Home ახალი ამბები საქართველო ეს დანაღმული, წყეული ველი!

ეს დანაღმული, წყეული ველი!

339
საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი უილიამ კორტნი, „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“ ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი ივანე ჩხიკვაძე და ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩი, „ჩეთემ ჰაუსის“ უფროსი მკვლევარი ნატალია საბანაძე

ეს ბოლშევიზმია! – წუხს რომელიღაც პოლიტიკოსი ან რიგითი მოქალაქე, როდესაც ოპონენტების მხრიდან სიხისტეს და ძალადობას წააწყდება.

ესენი ორჯონიკიძეები არიან! – აცხადებენ მმართველი პარტიის წარმომადგენლები იმ ქართველების მიმართ, რომლებიც ამერიკაში დარბიან იქაურ პოლიტიკურ ისტებლიშმენტში საქართველოს ხელისუფლების საწინააღმდეგო განწყობების შესაქმნელად.

ჯერ ამ ტერმინების მართებულობაზე ვიტყვი ორიოდ სიტყვას: რას ნიშნავს ბოლშევიზმი? კი, მათ არასოდეს დაუმალავთ ძველი, უსამართლო, ექსპლოატატორული სისტემის შეცვლისა და ახალი, სოციალური სამართლიანობის სისტემის მშენებლობაში ძალის გამოყენების აუცილებლობა. არათუ არ დაუმალავთ, მათ უმთავრეს ფილოსოფიურ და პოლიტიკურ დოკუმენტში („კომუნისტური პარტიის მანიფესტი”) ეს ხაზგასმულად ეწერათ: „კომუნისტები აცხადებენ, რომ მათი მიზნების მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ მთელი არსებული საზოგადოებრივი წყობილების ძალდატანებითი დამხობის გზით. გაბატონებული კლასები დაე ძრწოდნენ კომუნისტური რევოლუციის შიშით. მასში პროლეტარები არაფერს დაკარგავენ, გარდა საკუთარი ბორკილებისა”. სოციალური უსამართლობის დამხობა ძალის გამოყენებით სოციალისტური რევოლუციაა, ხელისუფლების დამხობა კი  სახელმწიფო გადატრიალება. ეს სრულიად განსხვავებული მოვლენებია, რომელთა აღრევა დაუშვებელია, რადგან ჭეშმარიტებისგან გვაშორებს. მართალია, ბოლშევიკების მეთოდი ძალადობრივი იყო, მაგრამ ამ ძალადობას იქამდე არსებული (დაკანონებული) უსამართლობის დამხობისა და მის ადგილზე სამართლიანი სოციალურ-ეკონომიკური სისტემის მშენებლობის ნათელი მიზანი ამართლებდა. ბოლშევიზმის არსი ეს მიზანი იყო. ამ არსში წვდომისა და მისი დანახვის გარეშე ბოლშევიზმის შეფასება ცალმხრივი და ტენდენციური გამოდის. ფორმულა  „ბოლშევიზმი უდრის ძალადობას” მცდარია. სწორია ფორმულა  „ბოლშევიზმი უდრის უსამართლობისა და ადამიანის მიერ ადამიანის ჩაგვრის წინააღმდეგ შეიარაღებულ ბრძოლას”. აქედან გამომდინარე, ის ადამიანები, რომლებიცბოლშევიზმითსპეკულირებენ და ამ ისტორიულ მოვლენას ძალადობის სიმბოლოდ წარმოაჩენენ, საკითხს ზედაპირულად აფასებენ და მწარედ ცდებიან ან შეგნებულად ცრუობენ. ძალადობის სიმბოლო ბოლშევიზმი კი არ არის, დასავლეთში საუკუნის წინათ აღმოცენებული ფაშიზმია; ფასადური დემოკრატია და ე.წ. ფერადი რევოლუციებია, რომლებსაც ხელისუფლების ცვლილებისა და ამერიკული სპეცსამსახურების აგენტების მოყვანის გარდა არავითარი სისტემური და თვისებრივი განახლება არსად არ მოუტანია. როგორ შეიძლება 1917 წელს რუსეთში განხორციელებული დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციაც და 2003 წელს საქართველოში ამერიკელების მიერ მოწყობილი სახელმწიფო გადატრიალებაც (.. ვარდების რევოლუცია) რევოლუციად იწოდებოდეს?! ანალოგიური ვითარება  გვაქვს სერგო ორჯონიკიძესთან, რომელიც ე.წ. ეროვნულმა მოძრაობამ მოღალატედ შერაცხა. ორჯონიკიძე არ არის ღალატის სიმბოლო. თუკი მაინცდამაინც რაღაცის სიმბოლოდ უნდა გამოაცხადოთ, იგი სოციალისტური რევოლუციის გამარჯვებისა და სოციალური სამართლიანობის დამკვიდრებისთვის ბრძოლის სიმბოლოა. ეს არის სწორი და სამართლიანი მიდგომა. ის მიდგომა კი, რომელიც ამ ისტორიული პიროვნების მიმართ ე.წ. ეროვნულმა მოძრაობამ დაამკვიდრა და დღემდე გვაქვს, არამხოლოდ ტენდენციური, არამედ ბრიყვული მიდგომაცაა, რომელსაც ბრბოს მიდგომას დავარქმევდი, სადაც ისტორიულ და ფილოსოფიურ სიღრმეს პრიმიტიულობა ცვლის – ჩასძახეს, ამოსძახა. სერგო ორჯონიკიძემ შეიძლება შეცდომა დაუშვა, მაგრამ მას ღალატი არ ჩაუდენია. სტალინის თანამებრძოლი სამშობლოს ღალატში დაადანაშაულო, მართლაც დიდი უსინდისობა და უვიცობაა. არასწორი შეფასებისა და უგუნურების გარდა რა უნდა დავარქვათ იმას, რომ სტალინსა და ორჯონიკიძეს მოღალატეებად ვაცხადებთ, განძიპარია მენშევიკებს კი, ნოე ჟორდანიას მეთაურობით, გმირებად ვრაცხთ და მათ დროშას დავაფრიალებთ. ეს იმ დროს, როდესაც ვიცით, რომ მათ საუკუნის წინათ ზუსტად იგივე სურვილი ამოძრავებდათ, რაც დღევანდელმეხუთე კოლონას” – საქართველოს მთლიანი და საბოლოო დაქვემდებარება დასავლეთისთვის.

