Home რუბრიკები საზოგადოება დიქტატურა დემოკრატიის სახელით

დიქტატურა დემოკრატიის სახელით

4365
ლგბტ

მხოლოდ საქართველოს კი არა, ყველა ქვეყნის კონსტიტუციაში წერია, რომ ადამიანს სიტყვის თავისუფლება აქვს, ანუ ნებისმიერ ჩვენგანს შეუძლია საკუთარი მოსაზრების გამოთქმა და სიტყვის თავისუფლება უმთავრესია. ამით განისაზღვრება დამოუკიდებლობის ხარისხი დააქვე ისიც ვთქვათ, რომ რეალურად საქართველოში მედიისთვის სიტყვის თავისუფლება ყველაზე მეტად ედუარდ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში იყო. იმხანად იშვიათად ნახავდით სახელისუფლო პრესასა და ტელევიზიას და არც ხელისუფლება იკლავდა თავს მედიის კონტროლით.

შევარდნაძის ეპოქა ტყუილად არ გვიხსენებია, რადგან მის დროსაც იყვნენ ადამიანები, რომლებიც ლგბტ თემს წარმოადგენდნენ, მაგრამ მაშინ ეს ტერმინი მოდური არ იყო და სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებს პოლიტიკოსები _ ცისფრებად, რიგითი ადამიანები კი პიდარასტებად მოიხსენიებდნენ. და, იმის მიუხედავად, რომ სრულიად საქართველომ იცოდა, ვინ ვინ იყო, არავინ ამბობდა, სიძულვილის ენით ნუ საუბრობო, რადგან რეალურად ყველას თავის სახელი ერქვა. მაშინაც მუშაობდნენ ხელისუფლების უმაღლეს თანამდებობებზე მამათმავლები, დიაცთმოყვარული დიაცებიც, მაგრამ ხმამაღლა არ საუბრობდნენ ამაზე, რადგან იცოდნენ, რომ არ იყო მოსაწონი. შესაბამისად, სიმშვიდე იყო, უბრალოდ, ყველამ ყველაფერი იცოდა და პროპაგანდასაც არავინ ეწეოდა, _ არიქა, ხალხო, ხომ ხედავთ, მამათმავლობა რა კარგიაო.

მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა და მივედით იქამდე, რომ ზოგიერთმა ჯერ ამ ადამიანების ფარული დაცვა დაიწყო, შემდეგ ხმამაღლა განაცხადეს, რომ სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები არ უნდა დაიჩაგრონ საზოგადოებრივ ასპარეზზეო. შემდეგ, როდესაც ამ ყველაფერში პრესა, ტელევიზია და არასამთავრობო ორგანიზაციები ჩაერივნენ, ამ ადამიანებმაც ხმამაღლა განაცხადეს თავიანთი სექსუალური ორიენტაციის შესახებ და ასე ნაბიჯნაბიჯ დამყარდა ლიბერალური დიქტატურა. დიახ, დიქტატურა და ეს არ არის სამომავლო პერსპექტივა, ეს არის ის რეალობა, რომლის წინაშეც უკვე დავდექით და ამ დიქტატურის მსხვერპლნი ვართ. შესაძლოა, ვინმეს გაეღიმოს, რა ლიბერალური დიქტატურაო, მაგრამ

ცოტა ხნის წინათ ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრთან არსებული კერძო არაფორმალური განათლების ტრენინგცენტრ მედიასკოლიდან მოსწავლე ანზორ სვიანაძე ჰომოფობიური განცხადებებისა და სიძულვილის ენის ტირაჟირებისთვის გარიცხეს. ამ თემაზე ბევრს არ ვისაუბრებთ.

ამ ახალგაზრდამ, უბრალოდ, ხაზი გაუსვა, რომ ტრადიციული ცხოვრების წესი, ტრადიციული საზოგადოება ურჩევნია სოდომიას და სოდომიტობას _ სულ ეგ იყო, და იგი მყისიერად გარიცხეს სასწავლებლიდან…

