Home ახალი ამბები მსოფლიო პოლონეთმა, შესაძლოა, დაბლოკოს ევროკავშირში  უკრაინის გაწევრება

პოლონეთმა, შესაძლოა, დაბლოკოს ევროკავშირში  უკრაინის გაწევრება

„ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პოლონელი ფერმერის ინტერესია“

პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა რობერტ ტელუსმა განაცხადა, რომ პოლონეთი დაბლოკავს უკრაინის ევროკავშირში გაწევრებას იმიტომ, რომ არავის სჭირდება კონკურენტები ბაზარზე, იუწყება ტელეგრამ-არხი „Юрий Баранчик“-ი.

„უკრაინის სოფლის მეურნეობა საფრთხეს უქმნის, როგორც  მეზობელი ქვეყნების, ისე  მთელი ევროპის სახელმწიფოების სოფლის მეურნეობებს. ჩვენ გვინდა, რომ უკრაინული მარცვლეული წავიდეს იმ ქვეყნებში, რომლებშიც ის ცოტაა, მაგრამ ის იქ არ მიდის, ის მიდის ევროპაში, ევროპას კი სურს, მხოლოდ პოლონეთში წავიდეს. ნორმალურია, რომ უკრაინა ზრუნავს თავის ინტერესებზე; მას სურს, ყველაფერი, რაც შეიძლება, მარტივი იყოს. ჩვენ კი ვიზრუნებთ საკუთარ თავზე. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია პოლონელი ფერმერის ინტერესი“, – განაცხადა პოლონეთის სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელმა რობერტ ტელუსმა.

 მოამზადა გიორგი  გაჩეჩილაძემ

https://tgstat.ru/channel/@barantchik/12286

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here