 4 ივნისს (2024 წ.) აშშ-ის კონგრესში იმსჯელეს საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე. სიტყვით გამოვიდნენ „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის” ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი ივანე ჩხიკვაძე, ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩი და „ჩეთემ ჰაუსის” უფროსი მკვლევარი ნატალია საბანაძე და საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი და „რენდის კორპორაციის” უფროსი მკვლევარი უილიამ კორტნი. აი, რა კომენტარი გააკეთა ამაზე საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ: რაც ჩვენ კონგრესში ვიხილეთ, ეს იყო ჩვეულებრივი ღალატი, პირდაპირ ვიტყოდი ამას. გუშინ ვანო და ნატალია, სერგო ორჯონიკიძეები საუბრობდნენ საქართველოსთან დაკავშირებით. ეს იყო ჩვეულებრივი ღალატი, ეს იყო ჩვეულებრივი ბოლშევიკური ღალატი, ამას სხვა სახელი უბრალოდ არ შეიძლება დაერქვას, რაც ძალიან დასანანი და სამწუხაროა“. ახლა ვნახოთ,  რა განცხადება გააკეთა ევროკავშირში საქართველოს ყოფილმა ელჩმა და „ჩეთემ ჰაუსის” უფროსმა მკვლევარმა ნატალია საბანაძემ: „საქართველოს მმართველი რეჟიმი სტალინის სახელმძღვანელოთი მოქმედებს და აგენტებად შერაცხავს კრიტიკულ ხმებს“.