ახლა _ მედლის მეორე მხარესაც შევხედოთ: ვინმეს რომ დაეწერა, ლგბტ თემის წარმომადგენელი ვარ და ამას ხმამაღლა ვამბობ, მხარი დამიჭირეთო, რა მოხდებოდა? სულ ცოტა, რამდენიმე ტელევიზია დაპატიჟებდა შოუში, გამბედაობას მოუწონებდა, რომელიმე არასამთავრობო დაასაქმებდა და წავიდოდა პიარი და ტირაჟირება იმისა, რომ ეს ძალიან კარგია. სვიანაძე კი უკვე თვითმკვლელობაზე ფიქრობს, რადგან არასამთავრობოებმა ტერორი (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) მოუწყვეს _ პირდაპირ განუცხადა ყველამ, რომ ამ განცხადების გამო სამსახურს ვერ იშოვის, რომ სწავლის შანსი აღარ ექნება, რადგან, ჰომოფობიური განცხადების გამო, მის გვერდით ჯდომასაც კი არავინ მოისურვებს. არადა, კაცმა თქვა, ლგბტ თემის წარმომადგენლები არ მომწონს, ჩვეულებრივი ადამიანები მირჩევნია, გმირებს ვეთაყვანებიო. მან თავისი აზრი გამოთქვა და ამ აზრის გამო ჩაქოლეს. ეს არ არის დიქტატურა?!

ვინმეს შეუძლია ახსნას, რატომ აქვს ნებისმიერს იმის უფლება, რომ, მაგალითად, ამერიკის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, დაადანაშაულოს რუსეთის აგენტობაში და ამით უდანაშაულობის პრეზუმფცია და ადამიანის უფლებების ქარტია თავზე გადაახიოს ნებისმიერს და მე, თქვენ, სხვას არ გვაქვს იმის თქმის უფლება, რომ სოდომიას და სოდომიტობას ტრადიციული ცხოვრების წესი და ოჯახი გვირჩევნია? დარწმუნებული ვარ, საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ან თბილისის ახალარჩეული მერი კახა კალაძე რეალურად მხარს არ უჭერენ ლგბტ თემის წარმომადგენლებს, ორივეს ლამაზი, ქართული ტრადიციული ოჯახი აქვს, მაგრამ ხმამაღლა ვერც ერთი ვერ გაბედავს იმის თქმას, რომ სოდომიტები და სოდომია არ მოსწონთ. როგორც კი ეს წამოსცდებათ, არათუ საქართველოში, არამედ მსოფლიოს მასშტაბით ატყდება ისეთი ამბავი, მეორედ მოსვლა გეგონებათ და კვირიკაშვილიც და ხალხის მიერ არჩეული კალაძეც სამსახურს დაემშვიდობებიან. საკუთარი აზრის გამოხატვით, ისინი სამსახურს დაკარგავენ. საუბარი ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებზეა და ხომ წარმოგიდგენიათ, ანალოგიური რამ ქვედა რგოლმა რომ გააკეთოს, რა მოხდება?!

რეალურად, ჩვენ, ნორმალურ ადამიანებს, ლგბტ თემის წარმომადგენლებმა უპირველესი უფლება, სიტყვის თავისუფლება, წაგვართვეს და, თუ ამ თავისუფლების დაბრუნებას შევეცდებით, ვკარგავთ ყველაფერს _ განათლების უფლებას, მუშაობის უფლებას, გარეთ გამოსვლის შემთხვევაში, შესაძლოა, სახლთან აქცია მოგვიწყონ და კვერცხები დაგვიშინონ და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ხმამაღლა ვთქვით: არ მოგვწონს განსხვავებული ორიენტაციის ადამიანები. არადა, განსხვავებული ორიენტაციის ადამიანებსაც ხომ არ მოსწონთ ჩვეულებრივი ადამიანები, რადგან ნებისმიერ მათგანში მტერს ხედავენ. თუმცა ამას იმით ამართლებენ, რომ დისკრიმინაციის ეშინიათ და ეს ნორმალურია, ანუ მათ ამის გამო არავის სჯის, სამაგიეროდ, ჩვენ გვსჯიან და ხმის ამოღების უფლებას არ გვაძლევენ. არის თუ არა ეს დიქტატურა?! თანაც, სამომავლო პერსპექტივით კი არა, ახლა, დღეს არსებული, ყოველდღიური შეხება რომ გვაქვს, ისეთი…

