Home ახალი ამბები საქართველო თამარ კიკნაძე: თუ კანდიდატის სტატუსს მოგვცემენ, მაგრამ ამის საფასური ჩვენი ეროვნული ინტერესების...

თამარ კიკნაძე: თუ კანდიდატის სტატუსს მოგვცემენ, მაგრამ ამის საფასური ჩვენი ეროვნული ინტერესების საზიანო იქნება, მაშინ არ გვინდა ასეთი სტატუსი

“ჩვენი ქვეყანა კანდიდატის სტატუსს უფრო მეტად რომ იმსახურებს, ვიდრე მოლდოვა და უკრაინა, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ, რადგან საქართველო ბოლო პერიოდში ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე საუბრობს და მოქმედებს, გვსჯიან”

589

მიმდინარე წლის სექტემბერში გამოქვეყნდა ევროკავშირის სტრუქტურების რადიკალური რეფორმირების გეგმა 30+ წევრზე გაფართოების წინ. ავტორებმა წარმოადგინეს ევროკავშირის მოდელი ოთხი კონცენტრული წრის სახით:

“ – შიგა წრე;

ჩვეულებრივი ევროკავშირი;

ასოცირებული წევრები;

ევროპის პოლიტიკური გაერთიანება, ანუევროპელი ლიდერების თავისუფალი ასოციაცია“.

ნაკლები უნდა იყოს ევროკომისარი და ევროდეპუტატი. ევროკავშირის გადახდების მკაცრად დაკავშირება ევროპული კანონების შესრულებასა და  ევროსაბჭოში გადაწყვეტილების ერთხმად მიღების ნაცვლად გადაწყვეტილების ხმათა უმრავლესობით მიღებაზე გადასვლა. ვეტოზე ეროვნული უფლება უნდა გაუქმდეს. აი ასეთი იქნება ევროკავშირი რამდენიმე წლის შემდეგ

საქართველო ელოდება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, რომელიც უკვე მოიპოვეს მოლდოვამ და უკრაინამ. რა სარგებელი მიიღეს უკვე სტატუსმინიჭებულმა ქვეყნებმა და რას მივიღებთ ჩვენ, თუ აღნიშნული სტატუსი მოგვანიჭესამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე პოლიტოლოგი, პროფესორი თამარ კიკნაძე გვესაუბრება:

_ ევროპელები და, საერთოდ, დასავლეთი ბარიერებს გვიქმნიან მათ რიგებში გასაერთიანებლად. ვირს რომ დაუკიდებენ ცხვირწინ სტაფილოს, აი, ზუსტად ასე გვიკეთებენ… ცუდია, რომ ევროკავშირის წევრობის სტატუსს საქართველოში არეულობა მოაქვს, დესტაბილიზაციის მიზეზი ხდება.

ევროკავშირის წევრობის სტატუსს მოგვცემენ თუ არა, დიდწილად დამოკიდებულია პოლიტიკურ კონიუქტურაზე. ჩვენი ქვეყანა კანდიდატის სტატუსს უფრო მეტად რომ იმსახურებს, ვიდრე მოლდოვა და უკრაინა, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ, რადგან საქართველო ბოლო პერიოდში ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე საუბრობს და მოქმედებს, გვსჯიან.

თუ კანდიდატის სტატუსს მოგვცემენ, მაგრამ ამის საფასური იქნება ჩვენი ეროვნული ინტერესების საზიანო, მაშინ არ გვინდა ასეთი სტატუსი. ჩვენ ევროკავშირის წევრობა უპირობოდ გვინდა და არა კაბალური პირობებით. დიდი  დილემის წინაშე ვდგავართ: თუ მოგვცემენ სტატუსს, რა პირობებს მოაყოლებენ, არ ვიცით; თუ არ მოგვცემენ, აქ დესტრუქციული ძალები არეულობას მოაწყობენ. მთავარი არის ის, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი გამოყენებული არ უნდა იყოს დესტრუქციისთვის, მაგრამ, ალბათ, ასე იქნება.

_ მოლდოვასა და უკრაინას აქვთ ეს სტატუსი, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, არ გვინახავს, რა სარგებელი მიიღეს სტატუსის მინიჭების შემდეგ ამ ქვეყნებმა. რას მივიღებთ ჩვენ, თუკი მართლაც მოგვცემენ კანდიდატის სტატუსს?

_ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით არაფერი მიუღია არც უკრაინასა და არც მოლდოვას, ისინი არ გამდიდრებულან… ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არის პიარაქცია. თუ ჩვენ გავხდებით კანდიდატები, ეს მხოლოდ და მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ევროპული სწრაფვა, უბრალოდ, გამოიხატა. ევროპამ თუ აამუშავა მექანიზმები _ უვიზო მიმოსვლის შეჩერების, ფინანსების შეზღუდვის _ ძალიან ცუდი იქნება. ეს გვაიძულებს, უარი ვთქვათ ევროპაზე და ეს უნდა გაითვალისწინონ იქაც.