დააკვირდით, რა საინტერესო მოვლენასთან გვაქვს საქმე:სამშობლოს ერთგული ირაკლი კობახიძე და მის მიერ სამშობლოს მოღალატედ შერაცხლი ნატალია საბანაძე სტალინს და ბოლშევიკებს ერთნაირად მიიჩნევენ მოღალატეებად, ე.ი. ისინი ამ უაღრესად მნიშვნელოვან საკითხზე  ისტორიის ერთ მხარეს დგანან. სწორედ სტალინის პიროვნებასა და სოციალისტურ რევოლუციასთან (ბოლშევიზმთან) აბსოლუტურად არასწორმა (უვიცმა) დამოკიდებულებამ მიიყვანა ნატალია საბანაძე, როგორც ბატონი ირაკლი კობახიძე აფასებს, სამშობლოს ღალატამდე. ჩვენ არ ვიცით, იგივე დამოკიდებულება სტალინთან, ორჯონიკიძესთან და ბოლშევიზმთან მიიყვანს თუ არა ბატონ ირაკლის სამშობლოს ღალატამდე,სამშობლოს წინაშე მძიმე შეცდომის დაშვებამდე მაინც, მაგრამ, თუ ერთ შემთხვევაში ასეთი რეალობა გვაქვს, იგი მეორე შემთხვევაშიც არ უნდა გამოვრიცხოთ. დასავლეთისმეხუთე კოლონა“, ანუ როგორც ბატონი ირაკლი უწოდებს, რადიკალური ოპოზიცია (.. ეროვნული მოძრაობიდან შალვა ნათელაშვილისა და სალომე ზურაბიშვილის ფანჩატურებამდე) სტალინის, ორჯონიკიძისა და ბოლშევიზმის შესახებ ზუსტად ისევე ფიქრობს, როგორც ბატონი ირაკლი. მეტსაც გეტყვით, ის კონგრესმენებიც, რომელთა ანტიქართულმა საუბარმა ასე გააღიზიანა ბატონი ირაკლი და მმართველი პარტიის სხვა წარმომადგენლები, სტალინისა და ბოლშევიზმის შესახებ ზუსტად იმას ფიქრობენ, რასაც ბატონი ირაკლი ფიქრობს. ეს მათი შპარგალკაა, დღევანდელი ტერმინით თუ ვიტყვით, მათი ნარატივია, ეს დასავლეთის მიერ შემოგდებული შაბლონია, რომლის გავლენიდან და ტყვეობიდან ვერ თავისუფლდებიან ისინიც კი, ვინც თითქოს უკვე ჩასწვდა დასავლეთის მთელ ვერაგობას. დროა, ბოლომდე გაიღვიძოთ და გამოფხიზლდეთ, ყმაწვილებო! კარგად დაიმახსოვრეთ, რასაც ახლა გეტყვით: მათ იციან, რატომ სძულთ სტალინი, ბოლშევიზმი და სოციალიზმი, თქვენ კი არ იცით, რატომ გძულთ ისინი. თქვენ თავს მოგახვიეს ეს სიძულვილი, ვერაგულად (მეცნიერულად) დამუშავებული მეთოდებით ჩაგინერგეს ის, რაც მათ ინტერესებში შედის. თქვენ გძულთ სტალინი და გიყვართ ჟიორდანია, მაგრამ დააკვირდით,  თუ რა განსხვავებაა მათ შორის: სტალინი ჟორდანიასავით კუდამოძუებული (ნაქურდალი განძით სავსე ყუთებით) კი არ გაქცეულა სამშობლოდან, როდესაც მტერი მოადგა, იგი მტერს მტრულად დახვდა, მერე კი ბერლინამდე სდია, სადაც მოაშთო კიდეც. მთავარი სამხედრო დამნაშავეები საერთაშორისო ტრიბუნალით გაასამართლა და ჩამოახრჩო. გესმით, რატომ სძულთ დასავლეთში სტალინი და ბოლშევიზმი?! თქვენც ამისთვის გძულთ? ამისთვის თუ გძულთ, თქვენს სიძულვილს არც გამათლება აქვს და არც ახსნა. ხვდებით, რა გაუგებრობაში ხართ?! დასავლეთს თქვენც სძულხართ, მაგრამ ისიც იციან, რომ ბოროტი ზრახვების განხორციელებაში თქვენ იმის მემილიონედ წინააღმდეგობას ვერ გაუწევთ, რამდენიც სტალინმა გაუწია. დღეს მათთვის ყველაზე დიდი წინააღმდეგობის გამწევი ვლადიმერ პუტინია, ამიტომ სძულთ იგი სტალინის დარი სიძულვილით ანუ, თუ შეიძლება ასე ითქვას, ჭეშმარიტი სიძულვილით. დასავლეთს სძულს სტალინი და თქვენც გძულთ სტალინი, დასავლეთს სძულს პუტინი და თქვენც გძულთ პუტინი. ეს არაფერს გეუბნებათ? თუ არაფერს გეუბნებათ, ეს უკვე თანამიმდევრულობის დეფიციტს ნიშნავს. თქვენ იცით ისტორია, მაგრამ არ იცით ისტორიის ფილოსოფია; თქვენ იცით პოლიტიკა, მაგრამ ვერ სწვდებით პოლიტიკის ფილოსოფიას. თანმიმდევრულობა საგნის ცოდნას ვერ მოაქვს, იგი მხოლოდ მის არსში წვდომისგან მოდის.

