანდას, სურთ, კიდევ უფრო დაძაბონ ურთიერთობა საქართველოსა და რუსეთს შორის; სხვისი ხელით ეკლები კრიფონ და შემდეგ თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენონ, კიდევ ერთხელ გაიმეორონ 2008 წლის სცენარი _ რუსეთთან სამხედრო კონფრონტაცია. კიდევ დაიღვაროს ქართველთა სისხლი, შემცირდეს ქართველი ახალგაზრდების რაოდენობა, თვითონ კი ჩასაფრებული უყურონ ტრაგიკულ სურათს, ამას ვერ მიაღწევენ. ბევრჯერ მითქვამს და ვიტყვი კვლავ _ სააკაშვილს, 6 წლით პატიმრობას კი არ უნდა უსჯიდნენ, თავის ბანდასთან ერთად ნიურნბერგის მსგავს პროცესზე უნდა ასამართლებდნენ. რაც შეეხება უკრაინას, ის ჩვენი მეგობარი ქვეყანა უნდა იყოს, მაგრამ გეკითხებით და იქნებ ამიხსნათ _ დაარქმევდით ისეთ ქვეყანას მეგობარს, სადაც სამშობლოდან გაქცეული მოღალატენი საკმაოდ მაღალ თანამდებობებზე აღმოჩნდებიან?!

_ ლიბერალური დღის წესრიგი დღითიდღე უფრო რეპრესიული ხდება, იდევნება ყოველგვარი განსხვავებული აზრი, დახშულია სოციალური ქსელებიც, თუ ვინმე მათთვის მიუღებელ აზრს გამოთქვამს, იბლოკებაროგორ ფიქრობთ, რა არის საჭირო და აუცილებელი იმისთვის, რომ ეს მავნე იდეოლოგიურპოლიტიკური დღის წესრიგი დასრულდეს?

_ 2012 წელს, როცანაცმოძრაობაარჩევნებში დამარცხდა, მაშინვე უნდა გაუქმებულიყო. ესქართული ოცნებისდიდი შეცდომა იყო. კოაბიტაციის შედეგად კი რა მივიღეთ? სარეველას თუ არ ამოძირკვავ დროულად, ისე გაირთხამს ფესვებს, კეთილ ნაყოფს შთანთქავს. რა გასაკვირია, ლიბერალთა დღის წესრიგი რეპრესიული რომ ხდება. მათ აღიზიანებთ მართალი, საღი, ერის სასარგებლო ქმედებები და ეცდებიან ჩახშობას, რადგან ყოველგვარი კეთილი მათი დინების საწინააღმდეგოა. ლიბერალთა იდეოლოგიურპოლიტიკური დღის წესრიგი ძალიან სწრაფად დასრულდებოდა იმ შემთხვევაში, თუ ჩემი მრავალტანჯული ერი და ბერი ერთად იქნებოდა. გასული საუკუნეების ისტორიიდანაც ნათელია, რომ ქართველი ერი დაუმარცხებელია, მას მხოლოდ ქართველი თუ დაამარცხებს. დღეს სწორედ ამ რეჟიმში ვიმყოფებით _ ისევ ქართველი გვიტევს შეფარულ მომხვდურებთან ერთად. ამიტომ კვლავ ვიმეორებ _ სანამ დეზინფორმაციის, ტყუილების მქადაგებელი სააკაშვილის მიერ მართული ტელევიზიები და ინტერნეტსივრცე ნიკა გვარამიას, ინგა გრიგოლიას, ბოკერიასა და სხვათა ხელმძღვანელობით ავისმომასწავებელ კურსს არ შეიცვლის, სანამ არ დადუმდებიან, პირველობისა და ხელისუფლების სათავეში მოსვლის ჟინს არ ჩაიხშობენ, სულ პრობლემებში ვიქნებით. მართალია, ქართველი ერი გონიერია, მაგრამ მე მირჩევნია, ვიყო კარგი მღვდელი და ვემსახურო ხალხს, ვიდრე არაფრის მაქნისი მაღალი იერარქი ვიყო, როგორებიც არიან სააკაშვილის მიერ ჩანერგილი იერარქები საპატრიარქოს წიაღში. ყველამ უნდა მოიშოროს განდიდების მანია, პირველობისთვის სწრაფვა დამაღუპველია. ხელისუფლება ვალდებულია, ამ მანკიერ თვისებებს კანონი დაუპირისპიროს, რათა დადუმდნენ ერის მოღალატენი. მათი ვალია, პრიორიტეტული იყოს საყოველთაოდ აღიარებული პოსტულატები _ მამული, ენა სარწმუნოება. არც ამერიკა, არც დასავლეთი ჩვენს სასარგებლოდ არაფერს გააკეთებს, ისინი ჩვენზე ნადირობენ, რათა ქართველი, როგორც ერი, აღარ არსებობდეს. ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იმ ერს არ აღიარებს, რომელიც არ დაიცავს ლგბტ-თა ინტერესებს. კომენტარი თქვენთვის მომინდვია.

_ რას ფიქრობთ საქართველოს მომავალზე?

_ დღევანდელი რეალობის ფონზე საიმედოს ვერაფერს გეტყვით, თუმცაღა არ არსებობს გასაჭირი, გამოსავალი რომ არ ჰქონდეს. უნდა მივენდოთ უფალს. ჩემი აზრით, ისევ ჩვენ უნდა წავიდეთ დათმობაზე, როგორც დიდი ილია ბრძანებდა. რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები რუსეთთან _ მხოლოდ ეს არის ჩვენი ქვეყნის გადარჩენის გასაღები. მეორე _ რაც შეიძლება მოკლე დროში უნდა შედგეს რუის-ურბნისის მსგავსი კრება და განიწმიდოს ეკლესია უღირსთაგან, რის საფუძველზეც მივაღწევთ ეკლესიისა და ერის ერთიანობას, კონსოლიდაციას.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here