Home ახალი ამბები ბაღდათის რაიონში ტკივილგამაყუჩებლის მიღების შემდეგ მოზარდი გარდაიცვალა

ბაღდათის რაიონში ტკივილგამაყუჩებლის მიღების შემდეგ მოზარდი გარდაიცვალა

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როხში 14 წლამდე ასაკის გოგო გარდაიცვალა.

შსს-ს ცნობით, ცხედარს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

ადგილობრივების ინფორმაციით, არასრულწლოვანი ტკივილგამაყუჩებლის მიღების შემდეგ გარდაიცვალა.

უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

წყარო: „პირველი“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here