Home ახალი ამბები მსოფლიო ევროკავშირის ორმაგი სტანდარტი: მემორიალი ჯერ ააღებინეს, ახლა კი მის დაბრუნებას ითხოვენ

ევროკავშირის ორმაგი სტანდარტი: მემორიალი ჯერ ააღებინეს, ახლა კი მის დაბრუნებას ითხოვენ

860
მემორიალი

ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიისა და კრიზისების საკითხებში, ტოივო კლაარმა, შოტლანდიის ხელისუფლებას მოუწოდა, “ძალისხმევა არ დაიშუროს იმ ქანდაკების მთლიანობის შესანარჩუნებლად”, რომელიც მიძღვნილია 1992-93 წლების ომში სოხუმის აფხაზი დამცველებისადმი.

ეს ქანდაკება, რომელიც ქალაქ კილმანროკში იდგა, დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს ინიციატივით აიღეს რამდენიმე დღის წინათ.

ხსენებული მემორიალი 20 წლის წინათ დადგეს, მისმა დემონტაჟმა კი აფხაზების პროტესტი გამოიწვია. ქართველი დიპლომატების თქმით, ეს მემორიალი “შეიცავდა პოლიტიზებული ხასიათის სიმბოლიკას, რომელიც ეწინააღმდეგება დიდი ბრიტანეთის პოზიციას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის შესახებ” და ამიტომ საქართველოს მოთხოვნით მოხდა მემორიალური ქანდაკების დემონტაჟი. ახლა კი ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი მემორიალის თავის ადგილზე დაბრუნებისკენ მოუწოდებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here