Home ახალი ამბები საქართველო “ხალხის ძალა”, „ყვარყვარე თუთაბერი“, ჩვენ და ისინი…

“ხალხის ძალა”, „ყვარყვარე თუთაბერი“, ჩვენ და ისინი…

სტატია, რომელიც ღია წერილი გამომივიდა

568

ურთულესი რამ არის ის, რასაც ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში წარამარა გავიძახითსახელმწიფოს საგარეო ორიენტაცია. ეს ცნება, რომელიც სხვებისთვის, შესაძლებელია, გაუგებარიც კი იყოს, ქართველებს, სამწუხაროდ, გენეტიკაში გვაქვს გადასული, რადგან ჩვენთვის არასოდეს კარგავდა მნიშვნელობას გადაწყვეტა იმისა, საით გადავხრილიყავით და ვის მივკედლებოდით, სად გადაგვერჩინა თავი. ამ გადახრაგადმოხრას ხან პარტნიორობა ერქვა, ხან ვასალობა, ხან დაპყრობა და მონობა, მაგრამ, პოეტის ნათქვამისა არ იყოს, სხვა გზა, სხვა ხსნა არ არსებობდა.  

ისტორიული “ოქროს ხანის” გარდა, ერთადერთი მონაკვეთი ისტორიისა, როდესაც ღირსება და თავმოყვარეობა არ გვქონდა შელახული, როდესაც ეროვნული ცნობიერება და ყოფიერება ჰარმონიულად ვითარდებოდა,  საბჭოთა პერიოდი იყო. ამის აღიარებას ჯერჯერობით საქართველოში კი არა, რუსეთშიც ვერ ბედავენ, რადგან იმ ვითარებაშიც კი, როდესაც ეს სახელმწიფო თავისუფლდება დასავლური დამოკიდებულებისგან, მოჯადოებული ცნობიერება კვლავ დასავლეთსაა მიჯაჭვული და, არათუ არ შეუძლია, თითქოს არც სურს გათავისუფლება, რადგან არ ეთმობა და მისტირის თითოეულ ძაფს, რომელიც დასავლეთთან ისტორიულად აკავშირებდა. პეტრე დიდიდან  მოყოლებული დღემდე უზარმაზარი და უკიდეგანო რუსეთიც ისევე მისჩერებია დასავლეთს, როგორც პატარა და უმწეო საქართველო, რომელიც არგონავტების უძველესი ეპოქიდან  აქამდე, მიუხედავად იმისა, რომ არც ერთ ეპოქაში, არც ერთ მონაკვეთში ისტორიისა, დასავლეთიდან არანაირი პოლიტიკური სიკეთე არ მიუღია, მონუსხულია დასავლეთით, დასავლური კულტურითა და ცივილიზაციით. სამწუხაროდ, ამ საქმეში მისტიკა უფრო ჭარბობს, ვიდრე გაცნობიერებული არჩევა პოზიციისა. დასავლეთთან (ევროპასთან და ამერიკასთან) დაკავშირებულია ანდამატის (მიზიდულობის) ეფექტი, რომელიც, როგორი საკვირველიც უნდა იყოს, რაციონალურზე მაღლა აღმოჩნდა. საბჭოთა კავშირი, რომელიც ქართველ ხალხს აშშის ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ, მათ მიერ შექმნილი .. ეროვნული მოძრაობის ლიდერთა პირით, მონსტრად და ურჩხულად დაუსახა, ხოლო მისგან გათავისუფლება დასავლეთის პრიორიტეტად წარმოადგინა, ბოლოს და ბოლოს, დაიშალა, მაგრამ ამის გამო დასავლეთისკენ ლტოლვა არათუ დაცხრა, პირიქით, არაბუნებრივი და ანომალიური, მეტიც, შეურაცხადი ხასიათიც კი მიიღო. ქართველი ხალხის დიდი ნაწილი დასავლურ ორიენტაციაზე პოლიტიკურ ჰალუცინაციებში აღმოჩნდა, რის გამოც კი არ საუბრობს, ცოდნისა და ლოგიკის შესაბამისად კი არ მსჯელობს, სიცხიანივით ბოდავს. ასეთ ვითარებაში დასავლეთს ძალიან უნდა მოენდომებინა, რომ ქართველი ხალხის დიდი ნაწილის ეს უკიდეგანო ლტოლვა გაეწბილებინა და დაეცხრო. ეს სხვას არავის შეეძლო, გარდა თვითონ დასავლეთისა:

