მთავარი Facebook ფრაზები დავით მხეიძე: “მე კი სუფთა კომსომოლა როჟას მაგონებს! ეეე, შე ზაპადნიკო ქათამო!”

დავით მხეიძე: “მე კი სუფთა კომსომოლა როჟას მაგონებს! ეეე, შე ზაპადნიკო ქათამო!”

1818
გააზიარეთ
პარტია „რეფორმატორების" ლიდერი: ირაკლი ღლონტი
გადაცემა რეაქციაში სტუმრად მიწვეული პარტია „რეფორმატორების” ლიდერის, ირაკლი ღლონტის მიერ გაკეთებულ განცხადებას, სოციალურ ქსელში გამოეხმაურნენ ნიკოლოზ მჟავანაძე და დავით მხეიძე.

ირაკლი ღლონტმა შემდეგი სახის განცხადება გააკეთა გადაცემაში: „მინდა, ეთერით „ცენტრ პოინტის” მიერ დაზარალებულ 4 000 მოქალაქეს მივმართო, ხელისუფლებამ მოგატყუათ, ხვალ ან ზეგ თქვენ გამართავთ აქციას მთავრობის კანცელარიასთან და მე დავდგები თქვენ გვერდით, თქვენ აქციებს გამართავთ პროკურატურასთან, დავდგები თქვენ გვერდით, მაგრამ გამოვა ვოლსკი, გამოვა თუნდაც ჩემი მეგობრები ხელისუფლებიდან და გეტყვიან- ჩვენ რა ვქნათ? აგერ, პროკურატურამ თავისი განაჩენი გამოიტანა და დაასრულა პროცესი, მაგრამ მე მინდა იცოდეთ თქვენ, თქვენ ხართ მოტყუებულები დღეს, თქვენ ხართ „გადაგდებულები“, როგორც “ცენტრ პოინტმა”  შეიძლება „გადაგაგდოთ“ .

ირაკლი ღლონტის მიმართვას ნიკოლოზ მჟავაძე სოციალურ ქსელში ასე გამოეხმაურა:

„ცოტნე ცოტაშვილს მაგონებ ძალიან, იმიტომ, რომ აი, ასეთი სპექტაკლი, ასე ასვლა, ასე პოზირება კამერებთან, ეს დაამუშავე, ირაკლი თუ რა ხდება? აი, ერთი-ერთში ცოტნე ცოტაშვილი გამახსენა შენმა თავმა”, – მიმართა მჟავანაძემ ირაკლი ღლონტს.

ხოლო პუბლიცისტმა  დავით მხეიძემ „რეფორმატორების” ლიდერს „ზაპადნიკი ქათამი“ უწოდა:

„მე კი სუფთა კომსომოლა როჟას მაგონებს!

ეეე, შე ზაპადნიკო ქათამო! რომ გაიძახი პოლიტიკოსი ვარო, პოლიტიკოსად ხალხმა უნდა გაღიაროს!

ორკაციანი პარტიის (მიშა რომ გიფინანსებს, როგორც ამბობენ) თავმჯდომარე რომ ხარ, მაგიტომ გგონია თავი პოლიტიკოსი?

შენ არ იყავი, შალვა რამიშვილის კითხვაზე, ვერცერთი ნაკლი რომ ვერ უპოვნე შენს სულიერ მამას, კრეტინოზავრ სააკაშვილს?“. – წერს მხეიძე ფეისბუკში.

 

 

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here