Home ახალი ამბები საქართველო ტესტირება დაიწყო

ტესტირება დაიწყო

ტესტის განმარტება ასეთია:

1. სპეციალურად  შედგენილი ამოცანა, რომელიც გამოიყენება გამოსაცდელი პირის გონებრივი განვითარების, ფსიქიკური მდგომარეობის, მიდრეკილებებისა და სხვა შესაძლებლობათა გამოსავლენად;

2. სპეციალურად შერჩეულ დავალებათა ერთობლიობა, რომელიც ამოწმებს გამოსაცდელი პირის ცოდნასა და სხვადასხვა უნარს;

3. სამედიცინო (ბიოლოგიური), რომელიც ადგენს ინფიცირების არსებობას ან არარსებობას.

ეს, რაც შეეხება ადამიანს. არსებობს სხვა სახის (ფიზიკური, ქიმიური, საინჟინრო) ტესტებიც, მაგრამ არ ვიცი,  მთელი ერისა და ქვეყნისთვის განკუთვნილი ტესტები ვინმეს სადმე თუ შეუმუშავებია. ის კი მომხდარა, რომ ცხოვრებას თვითონ მოუწყვია გამოცდა (ტესტირება ჩაუტარებია) ამა თუ იმ ხალხისთვის. მაგ.,  ებრაელებისთვის ეროვნული გამოცდა (ტესტი) იყო ისტორიული დევნილობა, შემდეგ კი ფაშისტების მიერ მათთვის მოწყობილი ჰოლოკოსტი, რომელიც ბრწყინვალედ ჩააბარეს იმ თვალსაზრისით, რომ არ გატყდნენ და არ დაეცნენ; გერმანელებისთვის კი ეროვნული გამოცდა (ტესტი) იყო ფაშიზმი, რომელიც მათ ვერ ჩააბარეს იმ თვალსაზრისით, რომ დანებდნენ და მიიღეს ეს კაცთმოძულე, სამარცხვინო იდეოლოგია. სხვა მაგალითების პოვნაც შეიძლება, დიდია ისტორია. ამ საკითხის შესახებ მსჯელობისკენ საქართველოში არსებულმა მდგომარეობამ მიბიძგა. დღეს საქართველოც ტესტირებას გადის…

.. გამჭვირვალობის კანონი, რომლის განხილვასაც ასეთი აურზაური მოჰყვაის ტესტი გამოდგა, საზოგადოებას კეთილ და ბოროტ, გონიერ და უვიც, ჯანმრთელ და დაავადებულ შემადგენლებად რომ გამიჯნავს, ანუ ღვთისკენ მიდრეკილ და სატანის ტყვეობაში მყოფ ნაწილებს ერთმანეთისგან  გამოარჩევს და გამოხშირავს. საზოგადოების უდიდესი ნაწილი, რომელიც იმ მხარეს დგას, რომ გარედან შემოსული თანხების ხარჯვა გამჭვირვალედ უნდა მიმდინარეობდეს, ხალხის ჯანმრთელ ნაწილს მიეკუთვნება, ხოლო ის უმცირესი ნაწილი, რომელიც იმ მხარეს დგას, რომ შემოსული თანხები უკონტროლოდ უნდა მოძრაობდეს ქვეყანაში და საზოგადოებისგან დაფარულ მიზნებს ემსახურებოდეს, ავადმყოფი (დაინფიცირებული) ნაწილია ხალხისა. საქართველოს მოქალაქე, რომელიც მხარს უჭერს სხვა სახელმწიფოთა შეუზღუდავ ხელის ფათურს ჩვენს საშინაო საქმეებში, როგორი ქართველია და როგორი მოქალაქეა?! ქართველ ადამიანს, რომელიც აშშის კონგრესმენთა ხელის მოწერით გამოქვეყნებულ ქვემოთ მოყვანილ წერილს გაეცნობა და შეურაცხყოფილი არ დარჩება, სხვა რა ტესტის ჩატარება სჭირდება იმისთვის, რომ ან სულელად ჩაითვალოს, ან მოღალატედ?!

