Home ახალი ამბები სომეხი დეპუტატი: სომხური არმია მსოფლიო ფასეულობა და უსაფრთხოების დონორია

სომეხი დეპუტატი: სომხური არმია მსოფლიო ფასეულობა და უსაფრთხოების დონორია

2204

სომხეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის აზატ არშაკიანის აზრით, სომხეთის შეიარაღებული ძალები მსოფლიო ფასეულობას წარმოადგენს.

ამის შესახებ დეპუტატმა მთიანი-ყარაბაღის 1988 წლის მოძრაობის 30 წლისთავთან დაკავშირებით პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, თურქებსა და სომხებს შორის მთიანი ყარაბაღის საკითხზე დაძაბულობა არასდროს ჩამქრალა.

დეპუტატის თქმით, მას არ ესმის იმ ადამიანების, რომლებიც ამბობენ, რომ 1988 წელს სომეხმა ხალხმა გაიღვიძა, რადგან ყარაბაღის მოძრაობა 1988 წელს არ დაწყებულა, უბრალოდ ამ დროს განახლდა.

რაც შეეხება სომხეთის არმიის რეფორმას, აზატ არშაკიანმა აღნიშნა, რომ სომხეთი დღეს უსაფრთხოების დონორია.

„სომხეთის შეიარაღებული ძალები მსოფლიო ფასეულობაა. ჩვენს გარშემო მყოფი ყველა სახელმწიფოს ინტერესშია, რომ სომხეთს საჰაერო ძალები და კარგი არმია ჰყავდეს. ეს ჩვენს უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, ასევე პასუხობს გლობალური ძალების მოთხოვნებს, რომლებსაც ახლო აღმოსავლეთთან დაკავშირებით აქვთ სერიოზული პროგრამები. მოწადინებულები ვართ, რომ კარგი არმია გვქონდეს, ეს მსოფლიოს უნდა, ამიტომ გვეხმარებიან ნატო, ოდკბ, ჩინეთი, იაპონია – გვაწვდიან ტანსაცმელს, სამედიცინო აღჭურვილობას“, – განმარტა სომხეთის პარლამენტის დეპუტატმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here