საბჭოთა კავშირისა და სოციალიზმის უსაფუძვლო სიძულვილმა და დასავლეთის პროვინციულმა სიყვარულმა თანამიმდევრულობა დააკარგვინა ზვიად გამსახურდიას;

საბჭოთა კავშირისა და სოციალიზმის უსაფუძვლო სიძულვილმა და დასავლეთის პროვინციულმა სიყვარულმა თანამიმდევრულობა დააკარგვინა ედუარდ შევარდნაძესაც;

მიხეილ სააკაშვილზე საუბარიც არ ღირს!

არ მსურს, იგივე დაემართოს დღევანდელ ლიდერებსაც. მართალია, ამჟამინდელი ხელისუფლება მტკიცედ დაადგა დასავლეთის მიერ ჩვენთვის ჩამორთმეული სუვერენიტეტის აღდგენის გზას, მაგრამ ჯერ კიდევ რჩება ღირებულებათა აღრევის დასავლურ პარადიგმაში. ამ საქმეში გაცილებით მეტი თანამიმდევრულობაა საჭირო:

*დაანებეთ თავი ბოლშევიზმის სიძულვილს და სერგო ორჯონიკიძისთვის მოღალატის ძახილს!

*დაივიწყეთ დასავლეთიდან შემოსული ყველა შაბლონი მამათმავლობის პროპაგანდიდან სტალინის სიძულვილამდე!

*აიღეთ ხელი დასავლური ცხოვრების წესის გაკერპებაზე!

*აღიარეთ, რომ დასავლეთის უმთავრესი მახასიათებელი გარყვნილების პროპაგანდა, ფაშისტური ტენდენციები და უსამართლო ომებია!

*დაინახეთ, რომ დასავლეთი ის იმპერიაა, რომელიც, პარტნიორებს კი არა, კოლონიებს ეძებს და პოულობს კიდეც!

*მიხვდით, რომ არავითარი დემოკრატია, სიტყვის თავისუფლება და ადამიანის უფლებების დაცვა დასავლეთს არ შეუქმნია. ყალბია ეს ყველაფერი. ნამდვილი დემოკრატია სოციალიზმია, რომლის ამოსავალი ადამიანთა შორის თანასწორობაა!

მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეძლებთ კოლონიური მდგომარეობიდან გამოსვლას და სუვერენიტეტის აღდგენას. ყველა სხვა შემთხვევაში ისინი მოგიგებენ, ვინაიდან მათგან თავის დაღწევას კი ცდილობთ, მაგრამ მათთან საერთო ინტერესებისა და საერთო სიძულვილების (სტალინი, ორჯონიკიძე, სოციალური თანასწორობა) სივრცეში რჩებით, რაც მათი უღლის ქვეშ დარჩენას ნიშნავს!

გამოდით დასავლეთის ღირებულებათა სისტემიდან, სადაც სიმართლე სიცრუეა, ზნეობა უზნეობაა, სიკეთე ბოროტებაა. ეს დანაღმული, წყეული ველია!

იფიქრეთ ამაზე!

ვალერი კვარაცხელია

                                                                                                    

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here