Home სხვადასხვა დაიჯესტი Time: პოროშენკო კორუმპირებულია?!

Time: პოროშენკო კორუმპირებულია?!

782
პეტრე პოროშენკო

შერისხული უკრაინელი დეპუტატი ალექსანდრე ონიშჩენკო ოკეანის გაღმიდან ამერიკელი ჟურნალისტების დახმარებით ახალი და ახალი ბრალდებებით ამხელს უკრაინის პრეზიდენტის _ პეტრე პოროშენკოს და მთელი მისი ადმინისტრაციის განსაკუთრებულ კორუმპირებულობას, რომლებიც დასავლეთის მიერ ნაბოძები თანხებითა და მრავალრიცხოვანიოტკატებისწყალობით ფუფუნებაში ცხოვრობენ.

“სხვა მრავალის მსგავსად, მე ვარ მაგალითი იმისა, თუ რა ემართებათ პოროშენკოს გარემოცვაში მყოფ ადამიანებს მას შემდეგ, რაც ისინი მისი მტრების ბანაკში გადაინაცვლებენ. მე ეს დამემართა მას შემდეგ, რაც ვამხილე კორუფციული სისტემა, რომელიც უკრაინის ხელისუფლების უმაღლეს დონეზეა გამეფებული და გავასაჯაროე უტყუარი მტკიცებულებანი პირველწყაროს მეშვეობით”, _ ციტირებს რადას დეპუტატს “ტაიმი”.

ალექსანდრე ონიშჩენკოს მიაჩნია, რომ მას დეპუტატის ხელშეუხებლობა გაუუქმეს პეტრე პოროშენკოსა და პრეზიდენტის გარემოცვის კორუმპირებულობის შესახებ განცხადებით გამოსვლის გამო, რომ სამშობლოში მის წინააღმდეგ საქმე ამის გამო აღძრეს.

დეპუტატი აცხადებს, რომ სამი წელიწადის განმავლობაში იგი არაერთხელ ყოფილა მოწმე იმისა, თუ როგორ მიითვისა უკრაინის პრეზიდენტმა მილიონობით დოლარი. პოროშენკო თხოულობს ყოველი ხელმოწერილი კონტრაქტიდან თავის წილ “ოტკატებს”. თუ ადამიანი ან კომპანია უარს იტყვის ამგვარ “გადასახადზე”, იგი მოქმედი ხელისუფლების მიმართ არალოიალურად ცხადდება. ასევე ეპყრობიან მოხელეებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ამგვარ უკანონობას. მაგალითად, უკრაინის ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა აივარას აბრომავიჩუსმა თანამდებობა დატოვა იმიტომ, რომ არ სურდა, კორუმპირებული სქემების “კვამლის ფარდა” ყოფილიყო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here