აი, მთავარი ამონარიდი ამ წერილიდან: „ჩვენ, როგორც კონგრესის წევრები, რომელთაც ღრმა პატივისცემა გვაქვს ქართველი ხალხის მიმართ, ძალიან იმედგაცრუებული დავრჩებით, თუ საქართველოს პარლამენტი მიიღებს კანონს უცხოეთის აგენტების შესახებ, რომელიც ძირს გამოუთხრის საქართველოს ურთიერთობას შეერთებულ შტატებთან. თუ ეს კანონპროექტი მიღებული იქნება, ჩვენ იძულებული გავხდებით, წავახალისოთ შეერთებული შტატების პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ, რაშიც შეიძლება შედიოდეს სანქციები მათ მიმართ, ვინც პასუხისმგებელია საქართველოს დემოკრატიული განვითარების შეფერხებაზე ან მისი ევროატლანტიკური განვითარების ტრაექტორიის შეზღუდვაზე; აგრეთვე, შეერთებული შტატების პირდაპირი ფინანსური დახმარების გადახედვა და შეერთებულ შტატებში სავიზო აკრძალვების გაფართოება”. წერილს ხელს აწერენ სენატორები: ჯინ შაჰინი, ჯეიმს რიში, ბენ კარდინი, ლინდსი გრემი, კრის კუნსი, პიტ რიკეტსი, რიჩარდ დურბინი, როჯერ უიკერი, რიჩარდ ბლუმენთალი, ტომ ტილისი, ტიმ კეინი, დენ სალივანი, შელდონ უაითჰაუსი, მარტინ ჰაინრიხი.

ეს წერილი მხოლოდ ულტიმატუმის ტონის გამო კი არა, პირველ რიგში, იმ თავხედობის გამოა მიუღებელი, რომლითაც იგი თავიდან ბოლომდე გაჟღენთილია. ამერიკელები საქართველოში თავიან საქმიანობაში გარკვევას გვიკრძალავენ, საქართველოში მათი ქვეყნიდან გადმორიცხული თანხების რამე ფორმის კონტროლის დაწესებაზე განგაშს ტეხენ. ეს იმაზე მეტყველებს, რომ საქართველო მათ სახელმწიფოდ არ მიაჩნიათ, მეტიც, ანგარიშის გასაწევ ფაქტორადაც არ თვლიან და შეუზღუდავი მოქმედების უფლებებს მოითხოვენ. ოცდაათ წელიწადზე მეტია, რაც ისინი ასე იქცევიან და ახლა ერთბაშად საქართველოში ისეთი კანონის მიღება მოინდომეს, რომელიც მათი განუკითხავი პარპაშისთვის წერტილის დასმისკენ იქნება მიმართული. რეაქციამაც არ დააყოვნა: აქეთ ელჩები ყაყანებენ, იქით ნატოს გენერალური მდივანი გვემუქრება; აგერ კონგრესმენთა წერილია; ორი დღით ადრე კი ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც მთელი რიგი ულტიმატუმებია წამოყენებული: სააკაშვილის განთავისუფლება; ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი და გამჭვირვალობის კანონპროექტების გაწვევა. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი გვპირდებიან, რომ: „ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკომისიას, დროულად შეაფასოს საქართველოს მიერ დაგეგმილი „უცხოელი აგენტის” კანონის გავლენა საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების უწყვეტ შესრულებაზე”. ნათელია, რომ მათ თუ არ დავემორჩილებით და ურჩობას გამოვავლენთ, ევროპიდან და ამერიკიდან სანქციები და სასჯელები არ მოგვაკლდება.

