მთავარი საზოგადოება უზნეობა დემოტრაკიის სახელით

უზნეობა დემოტრაკიის სახელით

1070
გააზიარეთ
კანადა

კანადაში მიღებული კანონით, მშობლებს, რომლებიც ლგბტ აკრიტიკებენ, შვილებს წაართმევენ

ეს ნიშნავს, რომ, თუ ბავშვი გადაწყვეტს, შეიცვალოს სქესი, მშობლებს არა თუ არ აქვთ უფლება, გადაათქმევინონ, არამედ ვალდებულნი არიან, დაეხმარონ განზრახვის არსასრულებლად.

ასეთი დამოკიდებულება თავისთავად უზნეობის მწვერვალია, რომელშიც სხვა, უფრო დიდი უბედურება დევს. აგიხსნით: ვისგან, თუ არა ბავშვისგან, შეიძლება შეიტყონ სამართალდამცველებმა, რომ მშობლებმა ეს კანონი დაარღვიეს?

რა თქმა უნდა _ შვილისგან.

ესე იგი, შვილმა დედ-მამა უნდა დაასმინოს.

ეს კი ნიშნავს, რომ კოლექტივიზაციის პერიოდში გმირად წარმოდგენილი პავლიკ მოროზოვის ფენომენის პროპაგანდას საბჭოთა კავშირიდან ძალიან, ძალიან დაშორებულ კანადაში ახალი, კანონიერი საფუძველი ჩაუყარეს.

ესეც უმწიკვლო ზნეობის მაგალითი, ანუ იმ “მაღალი მორალის” ნიმუში, რომლის ერთგულებასაც გვიქადაგებენ.

მაგრამ დავუბრუნდეთ აღნიშნულ კანონს.

ჯერჯერობით მხოლოდ ონტარიოს პროვინციაზეა ლაპარაკი.

მოღვაწეობს იქ ცნობილი პოლიტიკოსი, სახელად კეიტლინ ვინი. ონტარიოს პროვინციის პირველი ქალი მეთაური, რომელიც, ამასთანავე, კანადის პირველი პოლიტიკოსია, რომელმაც საჯაროდ განაცხადა თავისი არატრადიციული ორიენტაციის შესახებ, მაგრამ მხოლოდ ამის გამო როდი გაითქვა სახელი _ 2015 წელს მან წარადგინა სასკოლო სწავლებაში ცვლილებების შეტანის პროგრამა. სწორედ ამ ცვლილებების საფუძველზე პატარებს 6 წლიდან ასწავლიან სექსუალური აღზრდის საფუძვლებს. აქაური დოგმის თანახმად, 8-9 წლის ბავშვები უკვე გარკვეული უნდა იყვნენ ერთნაირსქესიანთა ურთიერთობაში. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ეთანხმებიან თუ არა მშობლები აღზრდის ამ პრინციპს.

მაგრამ ამით არ მთავრდება ყველაფერი.

მადამ ვინი უფრო შორს წავიდა.

კანადაში მიიღეს ახალი კანონი 89 (BILL 89), ანუ “2017 წლის კანონი ბავშვების, ახალგაზრდებისა და ოჯახის მხარდაჭერის შესახებ”, რომლის მიხედვით სახელმწიფოს აქვს უფლება, ჩაერიოს მშობლებისა და ბავშვების ურთიერთობაში. ბავშვების ინტერესები ვრცლადაა აღწერილი. სხვა ყველაფერთან ერთად, აქ ჩართულია “სექსი, სექსუალური ორიენტაცია, გენდერული იდენტურობა და გენდერული თვითდამკვიდრება”.

თუ ბავშვი ბიჭად დაიბადა, მაგრამ შემდეგ გადაწყვიტა, რომ სურს, გოგოდ გარდაიქმნას ან პირიქით, გოგოს _ ბიჭად, მშობლები ვალდებულნი არიან, დაიცვან კანონი და მისცენ მას ამ შემთხვევისთვის აუცილებელი სამედიცინო მომსახურების უფლება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო ამას მიიჩნევს ბავშვის ტანჯვა-წამებად და გამოიყენებს ოჯახიდან მისი წაყვანის კანონით დადგენილ უფლებას.

