Home ახალი ამბები საქართველო ირაკლი გოგავა: საქართველოს ხელისუფლებამ „ვერცხლის ტყვია“ ესროლა ლიბერალ-გლობალისტების მსოფლიო სექტას”

ირაკლი გოგავა: საქართველოს ხელისუფლებამ „ვერცხლის ტყვია“ ესროლა ლიბერალ-გლობალისტების მსოფლიო სექტას”

“ძალიან საშიშ ძალას დავუპირისპირდით. ამისთვის აუცილებლად დაგვსჯიან. სტალინმა 70 წლით გაუჩერა ლიბერალ-გლობალისტებს პროექტი და დღემდე ფულს იხდიან მისი სახელის ძაგებისთვის. პარადოქსია! კვლავ საქართველო ხდება ამ ანტისაკაცობრიო პროექტის ჩაშლის ერთ-ერთი ცენტრი. როგორც ჩანს, ეს ჩვენი მისიაა!”

511

ქართული ოცნებაოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატივით მიმდინარე წლის 4 აპრილს გამოვიდა. კანონების პაკეტით საქართველოს კონსტიტუციის 30- მუხლს დაემატება შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია“. ამასთანავე, აღნიშნული კანონპროექტით განისაზღვრება ქორწინებასთან, არასრულწლოვნის შვილად აყვანასა და მინდობით აღზრდასთან, ადამიანის სქესის შესაცვლელად სამედიცინო ჩარევასთან, ოფიციალურ დოკუმენტში სქესის მითითებასთან, სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების გამოყენებასთან, შეკრებასა და ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხი.

ზემოაღნიშნული სამომავლო ცვლილებები მორიგი გაღიზიანების საფუძველი აღმოჩნდა დესტრუქციული  ძალებისთვის, მაგრამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის.

პოლიტოლოგმა ირაკლი გოგავამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ ვრცელი წერილი, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

“ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონების პაკეტი ულტრალიბერალურ გლობალისტურ პროექტში მონაწილეობაზე საქართველოს უარია. ქართველი საზოგადოება კმაყოფილია, რადგან ლიბერალების აგრესიული ქცევისგან, წლებია, შეწუხებულია. ამ ინიციატივით აიკრძალება ლგბტ პროპაგანდა, ოჯახი არის მხოლოდ ქალისა და მამაკაცის კავშირი, შვილად აყვანა მხოლოდ ტრადიციული ორიენტაციის  ოჯახებს შეეძლებათ, იკრძალება სქესის შეცვლა დოკუმენტებში და ქირურგიული გზით, იკრძალება მედიაში შესაბამისი სცენების ჩვენება, იკრძალება ერთნაირსქესიანთა ურთიერთობების პოპულარიზაცია მანიფესტაციის გზით და კიდევ სხვა საკითხები.

მოკლედ, საქართველოს ხელისუფლებამვერცხლის ტყვიაესროლა ლიბერალგლობალისტების მსოფლიო სექტას. სინამდვილეში თანამედროვე ლიბერლიზმი არ არის იდეოლოგია. ეს არის ტექნოლოგია, რომელიც მეცნიერებმა იმისთვის მოიგონეს, რომ საზოგადოებები და სახელმწიფოები აკონტროლონ, გარყვნან, დაშალონ ატომებად და ბოლოს ჩამოშალონ. ეს ტექნოლოგია თავის დროზე „ფრანკფურტის სკოლის“ მეცნიერებმა შეიმუშავეს. მისი დანერგვა 50-იანი წლებიდან ჯერ აშშ-ში დაიწყეს, შემდეგ _ ევროპაში, იაპონიაში, სამხრეთ კორეაში, ლათინურ ამერიკაში და ახლა, უკვე წლებია, ჩვენთანაც ცდილობენ.

„ფრანკფურტის სკოლის“ მეცნიერებმა მსოფლიოს უმსხვილესი ოლიგარქიული ოჯახებისგან მიიღეს დაკვეთა:  როგორია ადამიანი, რომელსაც ძალუძს წინააღმდეგობის გაწევა? კვლევის შედეგად დაიდო დასკვნა: წინააღმდეგობის მთავარი გამწევი არის ტრადიციული მეოჯახე მამაკაცი, რელიგიური, პატრიოტი. შემდეგ კვლევებში კი, ისევ სუპერმდიდრების დაკვეთით, მათ გაწერეს გეგმა, რომლითაც წინააღმდეგობის გამწევი ადამიანების რაოდენობა მინიმუმამდე უნდა შეამცირონ. ეს გეგმა გულისხმობს პატრიოტიზმის ატროფიას, ოჯახის განადგურებას, ეკლესიის დასუსტებასა და გაქრობას, სახელმწიფოების განადგურებას. 1958 წლიდან დაიწყო მსოფლიოში ამ გეგმის განხორციელება.  ტრამპის დევიზი: „ღმერთი, ოჯახი, სამშობლო“ სწორედ ამას უპირისპირდება.

ისინი ამ მიზნებისთვის იყენებენ ახალგაზრდებს, რომლებსაც არ ჰყოფნით ცოდნა-გამოცდილება იმისთვის, რომ ჯეროვნად გააანალიზონ და მიზეზ-შედეგობრივი კავშირების ლოგიკური ჯაჭვი ააგონ. ახალგაზრდების მაღალი ჰორმონალური ფონი და, აქედან გამომდინარე, პასიონარიზმი მათი მოკავშირეა. განსაკუთრებით კი ახალგაზრდა გოგონებს ითრევენ თავიანთ ჯგუფებში — პროპორციით 80% 20%-ზე. დააკვირდით ქართულ ლიბერალურ ენჯეოებს, ზუსტად ასეთი პროპორციაა.

