Home ახალი ამბები საქართველო ედიშერ გვენეტაძე: მთავრობა, რომელსაც ქართველმა ხალხმა მისცა ლეგიტიმაცია, ვალდებული იქნება, აღასრულოს ხალხის...

ედიშერ გვენეტაძე: მთავრობა, რომელსაც ქართველმა ხალხმა მისცა ლეგიტიმაცია, ვალდებული იქნება, აღასრულოს ხალხის ნება და აღკვეთოს ქუჩებში არეულობა

“სულ რაღაც ორი კვირა დაგვრჩა სიმშვიდემდე და ეს ორი კვირა როგორმე უნდა გავძლოთ, გავძლებთ კიდეც”

ედიშერ გვენეტაძე

არჩევნებიდან თითქმის სამი კვირა გავიდა, ე.წ. ოპოზიციის წარმომადგენლები კი ქუჩაში დგანან და არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. როდესაც უცხოელი პოლიტიკოსები ჩამოდიან და მხარდასაჭერადEმათ გვერდით დგებიან, პროტესტანტების რაოდენობას, ასე ვთქვათ, ცოტა არა უშავს, მარტო დარჩენილთა რაოდენობა კი მხოლოდ რამდენიმე ათეულს აღწევს, თუმცა ზოგჯერ მაინც ახერხებენ ქალაქის ამა თუ იმ უბნის პარალიზებას და შედეგად საზოგადოების გაღიზიანებას…

 როდემდე გაგრძელდება ეს ყველაფერი? _ ამ საკითხზე გვესაუბრება ანალიტიკოსი, ისტორიკოსი ედიშერ გვენეტაძე:

_ ის, რაც დღეს დედაქალაქის ქუჩებში ხდება რამდენიმე ათეული ადამიანის გამო, დაუშვებელია, მაგრამ პროცესები განვითარდება ასე: ცესკო გამოაცხადებს არჩევნების საბოლოო შედეგებს, ათი დღის ვადაში შეიკრიბება პარლამენტი და ნდობას გამოუცხადებს მთავრობას. მთავრობა კი, რომელსაც ქართველმა ხალხმა მისცა ლეგიტიმაცია და ჩააბარა ხელისუფლება, ვალდებული იქნება, აღასრულოს ხალხის ნება, აღკვეთოს ქუჩებში არეულობა და მარგინალების ბოგინი. გურიაში ამბობენ ხოლმე: ბავშვი სიტყვით რომ არ დაგემორჩილება, ყურისძირში უნდა ჟეშტოო. “ჟეშტო” ნიშნავს ალიყურს, ასე უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ ქუჩაში მოხეტიალეების მიმართ.

ხელისუფლებას სჭირდება ლეგიტიმაცია და მერე უნდა იმოქმედოს, ვიღაც-ვიღაცებმა ყრანტალი რომ არ დაიწყონ, ვგულისხმობ როთებს, კრამონებს, ფონ დერ ლაინებს და ა.შ. ქუჩაში მორბენლებს ორ კაპიკს აძლევენ და ისინიც დარბიან, ხალხი კი ვერ გამოჰყავთ. რამდენიმე დედაკაცი გამოიყვანეს, აწივლეს, აკივლეს, პოლიციის მწყობრიდან გამოყვანა სურდათ, მაგრამ არ გამოუვიდათ და დაიშალნენ.

სულ რაღაც ორი კვირა დაგვრჩა სიმშვიდემდე და ეს ორი კვირა როგორმე უნდა გავძლოთ, გავძლებთ კიდეც…

ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს, ხალხის გამო უნდა აღვეთოს ის უმსგავსობა, რომელსაც ამ დღეებში ვუყურებთ. ხალხმა მისცა ლეგიტიმაცია “ქართულ ოცნებას” და სხვა გზა არ აქვს. ხალხს სჭირდება სიმშვიდე და არა ის, რომ ამ ვიგინდარებმა, ქუჩაში რომ ყრიან, ხელი შეუშალონ გადაადგილებაში, მშვიდ ცხოვრებაში, დაღლილ ადამიანს სახლამდე მისვლაში… ე.წ. ოპოზიცია არის დესტრუქციული ძალა და სახელმწიფოს წინსვლაში ხელის შემშლელი და პროვოკატორი. ამ ადამიანებს სურთ, პოლიციელებს ხელი წაუცდეთ და მერე არეულობა დაიწყონ, მაგრამ ამას ვერ შეძლებენ.