* ოცდაათ წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ხალხი, სახელმწიფო რომელიღაც ორგანიზაციის წევრობის მოლოდინში ამყოფო, “ღია კართანდააყენო და იქამდე აყურყუტო, სანამ მოთმინების ფიალა აევსება, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულია, თუმცა უხერხულობა რა მოსატანია, როდესაც საქართველოს წინაშე უდიდესი დანაშაული აქვთ ჩადენილი. საქართველომ სწორედ დასავლური ორიენტაციისა და ნატოევროკავშირისკენ სწრაფვის გამო დაკარგა ტერიტორიები, რომ არაფერი ვთქვათ ათათასობით დაღუპულზე და ასათასობით დევნილზე საკუთარი ფუძიდან და სახლკარიდან;

* ამერიკელებმა და ევროპელებმა საქართველო უზარმაზარი და გარდაუვალი დარტყმის ქვეშ ისე დააყენეს, რომ თვითონ პასუხისმგებლობა არაფერზე არ აუღიათ და ქვეყანისთვის თავდაცვის არც ერთი რეალური მექანიზმი არ შეუთავაზებიათ;

* 1992 წელს დასავლეთის მარიონეტ ედუარდ შევარდნაძეს აფხაზეთში ომი დააწყებინეს და საქართველო დასაშლელად გაიმეტეს;

*  2008 წელს აშშ-მა საქართველო რუსეთთან ომში ჩაითრია, უძლიერეს ბირთვულ ზესახელმწიფოს პაწაწინა ქვეყანა დააგლეჯინეს, სამ ნაწილად დააშლევინეს და თვითონ ისე გადგნენ განზე,  თითქოს ეს საკითხი არც ეხებოდათ;

* ახლა, როდესაც უკრაინასაც ანალოგიური პროვოკაცია მოუწყვეს და ეს უზარმაზარი ევროპული სახელმწიფო დასაშლელად გაწირეს, არც საქართველოს მოეშვნენ და კვლავ აიძულებენ, რუსეთისთვის დაწესებულ დასავლურ სანქციებს შეუერთდეს, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის დამანგრეველი იქნება;

* ამერიკელები და ევროპელები საქართველოს აიძულებენ,  რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტი გახსნას. საქართველოს ხელისუფლებამ ეს უმძიმესი შეცდომა რომ დაუშვას, რუსეთი იძულებული იქნება,  აქაც ის გააკეთოს, რასაც უკრაინაში აკეთებს. განსხვავება უკრაინის ომსა და ჩვენთან ომს შორის მხოლოდ ის იქნება, რომ, როგორც 2008 წლის საშინელი გამოცდილება გვეუბნება, ეს ამბავი აქ ისე არ გაიწელება, როგორც უკრაინაში, რამდენიმე საათიც კი საკმარისი იქნება საქართველოს მიწასთან გასასწორებლად;

ამ ოცდაათი წლის განმავლობაში ამერიკელებმა და ევროპელებმა ყველა სხვასიკეთესთანერთად ჩვენს ქვეყანას კოლოსალური ვალი აჰკიდეს, თანაც ისე, რომ ქართველ ხალხს მათ მიერ სესხად მოცემული თანხები რეალურად არაფერში გამოდგომია. იგი მთლიანად ამერიკული ინტერესების გატარებას და აქ მათიმეხუთე კოლონისჩამოყალიბებას მოხმარდა.

ყოველივე ამის შემდეგ ქართველ ხალხში დასავლეთის მიმართ სრულიად გასაგები და ლოგიკური უნდობლობა და ნიჰილიზმი ჩამოყალიბდა, რომელიც დღითიდღე იზრდება და ძლიერდება. იმ ადამიანებში, რომლებსაც დასავლური პოლიტიკისა და ცხოვრების წესის ავანჩავანი ესმოდათ, ეს ნიჰილიზმი თავიდანვე არსებობდა, მაგრამ ისინი  მაინც ორგანიზებულ ანტიდასავლურ ძალას ვერ ქმნიდნენ. დღეს არა ხალხში, არამედ თავიდან ბოლომდე პროდასავლურ პარლამენტში, სწორედ პროდასავლური უმრავლესობის წიაღში გაჩნდა დაჯგუფება (“ხალხის ძალა“), რომელშიც ამდენი ხნის განმავლობაში ხალხში დაგროვებულმა უკმაყოფილებამ ამოხეთქა. ეს ბუნებრივი რეაქციაა ორგანიზმისა, რომელმაც საფრთხე იგრძნო და მისი მნიშვნელობაც გააცნობიერა. ამ ძალამ დაინახა, რომ სამი ათეული წლის წინათ ვითომ თავისუფლებამოპოვებული ხალხი დღემდე არ არის თავისუფალი: საქართველომ ოცდათორმეტი წლის წინათ აღიდგინა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა, მაგრამ ოცდათორმეტწლიანი გამოცდილება და განსაკუთრებით ბოლოდროინდელი პოლიტიკური პროცესები გვიჩვენებს, რომ რეალური დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მიღწევას კვლავაც სერიოზული ბრძოლა ჭირდება“.

