Home ახალი ამბები საქართველო თეა წულუკიანი: სჯობს, უკრაინის იმ მაღალჩინოსნებმა, რომლებიც ქართველი ერისთვის ჭკუის დარიგებით არიან...

თეა წულუკიანი: სჯობს, უკრაინის იმ მაღალჩინოსნებმა, რომლებიც ქართველი ერისთვის ჭკუის დარიგებით არიან დაკავებული, უკრაინელ ხალხს მიხედონ

57

„მე არ ვიცი, ამას დიპლომატურ-კულტურული, ცოტა სხვანაირი პასუხი ეკუთვნის, თუ რა ეკუთვნის, რადგან გამაოგნებელია ასეთი განცხადებები მაღალი ჩინის მქონე თანამდებობის პირის მხრიდან, თუმცა ეს არ არის პირველი შემთხვევა. ალბათ სჯობს, უკრაინის მაღალჩინოსნებმა მიხედონ უკრაინელ ხალხს, რომელიც უმძიმეს ვითარებაშია, განსაცდელშია, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა და კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა არესტოვიჩის განცხადების შეფასებისას ისაუბრა.

„ჩვენი მხრიდან, რაც ჩვენს ხელთ იყო და არის, ყველაფერს ვაკეთებთ, როგორც უკრაინაში გაგზავნილი მხარდაჭერის, თუ აქ მყოფი უკრაინელების მხარდასაჭერად. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში, უკრაინელ ხალხზე, ბავშვებზე, მოხუცებზე, ქალებზე იზრუნონ სწორედ იმ მაღალჩინოსნებმა, უკრაინელებმა, რომლებიც დღენიადაგ ქართველი ერისთვის ჭკუის დარიგებით არიან დაკავებული“, – განაცხადა წულუკიანმა.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა: „ჩვენ მოვახდენთ საქართველოში ძალის პროექცირებას, მოგვიწევს ქართველების, მოლდოვის, სომხეთის გადარჩენა, ჩვენი ნაომარი ბიჭებისა და გოგოებისთვის ყოველთვის მოიძებნება სამუშაო პოსტსაბჭოთა სივრცეში“.

https://imedinews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here