Home ახალი ამბები მსოფლიო ევროპა სამხედრო მდგომარეობის შემოსაღებად ემზადება

ევროპა სამხედრო მდგომარეობის შემოსაღებად ემზადება

174

ევროპაში საინტერესო პროცესები მიმდინარეობს, ამაზე მიუთითებს გერმანული პოპულარული გამოცემა  Der Spiegelის მიმდინარე წლის 17 სექტემბრის ნომრის გარეკანი, რომელსაც აწერია: „შავწითელცივი. ფასების აფეთქება, კომპანიების დაღუპვა, შიში ცხოვრების დონის დაცემის გამო. გერმანელებს მძიმე წლები ელოდებათ“.

 ევროპაში ჩერდება ქარხნები: ა) რომლებიც აწარმოებდნენ მინერალურ სასუქებს (კომპანია „ Achema “, ქალაქი იონავა, ლიტვა. აგრეთვე, სლოვაკეთში);  ბ) ფოლადსასხმელი საწარმოები (ArcelorMittal-მა ორი ქარხანა გააჩერა გერმანიაში);  გ) ნიდერლანდებში საშობაოდ და მომავალ გაზაფხულამდე ყვავილებისა და სასათბურე კულტურების წარმოება 40%-ით შემცირდება გათბობის ხარჯების მომატების გამო (სათბურის გათბობის ხარჯი პროდუქციის მთლიანი ღირებულების 70%-მდეა).

დიდ ბრიტანეთში მოქალაქეები საჭმლის მომზადებას 20:00 საათამდე ვერ შეძლებენ, ბარები კი მხოლოდ 21:00 საათამდე იმუშავებს. აკრძალულია 14:00-დან 20:00 საათამდე ტანსაცმლის სარეცხი მანქანების, ჭურჭლის სარეცხი მანქანებისა და ღუმელის გამოყენება. პაბებმა შუქი 21:00 საათზე უნდა გათიშონ, ბოლო შეკვეთები კი 20:30 საათზე მიიღონ. გარდა ამისა,  MakeUK-ის, ბრიტანული ქარხნების ფედერაციის მონაცემების თანახმად, ქარხნების 13 %-მა უკვე შეამცირა მუშაობის საათები ან თავს არიდებს პიკის პერიოდებს, ხოლო 7% -მა შეწყვიტა წარმოება ხანგრძლივი პერიოდით.

1 ოქტომბრიდან გერმანიის ქუჩებში სამხედრო პატრულირება დაიწყება. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა კრისტინა ლამბრეხტმა განაცხადა. ჩაერთვება თუ არა ამ პროცესში ჯავშანტექნიკა, ჯერ ცნობილი არ არის. საბაბი არეულობის თავიდან აცილებაა.

 ბრიტანეთში, The Timesის ცნობით, პოლიცია მზად არის ამ ზამთარში დანაშაულის რაოდენობის მატების წინააღმდეგ საბრძოლველად. პოლიციის ქვედანაყოფები ამჟამად ჩართულნი არიან ღონისძიებების შემუშავებაში საგანგებო ვითარების გასანეიტრალებლად, რომელიც შეიძლება წარმოიშვას იმის გამო, რომ  მილიონობით ოჯახი ფინანსური სირთულეების წინაშე აღმოჩნდება.

 ესტონეთში ამ ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო უკვე მუშაობს კანონპროექტზე, რომელიც ჯარს მისცემს უფლებას, მოამზადოს შეიარაღებული წინააღმდეგობა ტერიტორიებზე მათი ოკუპაციის შემთხვევაში. ამისთვის იქმნება აგენტურული ქსელები და სპეციალური ინფრასტრუქტურა, მაგალითად, კონსპირაციული ბინები და სამალავები „პარტიზანული ბრძოლისთვის“.

აშკარაა, რომ სამხედროების ქუჩებში პატრულირებიდან კომენდანტის საათის ან საომარი მდგომარეობის სხვა ნორმატიული აქტის შემოღებამდე ერთი ნაბიჯია. მთავარი  არის ის, რომ სამოქალაქო ცხოვრებაში შეიარაღებული სამხედროების ყოფნა ლეგიტიმური ხდება. ხალხს ასწავლიან, რომ ეს ნორმალურია.

შესაბამისად, ხელისუფლებისა  და ცხოვრების გაუარესების წინააღმდეგ მშვიდობიანი პროტესტი, რომელიც ჩვეულებრივ პერიოდში მშვიდობიანი პროტესტია, ქუჩაში სამხედროების გამოსვლის შემდეგ აღიქმება, როგორც კონსტიტუციური წესრიგის ხელყოფა, გადატრიალების მცდელობა, რომელიც ძირშივე უნდა მოაშთო  ძალისმიერი მანქანის გამოყენებით.

გერმანიიდან, ბრიტანეთიდან და ესტონეთიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ევროპის ქვეყნების პოლიტიკური სტრუქტურის გადასვლა რეპრესიულ-სამხედრო მოდელზე სრული სვლით მიმდინარეობს. ამაში გასაკვირი არაფერია _ ევროპა, უბრალოდ, უბრუნდება იმ მდგომარეობას, რომელშიც გახლდათ გასული საუკუნის 30-იან წლებში, როცა ევროპის ქვეყნების უმეტესობა ან ფაშისტური იყო, ან ნახევრადფაშისტური.

19 სექტემბერს ამ თემაზე ახალი ინფორმაცია გავრცელდა:  „ევროკომისიას სურს, დაავალდებულოს კომპანიები, აწარმოონ და საწყობებში შეინახონ ის  პროდუქცია და იმ რაოდენობით, რამდენსაც საჭიროდ ჩათვლიან კრიზისის პირობებში გადასარჩენად. ასეთია მეწარმეობის თავისუფლება. აშკარაა, რომ პროდუქციის საწყობებში შენახვას მოჰყვება მისი ნორმირება (ბარათები მოსახლეობისთვის) და სახელმწიფოს მხრიდან ფასების შეზღუდვა. ანუ,  კონცეფცია, რომ  „ბაზარი ყველაფერს თვითონ დაარეგულირებსეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისის პირობებში, რომელმაც მოიცვა ევროპა, უქმდება უკეთეს დროებამდე.

 ევროპაში იდგმება მოსამზადებელი სამობილიზაციო ნაბიჯების მთელი სპექტრი იმისთვის, რომ როგორმე გადაიტანონ ეს ზამთარი ამჟამინდელი მმართველების მიერ მოსახლეობაზე პოლიტიკური კონტროლის შენარჩუნების პირობებში.

გიორგი გაჩეჩილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here