მათ საყურადღებოდ, ვინც ჯერ კიდევ ცდილობს ევროკავშირში გაწევრებას, გამოქვეყნდა ევროკავშირის სტრუქტურების რადიკალური რეფორმირების გეგმა 30+ წევრზე გაფართოების წინ, – იუწყება საერთაშორისო პოლიტიკური და ეკონომიკური სტრატეგიების ინსტიტუტის დირექტორ ელენე პანინას ტელეგრამ–არხი „Елена Панина“.
▪ ავტორებმა წარმოადგინეს ევროკავშირის მოდელი ოთხი კონცენტრული ( ერთი ცენტრის მქონე სხვადასხვა რადიუსის წრეები – გ. გ.) წრის სახით:
– შიგა წრე;
– ჩვეულებრივი ევროკავშირი;
– ასოცირებული წევრები;
– ევროპის პოლიტიკური გაერთიანება, ანუ „ევროპელი ლიდერების თავისუფალი ასოციაცია“.
ნაკლები უნდა იყოს ევროკომისარი და ევროდეპუტატი. ევროკავშირის გადახდების მკაცრად დაკავშირება ევროპული კანონების შესრულებასთან და ევროსაბჭოში გადაწყვეტილების ერთხმად მიღების ნაცვლად გადაწყვეტილების ხმათა უმრავლესობით მიღებაზე გადასვლა. ვეტოზე ეროვნული უფლება უნდა გაუქმდეს.
* დღეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატია რვა ქვეყანა, მათ შორის უკრაინა, მოლდოვა და ბალკანეთის ექვსი სახელმწიფო, მაგრამ, ისინი კიდევაც რომ გაწევრდნენ, რას მიიღებენ?
ევროკავშირი გეგმავს პოლიტიკურ მოდელზე გადასვლას, რომელიც გააერთიანებს ძველ „კარგ“ ფეოდალიზმს, წოდებრივ განსხვავებებს და რაღაც მასონურ ხელდასხმას; იმიტომ, რომ ისინი „შიგა წრეში“ უცხოს ნამდვილად არ მიიღებენ.
მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ
https://tgstat.ru/channel/@EvPanina/11171