ამერიკელი კონგრესმენების ულტიმატუმს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა შემდეგი პასუხი გასცა: ასეთი პოზიციები საკვირველი და იმედგამაცრუებელია. გასაკვირია, ქვეყანა, რომელშიც უფრო მკაცრი კანონები მოქმედებს, ჩვენ მოგვიწოდებს, რომ არ მივიღოთ ასეთი კანონი. იმედგამაცრუებელია იმიტომ, რომ ის ღირებულებები, რომლეზეც არის ხოლმე საუბარი და  ჩვენ გვესაუბრებიან, თავად არ არის სრულად იმ ღირებულებების ფარგლებში, რომ გამჭვირვალობა განმსაზღვრელი პრინციპია, რომ კანონის უზენაესობა და დემოკრატია მთავარი პრინციპია. ამდენი მოწოდების ნაცვლად თუნდაც კონგრესისთვის და სენატისთვის უფრო მარტივი იქნებოდა, იზრუნონ,  გასაჯაროვდეს ამერიკის ბიუჯეტიდან საქართველოში შემოსული ფული. ჩვენ ვიცით,რომ ამერიკის დემოკრატიის ნაციონალური ფონდი არ ასაჯაროებს, თუ რა პროექტებს აფინანსებს საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ მე პირადად მქონდა მათთან კომუნიკაცია ერთი წლის განმავლობაში. რამდენმეჯერ დამპირდნენ, რომ გასაჯაროვდებოდა, მაგრამ ეს სიტყვა არც ერთხელ არ შესრულდა. დღემდე დაფარულია, რაში იხარჯება ეს ფული და შემდეგ შემთხვევით ვიგებთ ხოლმე, რომ აშშის ბიუჯეტიდან ფული, ამერიკელი მოქალაქეების ფული, იხარჯება შემოვლითი გზით პარტიების დასაფინანსებ, რადიკალური ჯგუფების დასაფინანსებ, დეზინფორმაციული ჯგუფების დასაფინანსებ, რაც, რა თქმა უნდა, კარგი არ არის ქართველი საზოგადოებისთვის და, საბოლოო ჯამში, ჩრდილს აყენებს თავად ამერიკულ დახმარებას საქართველოში, ამიტომ, ნაცვლად ამ მოწოდებებისა და განცხადებებისა, უფრო მარტივი იქნება, გაასაჯაროონ ამერიკის ბიუჯეტიდან საქართველოში შემოსული თანხები“.

ევროპარლამენტის მიერ მიღებულ შეურაცხმყოფელ რეზოლუციას კი მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი ასე აფასებს: ეს არის მიუღებელი, უსამართლო და შეურაცხმყოფელი რეზოლუცია. უფრო მეტს ვიტყვი, ამავე რეზოლუციაში მორიგი მზაკვრობაა ჩადებული მინიშნება, რომ შეიძლება უვიზო რეჟიმი გადაიხედოს და რაღაც. როგორ შეიძლება ასეთი ტონით საუბარი?!”

სამწუხაროდ, საქართველოში ახლა ისეთი ვითარებაა, რომ მსჯელობას, მტკიცებას, ლოგიკას აზრი აღარ აქვს, რადგან მეორე მხარეს ის კი არ დგას, ვისაც აზრი, სიმართლე და ლოგიკა აინტერესებს, არამედ ის, ვისაც არეულობის, ქაოსისა და სახელმწიფო გადატრიალების მიზანი ამოძრავებს. შენ ელაპარაკები ის არ გისმენს; შენ თხოვ ის დაგცინის; შენ მოუწოდებ ის გებრძვის; შენ საქმიან პოლემიკას სთავაზობ ის ხელს გიშლის! შენ წინ ადამიანი არ დგას, ადამიანის მსგავსი მექანიკური აპარატი დგას, ზომბი დგას, რომელიც გამღიზიანებელზე რეაქციას ავლენს, მოძრაობს, ლაპარაკობს კიდეც, ანუ ძალიან ჰგავს ადამიანს, მაგრამ ამავე დროს ძალიან განსხვავდება ადამიანისგან, ვინაიდან მოკლებულია მის უმთავრეს თვისებას  აზროვნებას. მას შეუძლია გაუთავებლად იმეოროს შემდეგი სიტყვები და მარტივი წინადადებები:

„არა რუსულ კანონს!”

„ჩვენ ევროპისკენ მივდივართ!”

„რუსეთი ოკუპანტია!”

„მართლმადიდებელი ეკლესია რუსეთის სამსახურში დგას!”

„ქართული ოცნება” რუსული ოცნებაა!”

„ლგბტ უფლებები ადამიანის ფუნდამენტური უფლებებია!”

„არა ჰომოფობიას!”

„ჩემი ფუჩუ  ჩემია!”

დიახ, ისინი ზომბებს თუ მექანიკურ აპარატებს წარმოადგენენ, რომლებსაც გაუთავებლად შეუძლიათ იმეორონ ასეთი წინადადებები, მაგრამ მათ არც ამ სიტყვების გააზრება არ  შეუძლიათ და მითუფრო არ შეუძლიათ იმ სიტყვების გააზრება, რომლებითაც ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა სამშობლოს სამსახურში დგომისკენ მოუწოდებს. მათ არც ერის შეგონების გააზრება შეუძლიათ და არც ეკლესიისა და საპატრიარქოსი, რომელმაც მშვიდობის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.

