Home რუბრიკები პოლიტიკა აშშ-ს საქართველო და უკრაინა სჭირდება, როგორც მოედანი ნატოს წინსვლისთვის რუსეთის საზღვრებისკენ

აშშ-ს საქართველო და უკრაინა სჭირდება, როგორც მოედანი ნატოს წინსვლისთვის რუსეთის საზღვრებისკენ

“რატომ ვებღაუჭებით კიევსა და თბილისს?”

196

ავღანეთიდან გაქცევამ ამერიკის შეერთებული შტატებისადმი ნდობას სერიოზულად დაარტყა. მოკავშირეები დაეჭვდნენ, შეუძლია თუ არა ვაშინგტონს თავისი მოვალეობების შესრულება, ხოლო მოწინააღმდეგეებს, როგორც ზოგიერთი ამერიკელი ექსპერტი ვარაუდობს, “გაუჩნდათ ცდუნება, შეამოწმონ აშშ-ის სიმტკიცე და გაბედულება ან კიდევ უფრო შელახონ მისი რეპუტაცია”. ბაიდენს სთავაზობენ, გაბედული რეაქცია ჰქონდეს, ბოროტგანმზრახველთა წინააღმდეგ ერთობლივად გამოიყენოს დიპლომატიური და ეკონომიკური მეთოდები და სამხედრო ძალაც კი.

ამერიკული პოპულარული გამოცემა The American Conservative თავის 23 ოქტომბრის სარედაქციო წერილში სვამს კითხვას: ბაიდენის ადმინისტრაციას ამერიკელები ახალი ომისკენ ხომ არ მიჰყავს?

ამერიკელების შიში განპირობებულია თეთრი სახლის განზრახვით, მხარი დაუჭიროს თითოეულ ქვეყანას, რომელსაც კონფლიქტი აქვს რუსეთსა და ჩინეთთან. ლაპარაკია, მათ შორის, შავი ზღვის რეგიონზეც, რომელშიც, როგორც წერილშია აღნიშნული, აშშ “გადაკვრით მიუთითებს კონფრონტაციასა და შესაძლო ომზეც კი რუსეთთან”.

წერილის ავტორი პატრიკ ბიუკენენი, The American Conservative-ს რედაქტორ-დამფუძნებელი (რესპუბლიკური პარტიის პალეოკონსერვატიული ფრაქციის იდეოლოგი _ გ.გ.) გაოცებულია: “რატომ ვებღაუჭებით კიევსა და თბილისს?” ამერიკის მისწრაფებაში, ეს ქვეყნები ნატოში შეიყვანოს, ბიუკენენი ხედავს სურვილს, უზრუნველყოს მათთვის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წესდების მე-5 მუხლით გათვალისწინებული გარანტიები, რათა ევროპამ ამერიკასთან ერთად იბრძოლოს, თუკი მოხდება რუსეთთან კიდევ ერთი ისეთი კრიზისი, როგორიც იყო საქართველოში 2008 წლის აგვისტოში. გაკვირვებას იწვევს ის, რომ აშშ-მა შავი ზღვა თავისი უსაფრთხოების სასიცოცხლო ზონად გამოაცხადა.

პენტაგონში მიაჩნიათ, რომ მას, ვინც აკონტროლებს შავ ზღვას ან ვინც მასზე დომინირებს, შეუძლია გაავრცელოს თავისი ძალაუფლება ბალკანეთზე, ცენტრალურ ევროპასა და სამხრეთ კავკასიაზე, აგრეთვე, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვასა და ახლო აღმოსავლეთის ჩრდილოეთზე. შავი ზღვისპირეთის 6 ქვეყნიდან სამი (ბულგარეთი, რუმინეთი, თურქეთი) ნატოს წევრია და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უსაფრთხოების გარანტიების ქვეშ ხვდება. კიდევ ორ ქვეყანას (საქართველო და უკრაინა) სურს ნატოში შესვლა, მაგრამ ჯერ მხოლოდ “პარტნიორის” სტატუსი აქვთ. ამერიკის მთავარ მიზნად კვლავ რუსეთი რჩება.

