Home ახალი ამბები მსოფლიო აშშ-მა მსოფლიოს  სისხლიანი „არაბული გაზაფხული“ მოუტანა, რუსეთი კი ნამდვილ გაზაფხულს მოუტანს  

აშშ-მა მსოფლიოს  სისხლიანი „არაბული გაზაფხული“ მოუტანა, რუსეთი კი ნამდვილ გაზაფხულს მოუტანს  

თურქული გამოცემა Cumhuriyetწერს, რომ  ამერიკის შეერთებული შტატები  უკვე აღარ არის  ახლო აღმოსავლეთში, სამაგიეროდ, იქ არიან  რუსეთი და ჩინეთი.   სტატიის ავტორს მიაჩნია, რომ ვაშინგტონმა მხოლოდ მკვლელიარაბული გაზაფხულიმოიტანა, მაგრამ მოსკოვისა და პეკინის სამშვიდობო ინიციატივების წყალობით სამხრეთის ქვეყნების ნამდვილი გამოღვიძებისა და კეთილდღეობის პერიოდი დგება. ამის შესახებ  წერს dzen.ru.

ამერიკის შეერთებული შტატები ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობას ოკუპაციისა და კრიზისის საფუძველზე აშენებს საკუთარი სარგებლისთვის, ჩინეთი და რუსეთი კი – მშვიდობისა და ნორმალიზაციის საფუძველზე. ამერიკა ახლო აღმოსავლეთის ნახევრთან ერთად მოქმედებს მეორე ნახევრის წინააღმდეგ, ჩინეთი და რუსეთი კი  ამ რეგიონის ყველა სახელმწიფოსთან კარგი  ურთიერთობების დამყარებას ცდილობენ. მაგალითად, ჩინეთი და რუსეთი თანამშრომლობენ როგორც ირანთან, ისე ისრაელთან. ამერიკული ინტერვენციებით პარალიზებულ რეგიონულ ორგანიზაციებს, როგორიცაა არაბული სახელმწიფოების ლიგა, სპარსეთის ყურის  არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭო,  გავლენის აღდგენის შანსი ეძლევათ.

ამრიგად, იქმნება ახალი მსოფლიო და მასში ახლო აღმოსავლეთის (დასავლეთ აზიის) ქვეყნები კუთვნილ ადგილს იკავებენ.

მოამზადა ლუკა მაისურაძემ

https://dzen.ru/a/ZDWCuQjd2DKL7pX2

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here