რა გამოდის? ამ ხნის განმავლობაში ქართველ ხალხს თურმე არასწორად აღქმულ რეალობასა და ილუზორულ სამყაროში აცხოვრებდნენ, ამას ახლა თვითონ ამერიკელებიც  აღარ მალავენ: სამწუხაროდ, ამერიკის ელჩმა კიდევ ერთხელ დაგვანახ, რომ ის საქართველოს სუვერენულ სახელმწიფოდ არ ცნობს. როდესაც ოთხ ქართველ მოსამართლეს ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევით კორუფციაში დებ ბრალს და ნაცმოძრაობის კუთვნილ მედიასაშუალებებში გავრცელებული ჭორების საფუძველზე ასანქცირებ, ეს სხვა არაფერია, თუ არა მტრული დამოკიდებულების გამოვლინება საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტის მიმართ“, – აცხადებს “ხალხის ძალა”.

ეს სერიოზული განცხადებაა. ეს ქართულ-ამერიკული ურთიერთობის ოცდაათწლიანი ურთიერთობის თავდაყირა დაყენებაა; ეს საქართველოში ამერიკული პროპაგანდისტული შაბლონების მსხვრევაა; ეს ქართველი ხალხისთვის თვალის ახელა და მისთვის თავსმოხვეული პოლიტიკური ტრენდით დაბინდული გონების დაწმენდა-გასუფთავებაა. ეს საქართველოში ამერიკელთა დანაშაულებრივი საქმიანობის მხილებაა:

სამართლის საყოველთაო პრინციპების თანახმად, მოსამართლე განსაკუთრებული ხელშეუხებლობით სარგებლობს და მისი დასჯა მხოლოდ რთული სამართლებრივი პროცედურისა და უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზეა შესაძლებელი. შესაბამისად, უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპი მოსამართლეებზე განსაკუთრებული სიმძაფრით ვრცელდება. მაგრამ ამერიკის ელჩი ამას არად დაგიდევთ და მოსამართლეებს ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე კორუმპირებულის იარლიყს აწებებს, რაც ჩვენი სახელმწიფოს უხეში შეურაცხყოფაა“, – აცხადებენ ქართველი დეპუტატები, რაც დასავლეთთან დღემდე ჩამოყალიბებულ სრულიად არაგულწრფელ, თავიდან ბოლომდე ფარისევლობაზე დაფუძნებულ და მახინჯ ურთიერთობებში რევოლუციური გარდატეხის შეტანაა.

ქართველმა დეპუტატებმა ძალიან ბევრ ფაქტსა და მოვლენას საკუთარი სახელი დაარქვეს და სწორი შეფასება მისცეს: ეს დამოკიდებულება კიდევ უფრო მეტად გაშიშვლდა, როდესაც ქალბატონმა დეგნანმა დავით კეზერაშვილის დაცვა სცადა და განაცხადა, სანამ გამოძიება არ დასრულდება, კეზერაშვილის მიერ ევროპელი პენსიონერების ძარცვაზე ვერაფერს გეტყვითო, ანუ უდანაშაულობის პრეზუმფცია, რომელიც ქართველ მოსამართლეებზე რატომღაც არ გავრცელდა, სრულად ვრცელდება დავით კეზერაშვილზე, რომელმა ქართველი ბიზნესმენებისა და ქართული ჯარის ძარცვა არ იკმარა და საკუთარი მრავალმილიონიანი ქონების გაზრდა ევროპელი პენსიონერების ხარჯზე გადაწყვიტა“.

მეტის თქმა თითქოს შეუძლებელი იყო, მაგრამ “ხალხის ძალა”  არც ამაზე გაჩერდა: გამოდის, რომ ამერიკის ელჩისთვის უდანაშაულობის პრეზუმფცია უდანაშაულო მოსამართლეებზე არ ვრცელდება, მაგრამ ოფიციალურად დამნაშავედ ცნობილი კეზერაშვილი, რომელიც საზღვარგარეთ  სწორედ ამერიკული მფარველობის წყალობით იმალება, უდანაშაულობის პრეზუმფციის  პრივილეგიით სარგებლობს. ორუელისეული ფორმულით თუ ვიხელმძღვანელებთ, გამოდის, რომ საელჩოსთვის უსამართლობა არის სამართალი“.