მათი გეგმის მიხედვით, საჭიროა, ჩამოაყალიბონ უმცირესობათა ჯგუფები და უმრავლესობა შეურაცხყოფის, ბულინგის, აგრესიული შერცხვენის გზით დაადუმონ. ამას ისინიპოზიტიურ დისკრიმინაციასუწოდებენ.

ისინი აკონტროლებენ მსოფლიო მედიაქსელს და აქვთ უამრავი მედიასაშუალება თითქმის ყველა სახელმწიფოში. დასავლური ცივილიზაციის უმრავლეს ქვეყანაში აკონტროლებენ პოლიტიკურ პროცესს და ხალხისთვის თვალის ასახვევად დანერგეს იმიტაციური დემოკრატიის მოდელი, სადაც თითქოს არჩევანი არის, მაგრამ რეალურად პოლიტიკური ჯგუფების უმრავლესობას ერთი და იგივე ხალხი აფინანსებს. გაკონტროლებული მედიის მეშვეობით კი პოლიტიკურ დღის წესრიგს ქმნიან. პროექტი „დემოკრატია“ 2001 წლიდან დახურეს. სიტყვის თავისუფლება რეალურად აღარ არის, დარჩა მხოლოდ „მეინსტრიმი“, სასამართლო კონტროლდება, მედია სრული კონტროლის ქვეშ მოექცა. პოლიტიკურ ფიგურებს, რომლებსაც ვერ აკონტროლებენ,  მედიაში არ აჩენენ, ზღუდავენ და სხვადასხვა დაბრკოლებას უქმნიან. მოხდა პოლიტიკის საოცარი კომერციალიზაცია და დიდძალი ფულის გარეშე მასში მონაწილეობა აზრს კარგავს. დიდძალი ფულის მიღება კი სუპერმდიდრების სამსახურში გაყენებს.

ამ ნეოლიბერალური ტექნოლოგიის მიზანი ადამიანის დეჰუმანიზაციაა, ანუ „საწყის“ ცხოველურ მდგომარეობამდე დაყვანა, როცა მხოლოდ ინსტინქტების დაკმაყოფილება ხდება. ასეთი ადამიანი მათთვის სახიფათო არ არის. ამ მიზნით მიზანმიმართულად მიმდინარეობს განათლების დონის კლება მსოფლიოში, სექსის, ნარკოტიკების, ალკოჰოლის, ჰედონიზმის პროპაგანდა. მოაზროვნე ადამიანს ისინი რისკფაქტორად აღიქვამენ.

ყველაზე მძიმე ამ ტექნოლოგიაში ის არის, რომ ძალიან ცდილობენ სიცოცხლის ხანგრძლივობისა და შობადობის შემცირებას. მათი დღის წესრიგის თითქმის ყველა საკითხი სწორედ ამას გულისხმობს: ლგბტ, ფემინიზმი, გენდერული პოლიტიკა, აბორტები, ევთანაზია, სინთეთიკური ფარმაცევტიკა, გაზიანი და ტკბილი სასმელები, წყლის ფთორირება, ოჯახის დაგეგმვა, ქალების ოჯახისგან მოწყვეტის ზომები, სამედიცინოგაიდლაინები”, ნარკოლიბერალიზაცია, ოჯახური ძალადობის თემა, შინაური ცხოველების პროპაგანდა, ლუდომანია, ალკოჰოლი, თამბაქო, ეკლესიის დისკრედიტაცია, მიგრაციული ნაკადები, ურბანიზაცია, სტრესი მედიის ნეგატიური ინფორმაციებისგან, კონტრაცეფციები, თავისუფალი ვაჭრობა განვითარების სხვადასხვა დონის ქვეყნებს შორის, ინდივიდის თავისუფლება სოციუმის ინტერესების ხარჯზე, ქიმიკატები, პესტიციდები, ჰერბიციდები პროდუქტში, მეტალის ოქსიდები და ბევრი სხვა. მოსახლეობის ზრდას ისინი არასტაბილურობის გამომწვევ არასასურველ ფაქტორად აღიქვამენ.

ძალიან საშიშ ძალას დავუპირისპირდით. ამისთვის აუცილებლად დაგვსჯიან. სტალინმა 70 წლით გაუჩერა ლიბერალ-გლობალისტებს პროექტი და დღემდე ფულს იხდიან მისი სახელის ძაგებაში. პარადოქსია! კვლავ საქართველო ხდება ამ ანტისაკაცობრიო პროექტის ჩაშლის ერთ-ერთი ცენტრი. როგორც ჩანს, ეს ჩვენი მისიაა! უფალმა ასე მოინდომა! ცხადია, ამ ბრძოლაში მარტო არ ვართ, ბევრი მოკავშირე გვყავს _ დაახლოებით 7 მილიარდი, მაგრამ დარტყმებს მივიღებთ. გვაქვს თუ არა სხვა არჩევანი? არა! სხვაგვარად გავქრებით! ეს ჩვენი გასაკეთებელია და უფალი მოგვეხმარება. მთავარი ბრძოლა ზეცაში მიდის, აქ მისი პროექციაა.

აბა, თქვენ იცით, ქართველებო! „ჭირსა შიგან გამაგრება…“.

მოამზადა ეკა ნასყიდაშვილმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here