ვაშინგტონი ცდილობს, უზრუნველყოს აშშ-ისა და ნატოს ყოფნა უკრაინასა და საქართველოში. ფონდმა “მემკვიდრეობამ” (The Heritage Founfatiin) შეიმუშავა შესაბამისი რეკომენდაციები ჯო ბაიდენის ადმინისტრაციისთვის. მოხსენებაში მოქმედების დროა: აშშ-მა და ნატომ არ შეიძლება, თავს შავი ზღვის რეგიონის იგნორირების უფლება მისცენ”; რომელიც პენტაგონის შეფის, ლოიდ ოსტინის საქართველოში, უკრაინასა და რუმინეთში ვიზიტის წინ გამოქვეყნდა, პირდაპირ არის მითითებული, რა უნდა გააკეთოს თავდაცვის მინისტრმა.

საქართველოში ჩასულმა პენტაგონის შეფმა დაადასტურა, რომ აშშ მომხრეა “უსაფრთხოების სფეროში საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობისა და დახმარების, სამომავლოდ მისი თავდაცვისუნარიანობის განვითარებისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების წინ წამოწევის. ოსტინს არ დავიწყებია “იმ საფრთხის შეხსენება, რომელსაც რუსეთი საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონისთვის წარმოადგენს”, მაგრამ პენტაგონის შეფმა ვერ გაბედა, შეესრულებინა Hერიტაგე-ის რეკომენდაცია, საქართველოც მიეწვია პოლონეთში განლაგებულ მრავალეროვან ბატალიონში აშშ-ის ხელმძღვანელობით.

შეგახსენებთ: აშშ-ის ინიციატივით, მრავალეროვანი საბრძოლო ჯგუფები 2017 წელს განალაგეს ლიტვაში, ლატვიაში, ესტონეთსა და პოლონეთში. ეს მოხდა რუსეთის “შესაკავებელი” პროგრამის (Enhanced Forward Presence) ჩარჩოებში. ამ საბრძოლო ქვედანაყოფებში მონაწილეობა ნიშნავდა იმას, რომ საქართველო მიიღებდა ნატოს არაფორმალურ სრულუფლებიან წევრობას.

Heritage-ის თანამშრომლების ჩანაფიქრით, ამით შეიძლებოდა რუსეთის რეაქციის შემოწმება და, შესაძლოა, მოსკოვის პროვოცირებაც დაძაბულობის გასამწვავებლად.

კიევს ოსტინი დაჰპირდა, რომ აშშ უკრაინას მისცემს დამატებით სამხედრო დახმარებას 60 მლნ დოლარის ოდენობით, შედეგად მიმდინარე წელს უკრაინის სამხედრო სიმძლავრე 400 მლნ დოლარს გადააჭარბებს. ეს ტრამპისდროინდელ დახმარებაზე მეტია, ამასთანავე, თუკი ტრამპის პერიოდში იარაღის მიწოდების შეთანხმებაში გათვალისწინებული იყო შეზღუდვები მის გამოყენებაზე საომარი მოქმედებების ზონებში აღმოსავლეთ უკრაიაში, ახლა ლაპარაკია იარაღის დიდი რაოდენობით მიწოდებაზე ნაკლები შეზღუდვებით.

კიევში თავდაცვის მინისტრებმა იმსჯელეს, დაიწყონ იმ შეთანხმებების რეალიზაცია, რომლებიც ჩაწერილია 2021 წლის 31 აგვისტოს ხელმოწერილ დოკუმენტში “აშშ-სა და უკრაინის სტრატეგიული თავდაცვის ჩარჩოები”. ეს არის სხვა სახელმწიფოებთან აშშ-ის ურთიერთობის ტიპური მემორანდუმის ასლი.

