Home ახალი ამბები მსოფლიო ჩეხეთი მხარს უჭერს ინიციატივას, რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ვიზის გაცემის აკრძალვის შესახებ

ჩეხეთი მხარს უჭერს ინიციატივას, რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ვიზის გაცემის აკრძალვის შესახებ

ჩეხეთი მხარს უჭერს ევროკავშირის წევრი რიგი ქვეყნების ინიციატივას, რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ვიზის გაცემის აკრძალვის შესახებ. ამასთან დაკავშირებით განცხადება ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან ლიპავსკიმ გააკეთა.

„ჩეხეთმა არაერთხელ წამოწია ეს საკითხი ბრიუსელში გამართულ შეხვედრებზე პრემიერ-მინისტრებისა და საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე და ესწრაფვის ევროკავშირის მხრიდან კოორდინირებულ მიდგომას“,- განაცხადა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მისი თქმით, ჩეხეთმა ჯერ კიდევ 25 თებერვალს აკრძალა ვიზების გაცემა რუსეთის მოქალაქეებისთვის უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრასთან დაკავშირებით.

„რუსეთის აგრესიის დროს, რომელიც დღემდე ცვლის თავის გაცხადებულ საზღვრებს, არ შეიძლება საუბარი იყოს ჩვეულებრივ ტურიზმზე რუსეთის მოქალაქეებისთვის. ეს ჩვენი უსაფრთხოების საკითხია, მე დიდი ხნის განმავლობაში ვცდილობდი რუსი სპეცსამსახურების გავლენის შემცირებას ევროკავშირის ტერიტორიაზე“,- განაცხადა ლიპავსკიმ.

https://www.interpressnews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here