გაგიკვირდებათ, მაგრამ ამ თავგანწირულმა დეპუტატებმა ამერიკას არც ეს აკმარეს: ამ ყველაფრიდან ჩანს, რომ საელჩო თავისი ქმედებებით სინამდვილეში არა საქართველოს ინტერესებს, არამედ აგენტურას უფრთხილდება, რათა მას ძალაუფლების დაბრუნების შანსი შეუნარჩუნოს და საელჩომ საქართველოს მართვის სადავეები დაიბრუნოს, ანუ აგენტოკრატია აღადგინოს. უმძიმესი ამბავია. ეს აღიარებაა იმისა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ვითომ თავისუფლებამოპოვებულ საქართველოში ამერიკული აგენტოკრატია ბატონობდა და ბატონობს: “90-იან წლებში საქართველომ გამოიარა სამი ომი, ეკონომიკის ნგრევა და კორუფცია, ომელმაც 2003 წელს მიხეილ სააკაშვილს რევოლუციის მოწყობის შესაძლებლობა მისცა, საქართველოს ხელისუფლება კი აგენტურით დაკომპლექტდა. ასე დავკარგეთ 2003 წელს სახელმწიფო სუვერენიტეტი, რომელსაც 2012 წლიდან ნელნელა ვიბრუნებთ. ეს სუვერენიტეტი ჯერ კიდევ საკმაოდ სუსტია და სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი იმისა, რომ ელჩი საქართველოს სახელმწიფოებრიობის მიმართ ესოდენ უხეშ დამოკიდებულებას ავლენს. ელჩის უხეში ქმედებების მიზანი სწორედ ისაა, რომ საქართველომ სუვერენიტეტი სრულად არ დაიბრუნოს, რათა აგენტურას ხელისუფლებაში მოსვლის საშუალება კიდევ ერთხელ მიეცეს“, – აცხადებს “ხალხის ძალა”.

ქართველ დეპუტატთა ეს გაბედული ჯგუფი ერთმნიშვნელოვან დასკვნას აკეთებს: ამ ბრძოლაში ხელისუფლებამ პრინციპები არ უნდა დათმოს და ჩვენს ქვეყანას სუვერენიტეტი სრულად უნდა აღუდგინოს. ასეთ პირობებში საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირებაში ესოდენ უხეშ ჩარევას მომავალში ვეღარავინ გაბედავს“.

