Home რუბრიკები პოლიტიკა The Nation: ტრამპისა და რუსეთის წინააღმდეგ ამერიკული მედიის ინსინუაციები ნეომაკარტიზმი და სიგიჟეა

The Nation: ტრამპისა და რუსეთის წინააღმდეგ ამერიკული მედიის ინსინუაციები ნეომაკარტიზმი და სიგიჟეა

3038
ქეტრინ ჰუველი

ყოველკვირეული The Nationისთვის მიცემულ ინტერვიუში ამ გამოცემის რედაქტორმა და გამომცემელმა ქეთრინ ვანდენ ჰუველმა ამერიკელ პროგრესისტებს მოუწოდა, შეწყვიტონ უცხოელი მტრების ძებნა.

ქალბატონი ქეთრინი ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტია. ჰუველი რუსეთის საკითხების აღიარებული ექსპერტია, 35 წლის განმავლობაში იგი აშუქებს ამ ქვეყნის პოლიტიკურ მოვლენებს. 6 წლის განმავლობაში ყოფილ საბჭოთა კავშირში ცხოვრობდა. იგი არ იზიარებს აშშ-ის თანამედროვე მედიის ტრადიციულ შეხედულებას, რომელსაც უწოდებს “სიგიჟეს ტრამპისა და რუსეთის კავშირის შესახებ”.

ჰუველი ამტკიცებს, რომ ამერიკა არაერთხელ ჩარეულა საზღვარგარეთ გამართულ არჩევნებში, მათ შორის, 1996 წელს რუსეთში ჩატარებულ საეჭვო არჩევნებში, რომელიც მაშინდელმა პრეზიდენტმა ბორის ელცინმა მოიგო.

მისი აზრით, რუსეთისა და ტრამპის საარჩევნო შტაბის ურთიერთობის დახვავებული დეტალები მოითხოვს გამოძიებას. “მტკიცე დასაბუთება კავშირის ზუსტი ბუნების შესახებ სუსტია, _ ამბობს იგი, _ და ამის ერთ-ერთი შედეგი, რომელიც აშშ-ის ლიბერალებსა და პროგრესულ მოღვაწეებში გამჟღავნდა, თავისებური ნეომაკარტიზმია”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here