იგივე მოხდება, თუ მშობლები გაბედავენ ლგბტ თემის იდეოლოგიის წინააღმდეგ სიტყვის ამოღებას ან, თუ ბიჭს დაუშლიან, უყვარდეს სხვა ბიჭი პარალელური კლასიდან. პრინციპი ერთია _ ბავშვი საკუთარი ოჯახისგან უნდა დაიცვან.

აქამდე მიჩნეული იყო, რომ გარდამავალი ასაკი, ანუ შვილებისა და მშობლების გაუცხოება დროებითი მოვლენაა, რომელიც გარკვეული პერიოდის შემდეგ თავისით ქრება. თურმე ცდებოდნენ თაობები. ეს პერიოდი, ბატონებო და ქალბატონებო, ყოფილა ბავშვისმენტალური და ემოციური დისკომფორტისპერიოდი და ეს მოცემულობა ოჯახიდან შვილის გარიდების უფლებას იძლევა.

როგორც გაირკვა, ბავშვს ძალიან ბევრი უფლება ჰქონია, საკუთარი მშობლებისგან განსხვავებით. ისინი თითქოს დანაღმულ ველზე იმყოფებიან. მათ მოსაზრებას არც წონა აქვს და არც იუვენალური სამსახურები აქცევენ რაიმე ყურადღებას. ამასთანავე, მათთვის უმჯობესია, არ გაამჟღავნონ რელიგიურობა. არატრადიციულ სექსუალურ ორიენტაციას აქ გაცილებით მეტი უპირატესობა აქვს, ვიდრე რწმენას. მიღებული კანონი გამორიცხავს აღმსარებლობის ცნებას და “ღირებულებათა სისტემას, რომლითაც მშობლებმა აღზარდეს თავიანთი შვილი”.

როგორც ჩანს, კანონმდებლებმა ჩათვალეს, რომ ოჯახი, რაც უფრო ტრადიციულია, მით უფრო უარესია.

ერთსქესიანთა ქორწინება

სამი ერთნაირსქესიანიპატარძლისქორწინება

დასავლეთის მედია აზუსტებს, რომ ამ არაბუნებრივიკავშირისმონაწილეებს ყველა ის სამოქალაქო უფლება დაუმტკიცეს, რომლებიც ტრადიციულ ოჯახებს აქვთ, მათ შორის, მემკვიდრეობითობის უფლებაც.

ამ “კაცებმა” საქორწინო დოკუმენტებს 12 ივნისს მოაწერეს ხელი. “დაქორწინდნენ” მსახიობი ვიქტორ უგო პრადა, სპორტული მწვრთნელი ჯონ ალეხანდრო როდრიგესი და ჟურნალისტი (ფუი ეშმაკს!) მანუელ ხოსე ბერმუდესი.

2016 წელს კოლუმბია მეოთხე ქვეყანა გახდა სამხრეთ ამერიკაში (არგენტინის, ბრაზილიისა და ურუგვაის შემდეგ), რომლის ხელისუფლებამ დააკანონა ერთნაირსქესიანთა ქორწინება. ჰომოსექსუალებს ბავშვების შვილად აყვანის ნებაც დართეს.

ბრაზილია პირველობს, რადგან აქ, ერთნაირსქესიანთა ქორწინების რეგისტრაციის გარდა, რომელიც 2013 წელს განხორციელდა, არეგისტრირებენ სამი ერთნაირსქესიანი “პატარძლის” ქორწინებასაც.

