ტერმინი „სნაიპერი“ პირველად დადასტურდა 1824 წელს, „sharpshooter“-ის (ზუსტი მსროლელი) გაგებით. 1643 წელს ლიქფილდის ტაძარში (ინგლისი) დამალული სნაიპერის მიერ მოკლული იქნა რობერტ გრევილი ინგლისელი ე.წ „მრგვალთავიანი“ გენერალი. აქედან იწყება სნაიპერის, როგორც პროფესიის ისტორია.
სნაიპერი ყველგან და ყოველთვის ყველაზე ელიტურ მებრძოლად ითვლებოდა. სნაიპერად ადამიანს მხოლოდ ერთი ზუსტი გასროლა ცხადია, ვერ აქცევს. ამისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია პროფესიონალიზმი, რომლის საშუალებით შორს მყოფ მიზანს არასათანადო იარაღითაც კი, ან არახელსაყრელი პოზიციიდანაც მოარტყამ.
ქვემოთ წარმოგდგენთ ისტორიაში 5 ყველაზე შორ და უზუსტეს სნაიპერულ გასროლას, რომელთა დაჯერებაც კი ძნელია ჩვეულებრივი ადამიანისთვის.
1. კარლოს ჰეტჩკოკი, დისტანცია: 2 286 მეტრი
1967 წელს არტილერიის სერჟანტმა, კარლოს ჰეტჩკოკმა საკმაოდ უცნაური რეკორდი დაამყარა: სნაიპერული შაშხანის მაგივრად იგი იყენებდა ოპტიკური სამიზნით აღჭურვილ ტყვიამფრქვევს – M2 .50 Browning. კარლოსმა ვიეტკონგოელის მოხსნა შეძლო ორ კილომეტრზე მეტი დისტანციიდან, რაც დღემდე რეკორდად ითვლება ავტომატური იარაღისთვის.
2. ბრაიან კრემერი, დისტანცია: 2 285 მეტრი.
2004 წელს, სერჟანტი ბრაიან კრემერი გაგზავნეს ერაყში, ამერიკელი რეინჯერების მე-2 ბატალიონთან ერთად. ამ დანაყოფის მისია დღემდე გასაიდუმლოებულია.
3. არონ პერი, დისტანცია: 2 413 მეტრი.
2002 წელს ჩატარებულ ოპერაცია “ანაკონდაში” გამოირჩეოდა კანადელი სნაიპერი, არონ კერი, რომელმაც RPG-თი შეძლო ავღანელის მოხსნა თითქმის ორ კილომეტრნახევარზე. ამასთან პერიმ სასხლეტს დააჭირა მხოლოდ მტრის იარაღზე არეკლილი მზის შუქით ორიენტირებით.
4. რობ ფარლონგი: 2 414 მეტრი
რობ ფარლონგი შედიოდა კანადელ მშვიდობისმყოფელთა დაჯგუფებაში, რომელიც ოპერაციებს ატარებდა ავღანეთის საშიშ კლდეებზე. მისმა გასროლამ გადაარჩინა ამერიკელი ქვეითების მთელი რაზმი: ჯარისკაცები ადიოდნენ მთაზე და ვერ ხედავდნენ მეტყვიამფრქვევეს, რომელიც ცეცხლის გასახსნელად ემზადებოდა. ელვისებურმა რეაქციამ რობს ოსტატი-კაპრალის წოდება მოუტანა.
5. კაპრალი ჰარისონი: 2 462 მეტრი
ბრიტანელი სნაიპერი, კაპრალი ჰორს კრეიგ ჰარისონი ქვეითთა მხარდაჭერის დანაყოფში მსახურობდა. 2009 წელს გამართული ბრძოლის შემდეგ იგი ნამდვილ ლეგენდად იქცა. ჰარისონმა შეძლო სამი გასროლით გაენეიტრალებინა ტყვიამფრქვევით აღჭურვილილ ავღანური პიკაპის მძღოლი, მსროლელი და მგზავრი. სამი გასროლიდან სამივე უზუსტესი და ეს ყველაფერი დაახლოებით ორ კილომეტრნახევრიდან.
სტატიას აქვს აზრი, რომ დასავლელი (ნატოელი) ,,ბიჭები\\\” ძალიან კარგები არიან და ხოცავენ ცუდ ,,ტერორისტებს\\\”. სინამდვილეში ისინი და მათი სახით სამხედრო შავი ძალები შესეული არიან სხვა ქვეყნების ტერიტორას და ტიპიურ მკვლელებს წარმოადგენენ. მათი მიზანია მოკლან, რაც შეიძლება მეტი გაჟლიტონ. არა აქვს მნიშვნელობა სად და როგორ. ამით ისინი კიდევ უფრო ,,კარგი\\\” ბიჭები იქნებიან!