Home ახალი ამბები მსოფლიო ენტონი ბლინკენი: ვულოცავ ესტონელ ხალხსა და ხელისუფლებას ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას, ამ ისტორიულ...

ენტონი ბლინკენი: ვულოცავ ესტონელ ხალხსა და ხელისუფლებას ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას, ამ ისტორიულ მომენტში აშშ ამაყად დგას თქვენ გვერდით

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ესტონეთის პარლამენტის მიერ ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზებას გამოეხმაურა.

„ვულოცავ ესტონელ ხალხსა და ხელისუფლებას პარლამენტის მიერ ერთნაირსქესიანთა ქორწინების შესახებ კანონის მიღებას. ამ ისტორიულ მომენტში აშშ ამაყად დგას თქვენ გვერდით ლგბტქი+ თემის მხარდასაჭერად“, – წერს ბლინკენი.

ესტონეთის პარლამენტმა ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზებას დაუჭირა მხარი. დაქორწინებას 2 ზრდასრული ადამიანი მათი გენდერის მიუხედავად შეძლებს. ახალი კანონი ერთნაირსქესიან წყვილებს ბავშვების შვილად აყვანის შესაძლებობას აძლევს.

https://imedinews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here