ჯორჯ პელი
ჯორჯ პელი

ვატიკანის სამდივნოს უფროსს ბრალს სდებენ ძალადობაში

რამდენიმე დღეა, მსოფლიო პრესაში სკანდალურ ფაქტზე საუბრობენ, რომლის ცენტრალური ფიგურაა კათოლიკური ეკლესიის ხელმძღვანელობის წარმომადგენელი _ ავსტრალიის პოლიციამ სექსუალურ ძალადობაში ბრალი დასდო ეკონომიკურ საკითხებში ვატიკანის სამდივნოს ხელმძღვანელს, ავსტრალიის კარდინალს _ ჯორჯ პელს.

“კარდინალ პელს ბრალი აქვს წაყენებული რამდენიმე პუნქტით, რომლებიც სექსუალური ხასიათის დანაშაულს ეხება”, _ განაცხადა ვიქტორიის შტატის პოლიციის წარმომადგენელმა შეინ პატონმა, _ “მას ბრალდება წარედგინა რამდენიმე სასარჩელო განცხადების საფუძველზე.” ჯორჯ პელი სასამართლოს წინაშე 18 ივლისს უნდა წარსდგეს.

კარდინალი კატეგორიულად უარყოფს ბრალდებებს. “მე უდანაშაულო ვარ, ბრალდებები, რომლებიც წარმიდგინეს, სიცრუეა”, _ თქვა პელმა ვატიკანში გამართულ პრესკონფერენციაზე და დასძინა, რომ მას გულს ურევს სექსუალური ძალადობის ვარაუდიც კი.

შარშან, ივლისში, ცნობილი შეიქნა, რომ პოლიცია აწარმოებს გამოძიებას ჯორჯ პელის მიერ არასრულწლოვანთა გარყვნის საკითხზე. ავსტრალიის ტელერადიო კომპანია ABC-მ მაშინ განაცხადა, რომ კარდინალის წინააღმდეგ მიმართული განცხადებების შესწავლა, უკვე ერთი წელიწადია, მიმდინარეობს.

ბრალდებები ეხება 1970-იანიდან 1990-იან წლებში ჩადენილ დანაშაულებს. შარშან, ოქტომბერში, ავსტრალიის პოლიციამ პელი დაჰკითხა. მაშინ მან ბრალდებებს აბსოლუტური სიცრუე უწოდა.

კარდინალი სასამართლოს წინაშე 26 ივლისს წარსდგება.

ბაქო - აქცია

ბაქოში გეებმა და ტრანსვესტიტებმა ერთმანეთს ცხვირიდან სისხლი ადინეს

ბაქოს ერთერთი რაიონის დასახლებაში კურიოზული დანაშაული მოხდა ლგბტ თემის წარმომადგენელთა მონაწილეობით.

ბექირ ჩობანზადეს ქუჩაზე, ერთ-ერთი მრავალსართულიანი სახლის პირველ სართულზე მოქმედ კაფეში სექსუალურ უმცირესობათა ოთხი წარმომადგენელი მივიდა და თავს დაესხა იქაურობის პატრონ ფუად მამედლის და კაფეში დროს გასატარებლად მისულ ტრანსვესტიტებს; დალეწეს ავეჯი, ჩაამსხვრიეს ფანჯრები.

News.az იტყობინება, რომ ჩხუბის მონაწილეთა შორის არიან დაშავებულები, რომლებსაც საკმარისად მოხვდათ ამ შეტაკების დროს. მათ პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.

არც ერთი მოჩხუბარი არ დაუპატიმრებიათ. გაირკვა, რომ აღნიშნული კაფე ადგილობრივი ტრანსვესტიტების შეკრების ადგილია, ისინი სწორედ აქ ნადირობენ კლიენტებზე.

გავრცელებული ინფორმაციით, ტრანსვესტიტებსა და ჰომოსექსუალებს შორის, რომლებიც გარა გარაევის პროსპექტზე სხეულით ვაჭრობენ, გაჩნდა კონკურენცია, რომლის გამოც ისინი ერთმანეთს “უკომპრომისოდ” დაუპირისპირდნენ.

1 COMMENT

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here