ბევრი პათოსი, არანაირი კონკრეტიკა, მხოლოდ დაპირებები “მჭიდრო თანამშრომლობაზე”. ამერიკელებს უკრაინა სჭირდებათ არა როგორც მოკავშირე სამხედრო სახელმწიფო, არამედ როგორც მოედანი ნატოს წინსვლისთვის აღმოსავლეთში, რუსეთის საზღვრებისკენ.

რაც შეეხება რუმინეთს, რომელსაც, აგრეთვე, ეწვია ლოიდ ოსტინი, ამ ქვეყანაში აშშ იყენებს ბაზებსა და საწვრთნელი პოლიგონების რამდენიმე ადგილს. ამასთანავე, ამ ბაზების შენახვის ხარჯები რუმინეთმა დაიკისრა _ თითქმის 3 მლრდ დოლარს ხარჯავს მიხაელ კოგელნიჩანუს ავიაბაზის მოდერნიზებისთვის ნატოს სტანდარტების შესაბამისად, ამას გარდა, რუმინეთში (დევესელუ) არის ობიექტი Aegis Ashore, რომელმაც ფუნქციობა 2016 წლის მაისში დაიწყო და ნატოს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის მნიშვნელოვანი კომპონენტია.

აშშ-ისა და ევროპისგან თურქეთის დისტანცირების გათვალისწინებით რუმინეთი ნელ-ნელა ხდება მთავარი ანტირუსული პლაცდარმი შავი ზღვის აუზში. ამჟამად ნატო დაკავებულია თავისი შემდეგი სტრატეგიული კონცეფციის შემუშავებით. ბაიდენის ადმინისტრაცია მუშაობს შავი ზღვის რეგიონის ჩასართავად რეგიონული უსაფრთხოების სტრატეგიაში იმ მიზნით, რომ შავი ზღვისპირეთის ქვეყნებისთვის შეიმუშაოს ეფექტიანი მეთოდები რუსეთთან მათ დასაპირისპირებლად. ნატოში უკრაინისა და საქართველოს მიღების შემთხვევაში ეს რუსეთისთვის პირდაპირი მუქარა იქნება.

ამერიკელები უბიძგებენ ევროპასაც, კერძოდ, აშშ-მა წამოაყენა წინადადება, რომ ნატოს წევრი ქვეყნების ხომალდებმა პატრულირება დაიწყონ შავ ზღვაში. 1936 წლის მონტრეს კონვენციის თანახმად, შავ ზღვაში ერთდროულად მყოფი არაშავიზღვისპირული სახელმწიფოების ყველა ხომალდის წყალწყვა 30 ათას ტონას არ უნდა აღემატებოდეს. ეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელობისგან შავ ზღვაზე როტაციული წესრიგის დაწესებას მოითხოვს. წინადადება მუშავდება, მას პირველი გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთი. 2021 წლის 23 ივნისს შავი ზღვის ფლოტმა რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო დანაყოფებთან ერთად ფიოლენტის კონცხის რაიონში აღკვეთა საზღვრის დარღვევა ბრიტანული ნაღმოსნის _ Dეფენდერ-ის მხრიდან. ეს მოქმედება შეფასდა, როგორც საზღვაო სამართლის შესახებ გაეროს კონვენციის უხეში დარღვევა.

კრემლში ეჭვი არ ეპარებათ, რომ პროვოკაცია აშშ-ში დაიგეგმა. აშშ-ს, რომელმაც მოსინჯა შავ ზღვაში თავის მოქმედებაზე მოსკოვის რეაქცია, იმედი აქვს, რომ რუსები გაბედულად ვერ იმოქმედებდნენ, მაგრამ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა Defender-ის პროვოკაციის შემდეგ მკაფიოდ განაცხადა: მომხდარზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის რეაქცია იყო ძალიან მკაცრი, აქედან გამომდინარე, ნათელია: პროვოკაცია არ უნდა განმეორდეს, პასუხი წესდების შესაბამისი იქნება. წესდების მიხედვით კი საზღვრის დამრღვევი უნდა ჩაიძიროს”.

vpoanalytics.com-ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here