არაფრის მომცემ კანდიდატობას ჩვენი ე.წ. ოპოზიციონერები დესტრუქციისთვის გამოიყებენ. რიგითი ადამიანები ხშირად ვერ ხვდებიან, რასთან არის დაკავშირებული ეს ყველაფერი. არულობის მომხრე ძალებს, პიართვალსაზრისით, ეს კარგად აქვთ გათვლილი.

კანდიდატის სტატუსი კი არა, ევროკავშირის წევრობაც რომ მოვიპოვოთ, მაინც არაფრის მომტანი იქნება ეს ყველაფერი და ამიტომ ვამბობ, რომ ამ გზაზე სიარულმა ჩვენი ქვეყანა არ უნდა არიოს. არადა, ყველაფერს ისეთი პირი უჩანს, რომ ევროპელობის მიზეზით არეულობის მცდელობა იქნება, რომელიც საქართველოს დაღუპავს, ჩვენ ამას ვერ გადავიტანთ და შესაძლოა, სახელმწიფოებრიობაც დავკარგოთ.

_ შესაძლოა, რომ ვითარება, რომელიც საქართველოშია, გაითვალისწინონ და არ დაგვამხონ თავზე ქვეყანა და სტატუსი მოგვანიჭონ?

_ ყველას თავისი ინტერესი აქვს, არავინ ფიქრობს სხვის არეულობაზე. გააჩნია, რა ინტერესები აქვს ევროპას ამ შემთხვევაში, ეს მალე გამოჩნდება კიდეც…

_ ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელები ამბობენ, რომ დღეს გაცილებით მეტი შანსი გვაქვს კანდიდატის სტატუსის მისაღებად, ვიდრე ოდესმე გვქონიამართალია?

_ ეს სიტყვები უნგრეთის პრემიერმინისტრის ჩამოსვლის შემდეგ ითქვა. უნგრეთი ევროკავშირის წევრი ქვეყანაა და, რადგან მხარს გვიჭერს, ალბათ, ამიტომ თქვეს მთავრობის წევრებმა ეს სიტყვები. ევროკავშირში გადაწყვეტილებას კონსესუსის გზით იღებენ. წინააღმდეგი ერთი ქვეყანაც რომ იყოს, ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭების გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ. ეს რთული მექანიზმია.

საქართველოს ევროკავშირის წვერობა მეტისმეტად წინ წამოწეული საკითხია, პიარტექნოლოგიები მუშაობს, ეს ხდება რაღაც პროცესების დასაწყებად, რაც ძალიან სამწუხაროა. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. არადა, ეს სტატუსი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ევროკავშირის წევრები გავხდებით. ევროკავშირის მიერ შექმნილ ბარიერებში მხოლოდ მათი ინტერესები დევს და არა ჩვენი. ეს ყველამ უნდა იცოდეს.

საქართველო მზად უნდა იყოს ყველაფრისთვის, მოგვანიჭებენ წევრობის კანდიდატის სტატუსს თუ არა. ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურს აქვს ინფორმაცია არეულობებზე და, ალბათ, ღონისძიებებს გაატარებენ. არეულობის შესახებ ინფორმაციას ჩვენც ვფლობთ _ დესტრუქციული ტელევიზიები ყოველდღე სწორედ ამ არეულობაზე საუბრობენ, არაფერს მალავენ.

ამას წინათ ერთ რეგიონში ვიყავი. საკაბელო ტელევიზიით აჩვენებდნენმთავარიარხის გადაცემებს, მაგრამ არ აჩვენებდნენიმედისგადაცემებს, “მაესტროს” “რუსთავის”, ამას ყურადღება უნდა მიექცეს. აუცილებელია ახალგაზრდებთან მუშაობა. დესტრუქციული პოლიტიკოსების არცთუ მცირე ნაწილი უნივერსიტეტებში მუშაობს და მათ შესაძლებლობა აქვთ, ახალგაზრდებს თავს მოახვიონ მცდარი ღირებულებები… ეს პროცესები გასაკონტროლებელია და ამაზე ხშირად ვსაუბრობ.

მინდა მჯეროდეს, რომ ხელისუფლება თავისი სპეცსამსახურებით ამ ყველაფერს გააკონტროლებს, რადგან საქართველო მორიგ არეულობას ვერ გადაიტანს. ჩვენს რეგიონში ძალიან ცუდი ამბები ხდება, ახლო აღმოსავლეთიც ჩვენი რეგიონია. იქ რა ხდება, ვხედავთ. ომის რიტორიკით დაკავებული პოლიტიკოსები ან ვერ გრძნობენ საფრთხეს, ან სული აქვთ გაყიდული. ხელისუფლება ხშირად არ მოსწონს ხალხს, მაგრამ ახლა ამის დრო არ არის. მთავარია, ქვეყანაში მშვიდობა  შევინარჩუნოთ.

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here