შევარდნაძის ეპოქა ვახსენეთ და უფრო შორსაც წავიდეთ _ სტალინის ეპოქაში ტროცკისტები გამოვიდნენ ქუჩაში და ხმამაღლა განაცხადეს თავიანთი უფლებების შესახებ. იქ იყვნენ გეები, ნარკომანები, ლოთები… მოკლედ, ადამიანები, რომლებსაც საზოგადოება მარგინალებად თვლიდა და ებრძოდა. სოდომიტებისა და სხვა ჯურის დეგენერატების პარპაში მაშინდელ სსრკ-ში იმით დასრულდა, რომ მათ იდეურ მამამთავარსა და ბელადს _ ტროცკის თავში ძალაყინი უთავაზეს, ხოლო სოდომია სისხლის სამართლით დასჯად კატეგორიაში გადაიტანეს. ეს მაშინ არავის გაუპროტესტებია იმის გამო კი არა, რომ სტალინის ეშინოდათ, არამედ იმის გამო, რომ სტალინს უზარმაზარი საბჭოთა კავშირის მოსახლეობის თითქმის ასი პროცენტი ეთანხმებოდა, რომ სოდომიტები საზოგადოებას რყვნიდნენ და ხრწნიდნენ… რომ მათი ადგილი საზოგადოებაში არ იყო. ახლა კი რა ხდება?! სოდომიტები ისევ ისე აპარპაშდნენ, რომ ნორმალური ადამიანების ადგილი აღარ არის საზოგადოებაში და ეს არის რეალობა, დღევანდელი რეალობა.

გაიხსენეთ გურამ კაშია და მის მიერ გაკეთებული სამკლავური. ადამიანები, რომლებმაც ეს არ მოიწონეს, უკვე გამოაცხადეს არათუ საზოგადოების, არამედ ქვეყნის მტრებად და ტელევიზიები შეთანხმდნენ, რომ ამ ადამიანებს ეთერს აღარ გააკარებენ, ხოლო ისინი, ვინც კაშიას ტაში დაუკრა, ყოველდღე ტელევიზიებში ჰყავთ და ტაშს აკვრევინებენ. ანუ, ვისაც ეს არ მოსწონს, სწორედ ამ ლიბერალური დიქტატურის გამო, ხმა არ უნდა ამოიღოს, ხოლო ვისაც მოსწონს, შეუძლია გამოვიდეს და ტაში დაუკრას. ასე რომ, ლიბერალურ დიქტატურას უკვე ემსხვერპლა განსხვავებული აზრი.

ისიც ვთქვათ, რომ ლგბტ-თა დამცველები არათუ ხმამაღლა საუბრობენ, არამედ იერიშზეც გადმოდიან და გვიტევენ პრინციპით _ გაღმა შეედავე, გამოღმა შეგრჩება და არაერთი რამ შეირჩინეს კიდეც. ყველაზე ნათელი მაგალითი ლგბტ-თა დამცველი ირინა ტორონჯაძეა, რომელმაც ძალიან საინტერესო რამ თქვა _ 17 მაისი, ლგბტ თემის საერთაშორისო დღე, საქართველოს ეკლესიამ ოჯახის სიწმინდის დღედ გამოაცხადა, რაც მათი მხრიდან აშკარად პროვოკაციული ქმედებააო. ოჯახის სიწმინდის დღის დაწესება ეკლესიის პროვოკაციაა და 17 მაისს ქუჩაში ცისარტყელის ფერებში გამოსული გაურკვეველი წარმომავლობის ადამიანების ამძუვნებული როკვა კანონზომიერება ყოფილა. კანონზომიერებაა ისიც, რომ თუ, მაგალითად, ჩვეულებრივმა ადამიანმა ქალს უკანალზე შეხედა, ეს სექსუალური ძალადობაა, მაგრამ, თუ ვიღაც პედერასტმა კაცს შეხედა უკანალზე, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, და თუ რამეს ეტყვი, ჰომოფობი ხარ. ნამდვილად ვერ გეტყვით, სადამდე შეიძლება ეს გაგრძელდეს, მაგრამ სულ უფრო ცოტა დროა დარჩენილი იქამდე, რომ ქუჩაში ლგბტ თემის წარმომადგენლები დაგვერიონ, ჩვენგან განსხვავებული რატომ ხართო და ამის გამო ისევ ჩვენ დაგვსჯიან.

იქნებ დროა, ევროპელებს თუ ამერიკელებს ან სრულიად დასავლურ სამყაროს, რომელიც ამ ყველაფერს, უბრალოდ, თავს გვახვევს, შევუწყვიტოთ ერთი ადგილის ქიცინი? ხომ ხედავთ, იმ ადგილის ქიცინში ყველაზე მეტად სწორედ მისი დაცვა გაჭირდა…

ბესო ბარბაქაძე

1 COMMENT

  1. ვფიქრობ, აღარც კომენტარების დროა და ღარც მასხარაობის! სიმართლე ეს არის:
    უნდა აღვდგეთ ყველა ერთიანად და მოვასპოთ ქვეყნიდან მაზნეველ – მაოხრებელი მთავრობა
    თავისი მოხელეებიანად!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here