_ ამბობთ, რომ ხელისუფლებას ჯერ ლეგიტიმაცია არ აქვს და ამიტომ ვერ ახერხებს მკაცრად მოქმედებას, ქუჩაში არეულობის სრულად აღკვეთას…

_ ცესკოს ჯერ არ გამოუცხადებია არჩევნების საბოლოო შედეგები, ამიტომ ვერ იმოქმედებს ხელისუფლება მკაცრად, მაშინვე ატეხენ ერთ ამბავს. გავიმეორებ: სულ რაღაც, ორი კვირა უნდა მოვითმინოთ და მერე ვნახავთ, როგორ მიაბრძანებს ახალარჩეული მთავრობა ყველა ამრევს ვირის აბანოში. იქიდან კი სალომე ზურაბიშვილი ვეღარავის გაათავისუფლებს, ამის იმედი არავის ჰქონდეს. როდესაც სახელმწიფო მექანიზმი საბოლოოდ ამუშავდება, მერწმუნეთ, ქუჩებში ბოგინიც შეწყდება.

_ ქუჩაში მდგომნი ამბობენ, რომ ხელისუფლებას ლეგიტიმაცია არ აქვს და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან არც არასდროს ექნებათ… თუ მართლა ასე მოხდება, ეს ხელს ხომ არ შეუშლის ხელისუფლებას?

_ 1991-1992 წლებში ზვიად გამსახურდიასთან შევიდნენ და უთხრეს: უკრაინამ გვცნო, ევროპის ქვეყნებმა გვცნოო… ზვიად გამსახურდიას თავი ჰქონდა დახრილი და იკითხა: უკრაინამ გვცნო, ევროპის ქვეყნებმაც, მაგრამ ვაკემ თუ გვცნო? ეს ამბავი იმიტომ გამახსენდა, რომ ამ შემთხვევაშიც მთავარია ის, რომ ქართველმა ხალხმა ცნო არჩევნები და ლეგიტიმაცია მისცა “ქართულ ოცნებას”. ასევე, არჩევნების შედეგები ცნო სამხრეთ კავკასიამ, უნგრეთმა, რომელიც ნატოსა და ევროკავშირის წევრია, ცნო უდიდესმა სახელმწიფო ჩინეთმა და, რაც მთავარია, ეს არჩევნები აღიარა ქართველმა ხალხმა. ვადაგასული ევროპელი პარლამენტარები თუ არ გვცნობენ, ტრაგედია არ არის. Mმიმდინარეობს ახალი მსოფლიოს დაბადების პროცესი, რომელიც როგორმე მშვიდად უნდა გადავიტანოთ.

ასე რომ, დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ქუჩაში ის არამკითხე მოამბეები რას ბოდიალობენ. ყველაფერი თავის ადგილზე დადგება. სადაც ამდენ ხანს ვითმინეთ, ორი კვირაც მოვითმონოთ და მერე, თუ ხელისუფლება ამ უდღეურებს არ დასჯის, პირველი მე დავიწყებ ხელისუფლების მკვეთრ კრიტიკას. მოსახლეობა არ აპატიებს ლეგიტიმაციამიღებულ ხელისუფლებას ქუჩებში ე.წ. ოპოზიციის ბოგინს, რადგან 2016 წლიდან ვუყურებთ ამ უმსგავსობას. ეს კარგად იცის ხელისუფლებამ და ყველაფერს გააკეთებს ხალხის ნების აღსასრულებლად.

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here