თქვენ გაგახარათ ღმერთმა! ამას აწ განსვენებული ვახტანგ გოგუაძე და თქვენი მონა-მორჩილი ოცდაათი წლის წინათ ვამბობდით. იმხანად დეპუტატის ხელშეუხებლობითაც ვსარგებლობდით, მაგრამ ეს ვერ გვიცავდა იმისგან, რომ ქართულენოვან ამერიკულ მედიასაშუალებებს სამშობლოს მოღალატეებად შევერაცხეთ და უკიდურესად შევევიწროვებინეთ, რადგან ხალხი არ იყო მომწიფებული ჩვენი ნათქვამის გასაგებად და მისაღებად. მიუხედავად ამისა, თავს ვწირავდით, ჩვენს ოჯახებს უამრავ პრობლემას ვუქმნიდით, მაგრამ უკან არ ვიხევდით. დაცინვას, შეურაცხყოფას, ქირდვას, უსამართლო მოპყრობას ვუძლებდით და საზოგადოებრივი აზრის სწორი მიმართულებით შემობრუნებას ვცდილობდით. ცხონებული ვახტანგი შეეწირა ამ უმძიმეს ბრძოლას, მე ჯერ კიდევაქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს“. ათეულობით ტომი დავწერეთ, ათასობით სატელევიზიო გადაცემა მოვამზადეთ და იმ უდიდეს და ურთულეს საქმეს, ომელსაც გამრუდებული საზოგადოებრივი აზრის სწორი მიმართულებით შემობრუნება ჰქვია, დასაბამი მივეცით. თქვენ სხვა მდგომარეობაში ხართ. ამერიკელებმა უკვე ამხილეს საკუთარი თავი და მსოფლიოს წინაშე გაშიშვლებულნი წარდგნენ. სად გასული საუკუნის 90-იანი წლების ერთპოლუსიანი მსოფლიო, სად ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისი და სად დღევანდელობა?! თქვენი მდგომარეობის გაიოლებულად წარმოდგენას კი არ ვცდილობ, ფაქტებს აღვნიშნავ, რომლებსაც ისტორიას ვერავინ დაუმალავს. დღესაც უკიდურესად ძნელია ამ პოზიციაზე დგომა, მაგრამ თქვენ, ასე თუ ისე, გაკვალული გზა დაგხვდათ, თქვენ, ჩვენი სახით, წინამორბედები გყავდათ. სწორად გამიგეთ: თქვენგან მადლობასა და ღვაწლის დაფასებას კი არ ვითხოვ (ამას მომავალი თაობები თქვენ გარეშეც გააკეთებენ), მე იმას ვითხოვ, რომ სხვების თავგანწირვის უარყოფით საქვეყნო საქმე არ გააფუჭოთ, ხალხში თქვენ მიმართ ნიჰილიზმი არ გააჩინოთ და ერს გაერთიანების შანსი არ მოუსპოთ. თქვენ ახლა დადექით (თუ დაგაყენეს) ამ პოზიციაზე,  საზოგადოებას კი თქვენი გუშინდელი პოზიციაც ახსოვს, რომელიც ყოველთვის როდი იყო კრისტალივით სუფთა. თქვენ გუშინ იმ ძალას წარმოადგენდით, ქართველ ხალხს ვიღაც გიორგი მარგველაშვილისა და კიდევ უფრო ვიღაც სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება რომ აკადრეთ, ვიღაც თინა ხიდაშელისა და ირაკლი ალასანიას თავდაცვის მინისტრობა რომ აკადრეთ და დასავლეთის ყველაზე ბნელ ძალასთან ერთად დგომას არ თაკილობდით, არც დღემდე არ თაკილობთ. მიუხედავად თქვენი იმ გაბედული ნათქვამებისა, მე რომ ამ სტატიაში წარმოვადგინე, თქვენ ბოლომდე დღესაც არ ამბობთ სათქმელს თუნდაც იმის შესახებ, რომ დღევანდელი უკრაინა ჩვენი პარტნიორი სახელმწიფო კი არ, აღზევებული ფაშიზმის ბუდეა, რომელიცმესამე რაიხივითუნდა გასამართლდეს და დასამარდეს. თქვენ ბოლომდე ვერ ამბობთ იმას, რომ კოლექტიური დასავლეთის შავი ჭირისგან კაცობრიობის განთავისუფლება მხოლოდ რუსეთს შეუძლია, ამიტომ რუსეთი აგრესორი კი არ, განმათავისუფლებელია. ახლო მომავალში, ალბათ, ამის აღიარებამდეც მიხვალთ, მაგრამ ჩვენ კვლავაც “დაგავიწყდებით” და პირველობას ისევე დაიჩემებთ, როგორც ახლა იჩემებთ, მაგრამ ისტორიული მოვლენების ქრონოლოგიას ვერ დაარღვევთ. თქვენ გვერდით დღესაც ის ტიპები დგანან, რომელთა ერთადერთი ხელობა მედროვეობა და ყვარყვარეობაა. ნუ დამასახელებინებთ გვარებს, ძალიან ბევრნი არიან და ყველას ვერ ჩამოვვლი. ისინი პოლიტიკაშიც არიან, თქვენს პარტიაშიც არიან, რლამენტშიც არიან და თქვენს ტელევიზიებშიც. მიმოიხედეთ ირგვლივ, ერთმანეთს გადახედეთ და თვითონ დაინახავთ ყველაფერს. ღმერთმა არ ქნას, მაგრამ ამერიკელებმა კიდევ ერთი სახელმწიფო გადატრიალება თუ მოაწყვეს საქართველოში, ის მედროვეები ისევე აღმოჩნდებიან იმ გადამტრიალებლების გვერდით, როგორც დღეს აღმოჩნდნენ თქვენთან. სამწუხაროდ, საქართველო მედროვეთა ქვეყანაა, ამიტომაც დაიწერა საქართველოში პოლიკარპე კაკაბაძის ის გენიალური ნაწარმოები, ყვარყვარე თუთაბერი რომ ჰქვია.

გამიგრძელდა სათქმელი, თუმცა ყველაფერი  არ მითქვამს, ამის დროც მოვა.

ამ სტატიას კი თქვენდამი მადლიერების გამოხატვით დავასრულებ იმ  ერთადერთი სწორი პოზიციის გამო, რომელსაც დღეს ამჟღავნებთ; იმ თქვენი გაბედულებისა და ვაჟკაცობის გამო, რომელსაც დღეს იჩენთ. დანარჩენს კი, იმედია, ისევე მიხვდებით, როგორც იმ სიმართლეს მიხვდით, რომელსაც დღეს ახმიანებთ.

ვალერი კვარაცხელია                                                                                      

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here