Home რუბრიკები ეკონომიკა ბიძინა ივანიშვილის ქონება 25 მილიონით შემცირდა

ბიძინა ივანიშვილის ქონება 25 მილიონით შემცირდა

1602
ბიძინა ივანიშვილი

მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანებმა ერთ დღეში 114 მლრდ დოლარი დაკარგეს

Bloomberg Bilionaires Index (BBI)-ის მიერ გავრცელებული მონაცემების მიხედვით, აშშის საფონდო ბაზარზე ინდექსების დაცემამ მსოფლიოს 500 უმდიდრეს ადამიანს ერთ დღეში 114 მილიარდი დოლარი დააკარგვინა.

აშშ-ის ძირითადი საფონდო ინდექსები 3,8-4,6 პროცენტით დაეცა. შედეგად Dow Jones-მა ერთ დღეში დაკარგა 4% _ ინდექსის ამდენი პუნქტით დაწევა მისი არსებობის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია.

ყველაზე მეტად დაზარალდა უორენ ბაფეტის საინვესტიციო კომპანია Berkshire Hathaway. მისი ქონება ერთ დღეში 5,1 მილიარდი დოლარით შემცირდა. Facebook-ის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერმა 3,6 მილიარდი დოლარი იზარალა; მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, Amazon-ის დამაარსებელმა ჯეფ ბეზოსმა _ 3,3 მილიარდი. აღსანიშნავია, რომ უმდიდრესი ქართველის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ქონება 25 მილიონით შემცირდა.

მაგრამ მდიდარ ადამიანთა სარეიტინგო სიაში ყველაფერი ძველებურადაა _ მილიარდერთა პირველი ხუთეული არ შეცვლილა: პირველ ადგილაზე კვლავ ბეზოსი რჩება, რომლის ქონება 116 მლრდ დოლარადაა შეფასებული; მეორეზეა გეიტსი თავისი 91,6 მილიარდით; ხოლო მესამეზე _ ბაფეტი 85 მილიარდით; შემდეგ მოდის ცუკერბერგი 74,7 მილიარდით; მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ხუთეულს კი ასრულებს ბრენდ Zara-ს მფლობელი ამანსიო ორტეგა, მას 74 მილიარდი დოლარი აქვს. ბიძინა ივანიშვილი კი 5,85 მლრდ დოლარით 310-ე ადგილზეა.

ანალიტიკოსების აზრით, 2009 წელს დაწყებული განუხრელი ზრდის შემდეგ ამერიკული საფონდო ბაზარი ღრმა კორექციას მხოლოდ ახლა განიცდის. საფონდო ინდექსების დაცემის ერთ-ერთ მიზეზად ასახელებენ ხელფასების მნიშვნელოვან ზრდას აშშ-ში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here