უბედურება არის ის, რომ მათი საქციელი ლოგიკურია. ისინი იდეური და სულიერი მემკვიდრეები არიან იმ დასავლური პოლიტიკისა, რომელიც მეოცე საუკუნეში ფაშისტური იდეოლოგიით მძვინვარებდა, ოცდამეერთეში კი ლიბერალიზმით შეინიღბა, მაგრამ საბოლოოდ ნეოფაშიზმი  შვა და მსოფლიოს ახალი გლობალური დაპირისპირების მიმართულებით მიაქანებს.

ამიტომ ნურავის ექნება იმედი, რომ საქართველოს მიმართ დასავლეთის პოლიტიკა ოდესმე თანაბარუფლებიანობისა და პარტნიორობის პრინციპებს დაეფუძნება. მისი მთავარი მამოძრავებელი ფაშისტური იდეოლოგია იქნება ყოველთვის. აქედან გამომდინარე, საქართველოში მათიმეხუთე კოლონაყოველთვის ზომბისა და მექანიკური აპარატის როლში აღმოჩნდება, რომელიც თუთიყუშივით გაიმეორებს ქვეყნის გარედან ნაკარნახებ წინადადებებს, თხუნელასავით გამოუთხრის ძირს ქართულ სახელმწიფოს, აფთარივით დაფლეთს ყველას, ვინც საქართველოს ინტერესებს დაიცავს,  და სატანასავით ჩაუსახლდება სულსა და სხეულში იმ თაობას, რომელმაც წარსულიდან წამოღებული ეროვნული სენტენციებით მომავალში უნდა  შეაბიჯოს.

ამიტომ ამ ძალასთან კომპრომისი უადგილო და კონტრპროდუქტიულია.

თავს ნურავინ მოიტყუებს, იმ ოცდათხუთმეტი წელიწადის განმავლობაში, რაც ვითომ დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, დასავლეთიდან ქართული ინტერესების დაცვის არანაირი იმპულსი არ გვიგრძვნია, მაგრამ სახელმწიფო გადატრიალებისა რამდენიც გნებავთ; ქედმაღლური დამოკიდებულებისა და შეურაცხყოფისა რამდენიც გნებავთ; სამოქალაქო დაპირისპირებისა და ომებისა რამდენიც გნებავთ; ეროვნული სულის წაშლის, გარყვნის, გადაგვარებისა რამდენიც გნებავთ.

ყოველივე ამის გააზრების შემდეგ ადვილია იმ დასკვნის გაკეთება, რომ დასავლეთთან საქართველოს ურთიერთობა ვერ შედგა. კონკრეტულად როგორ ფორმებს მიიღებს და რაში გადაიზრდება ეს ყველაფერი, ძნელი სათქმელია, მაგრამ ის, თუ ვინ რა პოზიციით შეხვდება დასავლეთის ამ უსინდისობას, ამ ყოვლად გაუმართლებელ ძალადობას, საუკეთესო საზოგადოებრივი და ეროვნული ტესტია, ერთი მხრივ, მოღალატეთა, ინფიცირებულთა და სულელთა გამოსავლენად, მეორე მხრივ კი, ქვეყნის ინტერესებისა და ქართული სულის გადარჩენის სადარაჯოზე მდგომ პატიოსან ადამიანთა ამოსაცნობად.

პირველი კატეგორია წუხელ (2024 წლის 28 აპრილს) იდგა რუსთაველის პროსპექტზე და ხორხოცებდა, ვითარცა ეშმა…

მეორე კატეგორია კი დღეს (2024 წლის 29 აპრილს) დადგება რუსთაველის პროსპექტზე. ამ კატეგორიას ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობა ჰქვია. იგი არამხოლოდ სიმრავლით, არამედ აზროვნების უნარით, მტკიცე  ნებით, წარსულისა და მომავლის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით გამოირჩევა.

ტესტირება დაიწყო…

ვალერი კვარაცხელია                                                                                         

1 COMMENT

  1. ხელისუფლების ცვლილების სურვილი დასავლურ ლიბერალურ ფრთას ამ მიზეზითაც აქვს – საქართველოს კონსტიტუციიდან ოჯახის ჩანაწერი უნდა ამოვარდეს და 17 მაისს იქნება თუ სხვა დღეს ლგბტ თემმა თამამად უნდა ჩაატაროს აქციაც, გასწიოს პროპაგანდაც და, რაც მთავარია, შევიდეს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებსა და სკოლებში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here