Home ახალი ამბები მსოფლიო კონტე: რუსეთს შეუძლია ითამაშოს საკვანძო როლი რეგიონული კრიზიკული სიტუაციების მოგვარებაში

კონტე: რუსეთს შეუძლია ითამაშოს საკვანძო როლი რეგიონული კრიზიკული სიტუაციების მოგვარებაში

იტალიის პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ მოსკოვი და რომი “ამაყობენ შესანიშნავი ურთიერთობებით”

იტალიის პრემიერმინისტრმა ჯუზეპე კონტემ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის შემდეგ გამოთქვა იმედი, რომ მოსკოვი ითამაშებს საკვანძო როლს სხვადასხვა რეგიონული კონფლიქტის მოგვარებაში. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ “ფეისბუკში” დაწერა. 

“ჩვენ შევთანხმდით ინკლუზიური მიდგომისა და ღია დიალოგის აუცილებლობაზე ძირითადი რეგიონული კრიზისების მოგვარების დასაწყებად  ლიბიიდან სირიამდე, უკრაინიდან ვენესუელამდე. სულ უფრო ვრწმუნდები, რომ მოსკოვს შეუძლია ფუნდამენტური როლი ითამაშოს ამ კრიზისული სიტუაციების მოგვარებაში”, _ დაწერა კონტემ.

პრემიერმა, აგრეთვე, აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების პროცესში მხარეებმა შეძლეს, “დაწვრილებით განეხილათ ბევრი თემა და კიდევ უფრო განემტკიცებინათ ურთიერთობა, რომელიც არსებობს ორ ქვეყანას შორის”. კონტეს თქმით, ლიდერებმა “გულითად და პროდუქტიულ სამუშაო ატმოსფეროში” განიხილეს სხვადასხვა საერთაშორისო საკითხი.

კონტემ განაცხადა, რომ იტალია და რუსეთი “ამაყობენ შესანიშნავი თანამშრომლობით კულტურისა და სამეცნიერო სფეროებში” და “ურთიერთქმედებით კვლევით ცენტრებსა და უნივერსიტეტებს შორის”. იტალიისა და რუსეთის მეგობრულ ურთიერთობას “აქვს უზარმაზარი პოტენციალი, რომელიც ქვეყნებმა  უნდა განავითარონ ხვალინდელი დღისთვის, უსაფრთხოებისთვის, კეთილდღეობისა და თანასწორობისთვის”, _ დაასკვნა კონტემ.

მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here