ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგლებულ პირთა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრ სოზარ სუბარის განცხადებით, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თავი მიხეილ სააკაშვილთან გააიგივა. საუბარია არ პიჯაკების საქმეზე, არამედ 9 მილიონიან გაფლანგვაზე.
ამის შესახებ მან, ტელეკომპანია “პირველის” გადაცემა “პოლიტმეტრში” ისაუბრა.
“როდესაც შენი შვილის საზღვარგარეთ სწავლის ფულს სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებ, ეს არის გაფლანგვა. საუბარია 9 მილიონი ლარის თემაზე. პროკურატურა, სანამ ბოლომდე არ გამოიკვეთება დანაშაული, ერიდება განცხადებებს. ბოტოქსის საქმეც კორუფცია უფროა, ვიდრე გაფლანგვა. ადამიანს რომ გინდა უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებოდე და ამას ბიუჯეტიდან აკეთებ, გაფლანგვაა. მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ძალიან მძიმე ბრალდებებია – 7 ნოემბრის საქმე, ვალერი გელაშვილის ცემის საქმე, სანდრო გირგვლიანის საქმე. ევროსასამართლომ დაგვავალა რომ გამოგვეძიებინა ეს საქმე! გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით მარგველაშვილმა აირჩია და დადგა იმ ნაპირზე, რომელ ნაპირზეც დგას სააკაშვილი. მან თქვა რომ ყოფილი პრეზიდენტი ისჯება იმის გამო, რომ გამოიყენა ექსკლუზიური უფლება, რაც ტყუილია. თუ ვერ ერკვევა იურისპოდენციაში, ესეც განხილვის თემაა… პრეზიდენტს, ნებისმიერს, აქვს უფლება გამოსცეს აქტი, რომ უკლებლივ ყველა პატიმარს, ვინც კი ციხეშია გაათავისუფლოს. სამართლებრივად ვერ მოედავები, მაგრამ, მორალურად, ეს გაუგებარია!”, – განაცხადა სუბარმა.